ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46417

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 18 ივნისს შიო ქუჩუკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ხვედურეთის წყლებზე წასასვლელად ერთთვიანი შვებულება და 10 თუმანი სთხოვა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს გიორგი დავითის ძე ქართველიშვილმა სურათებიანი „ვეფხისტყაოსანი“ გამოსცა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 19 მარტს შიო ქუჩუკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს 10 თუმანი სთხოვა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889-1890 სასწავლო წელს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში ქართული ენის მასწავლებლად დროებით მიწვეული იყო გრიგოლ კვიცარიძე.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 5 მარტს იაკობ გოგებაშვილმა თავის მოხსენებაში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ერის წინსვლის საქმეში სახალხო სკოლების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 5 მარტს იაკობ გოგებაშვილმა თავის მოხსენებაში განმარტა, რომ ქვეყანაში არსებულ სავალალო მდგომარეობას განათლებული მასწავლებლები გამოასწორებდნენ, რომლებსაც საზოგადოება შეარჩევდა და სკოლებში გაგზავნიდა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 5 მარტს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წინაშე სახალხო სკოლების დადებით მხარეზე ისაუბრა. მისი თქმით, სკოლების გამრავლების შედეგად ხალხში ცოდნამ, ქვეყანაში კი სტამბების რიცხვმა იმატა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 22 მარტს გიორგი ქართველიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას თავისი გამოცემული „ვეფხისტყაოსანი“ აჩუქა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 5 მარტს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მოუწოდა, რომ განათლებული პედაგოგები შეერჩიათ და რაიონებში გაეგზავნათ.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 22 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში გამოცდებზე დასასწრებად ალექსი ჭიჭინაძის გაგზავნა გადაწყვიტა.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის მაისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ვასილ ყიფიანს აცნობა, რომ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში გამოცდებს დაესწრებოდა ალექსი ჭიჭინაძე. იგი ქუთაისში ჩასვლას ივლისის პირველი რიცხვებიდან შეძლებდა.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 20 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ წერილით სთხოვა ვასილ ყიფიანს, ეცნობებინა, როგორ იყო განაწილებული გაკვეთილები ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 8 სექტემბერს ვასილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა თავისი შედგენილი ანგარიში ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 6 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას ქაღალდებით 11531. 11 მანეთი ჰქონდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889-1890 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი ექვთიმე თაყაიშვილი ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში გამოცდებს დაესწრო.

1882

ტიპი: თანამდებობა

1882 წლის 21 აპრილს გორის პედაგოგიური სემინარიის კურსდამთავრებულები – ნიკოლოზ იოაკიმეს ძე ხუციშვილი, სტეფანე თევდორეს ძე ჭრელაშვილი, ისააკ (ისაია) ნუცუბიძე, გერმანე ხოშტარია და ივანე ხატიაშვილი – ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გაზეთ „დროებაში“ გამოცხადებულ ბათუმის სკოლის პედაგოგის ადგილზე კონკურსის გამოცხადებას სთხოვენ.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889-1890 სასწავლო წელს მიხეილ ყიფიანი ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში გამოცდებს დაესწრო.

1890

ტიპი: თანამდებობა

ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებლის პედაგოგიური საბჭოს 1890 წლის დოკუმენტაციის მიხედვით, ვასილ ყიფიანი ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორი იყო.

1890

ტიპი: თანამდებობა

1890 წელს იაკობ მანსვეტაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელი იყო.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 19 ივნისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1908 წლის 13-დან 19 ივნისამდე საზოგადოებაში შევიდა 316. 87 მანეთი და დაიხარჯა – 569. 38.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 20 აგვისტოს ჰუსეინ-ბეგ ბეჟანოვი, ჰუსეინ-ბეგ აბაშიძე, ლევან გაბუნია და ალექსანდრე ნანეიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლის კონცეფციის გასაცნობად ნური-ბეგ ხიმშიაშვილის სახლში შეიკრიბნენ.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 7 ნოემბერს ალექსანდრე თეიმურაზის ძე ნანეიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მისწერა, რომ აჭარაში ხალხი ვერ გრძნობდა სწავლა-განათლების საჭიროებას და სკოლის დროებით დახურვას ითხოვდა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 16 ნოემბერს კავკასიის მაზრის მზრუნველმა იანოვსკიმ და ქუთაისის გუბერნიის საერო სასწავლებლების დირექტორმა ბ. ორლოვმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლის დირექტორს პროგრამაში რუსულის არქონის გამო შენიშვნა მისცეს.