ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47990

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს კირილე წილოსანი ლანჩხუთის ბიბლიოთეკის გამგე იყო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ე. ფილიამ, ექვთიმე ჟოჟიკაიშვილმა, ვ. კალანდაძემ, ა. თავდიშვილმა და ი. სამსონიძემ ნიგოითის სამკითხველოს ათ-ათი შაური შესწირეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ივანე იესეს ძე ებრალიძემ, იაკინთე აროშიძემ, ს. წილოსანმა, ა. ჯორბენაძემ, ა. ორმოცაძემ, მ. ქიქოძისამ და ი. ხალვაშმა ნიგოითის სამკითხველოს თითო-თითო მანეთი შესწირეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ნინო ბეჟანის ასული ყიფიანისამ სურამის სახალხო სამკითხველოს 16 მანეთი შესწირა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს სოფრომ მგალობლიშვილი გურია-სამეგრელოს ეპარქიის მდივანი იყო, ყარამან ცეცხლაძე – მისი თანაშემწე.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ბაქრაძე მოზდოკის სასწავლებლის პედაგოგი იყო.

1896

ტიპი: ღონისძიება

ვალერიან გუნიას შედგენილი „საქართველოს კალენდარი“ მაქსიმე შარაძის სტამბაში იბეჭდებოდა.

1896

ტიპი: ორგანიზაცია

1896 წელს ივანე კონსტანტინეს ძე ჯაფარიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1896

ტიპი: ორგანიზაცია

1896 წელს ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.

1896

ტიპი: სტატუსი

1896 წელს აკაკი წერეთელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.

1896

ტიპი: თანამდებობა

ვასილ კიკნაძე იყო თელავის სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორი.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს დეკანოზი გაბრიელ ცაგარეიშვილი ქუთაისის პროგიმნაზიაში საღვთო რჯულს ასწავლიდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს გიორგი შერვაშიძე თბილისში ალექსანდრეს თავშესაფრის თავმჯდომარე იყო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს მღვდელი ალექსანდრე გიორგაძე ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის დედათა სასწავლებელში საღვთო რჯულს ასწავლიდა.

1896

ტიპი: ორგანიზაცია

1896 წელს მღვდელი პლატონ გამრეკელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს მეჯვრისხევში ეკატერინე გიორგის ასულ ერისთავის თაოსნობით ბიბლიოთეკა დაარსდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს პავლე ყუშიტაშვილის თაოსნობით პატარძეულში ბიბლიოთეკა გაიხსნა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ა. ციცაგიშვილის გამგეობით მთავრობის ნებართვის გარეშე ამუშავდა ალის ბიბლიოთეკა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს მასწავლებელმა ბ. მგელაძემ შემოქმედში დააარსა ბიბლიოთეკა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ნესტორ მხეიძე ლანჩხუთის ბიბლიოთეკის მმართველი იყო.

1896

ტიპი: ორგანიზაცია

1896 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ საპატიო წევრებად აირჩია ალექსანდრე ეპისკოპოსი და აკაკი წერეთელი.

1896

ტიპი: ორგანიზაცია

1896 წელს ივანე გიორგის ძე რატიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და გამგეობის წევრი იყო.