რეგისტრირებული ფაქტები47965
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 4 სექტემბერს იაკობ სოლომონის ძე ღულაძე, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე და პეტრე როსტომის ძე სურგულაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის პირველი იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ: ალექსანდრე ნიკოლოზის ძე შატილოვი, კონსტანტინე ჩიხლაძე, ექვთიმე სიმონის ძე ბერძენიშვილი, პლატონ გიორგის ძე გიგინეიშვილი, გრიგოლ ლავრენტის ძე ელიავა, ილია ანტონის ძე მელია, გიორგი პავლეს ძე ნიკიტინი, ვლადიმერ დიმიტრის ძე რუხაძე, ილია ივანეს ძე ფერაძე და ნიკოლოზ ანტონის ძე საბაევი. 1911 წელს საზოგადოებას ჰქონდა 23 სხდომა, გაირჩა 91 საქმე.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ: სვიმონ მერაბის ძე კვიტაშვილი, დავით იაკობის ძე თადეიშვილი, პლატონ ლევანის ძე გელოვანი, მიხეილ დემეტრეს ძე ნასიძე, დავით ივანეს ძე ჯორჯიკია, მიხეილ ივანეს ძე კალანდარიშვილი, ლონგინოზ ქაიხოსროს ძე გოცირიძე. გამგეობასთან არსებობდა სასკოლო, სამშენებლო, სამეურნეო და სათეატრო კომისიები. 1911 წელს გაიმართა 44 სხდომა, გაირჩა 117 საქმე.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ: ვასილ შაუმის ძე ახვლედიანი, ვასილ ბეჟანის ძე ხუჭუა, კონსტანტინე ტარიელის ძე ლორთქიფანიძე, პ. ი. ქარუმიძე, რაჟდენ ნაცვლიშვილი და ვასილ ახობაძე. გამგეობასთან არსებობდა სასკოლო, სამშენებლო, სამეურნეო და სათეატრო კომისიები. 1911 წლის განმავლობაში ჩატარდა 44 სხდომა, განიხილეს 117 საქმე.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 11 სექტემბერს იაკობ სოლომონის ძე ღულაძე, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა და პეტრე როსტომის ძე სურგულაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებას (დაარსდა 1909 წელს) იოსებ იულონის ძე დადიანი ხელმძღვანელობდა. განყოფილებას ჰყავდა 147 წევრი, ინახავდა სკოლას სამკითხველოთი, შემოსავალი შეადგენდა 6500 მანეთსა და 92 კაპიკს, გასავალი – 5961 მანეთსა და 56 კაპიკს.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების (დაარსდა 1909 წელს) სარევიზიო კომისისს წევრები იყვნენ ანდრია სავლეს ძე ქადეიშვილი და ალექსანდრე ბესარიონის ძე ნემსაძე.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ: ზაქარია ალექსის ძე ნებიერიძე, მიხეილ ივანეს ძე ქიმერიძე, დარია ივანეს ასული მოისეევი, ალექსი ნიკოლოზის ძე ხმალაძე და ზაქარია დანელია. გამგეობასთან არსებობდა 5 კაცისაგან შემდგარი დამხმარე კომისია. 1911 წლის განმავლობაში ჩატარდა 6 სხდომა, გაირჩა 22 საქმე.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 11 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, იაკობ გოგებაშვილს „ბუნების კარში“ 200 მანეთი გადაუხადეს.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 18 სექტემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1908 წლის 13-დან 18 სექტემბრამდე საზოგადოებაში შევიდა 2450. 32 მანეთი და დაიხარჯა – 599. 83.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილებას (დაარსდა 1909 წელს) ნიკოლოზ ჯომარდიძე ხელმძღვანელობდა. განყოფილებას ჰყავდა 49 წევრი, ინახავდა ერთ ბიბლიოთეკას, შემოსავალი შეადგენდა 447 მანეთსა და 24 კაპიკს, გასავალი – 425 მანეთსა და 30 კაპიკს.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილებას (დაარსდა 1909 წელს) მაქსიმილიანე ზაქარიას ძე ჭავჭავაძე ხელმძღვანელობდა. განყოფილებას ჰყავდა 92 წევრი, ინახავდა ერთ პირველდაწყებით სკოლას, წიგნებისა და საკანცელარიო მაღაზიას, განაგებდა ილია ჭავჭავაძისეულ საგურამოს მამულს. შემოსავალი შეადგენდა 949 მანეთსა და 66 კაპიკს, გასავალი – 444 მანეთსა და 312 კაპიკს.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა მიხეილ წერეთელს აკაკი წერეთლის ფონდიდან 100 მანეთით დაეხმარა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს 3 მაისის სეირნობისა და ლატარიის ანგარიში, რისი შემოწმებაც ალექსანდრე მდივანს დაევალა.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ ზაქარია პართენის ძე კიკნაძე და სოლომონ ხუციშვილი.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გორის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ: ნიკოლოზ იოსების ძე ლომოური, თევდორე (თედო) პავლეს ძე რაზიკაშვილი, მიხეილ იგორის ძე ელიოზიშვილი, პარმენ ქველის ძე ჯაფარიძე, ივანე დიმიტრის ძე კვალიაშვილი, ანტონ ანტონის ძე კასრაძე.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გორის განყოფილებას (დაარსდა 1911 წელს) ნიკოლოზ ალექსის ძე თუმანიშვილი ხელმძღვანელობდა. განყოფილებას 30 წევრი ჰყავდა.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ: თამარ ალექსანდრეს ასული აბაშიძე, ნიკიფორე იესეს ძე მამინაიშვილი, გიორგი ივანეს ძე ხიზანიშვილი, გიორგი დავითის ძე იორდანაშვილი და ალექსანდრე რევაზის ძე ვახვახიშვილი. 1911 წელს გაიმართა გამგეობის 17 სხდომა, გაირჩა 23 საქმე.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ: ივანე დიმიტრის ძე კალატოზიშვილი, ვასილ ბესარიონის ძე კახიძე, ზაქარია ივანეს ძე მარკოზაშვილი, ივანე დიმიტრის ძე პაატაშვილი, ანა ნიკოლოზის ასული ჭავჭავაძე, ანასტასია რაფიელის ასული კახიძე. 1911 წლის განმავლობაში ჩატარდა გამგეობის 17 სხდომა, განიხილეს 23 საქმე.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ: ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვი, ნიკოლოზ პავლეს ძე ღუდუშაური, მიხეილ დავითის ძე ცისკარიშვილი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 ნოემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს, რომ მომგებიანი ბილეთების დასაზღვევად გაიცა 12 მან. 35 კაპ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 26 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ანასტასია წერეთლისთვის წიგნების თანხის – 3. 60 მანეთის მიცემა გადაწყვიტეს.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 26 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში გრიგოლ ჩარკვიანისთვის კონვერტების დასაბეჭდად 2. 75 მანეთის მიცემის შესახებ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეჩვიდმეტე სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ანასტასია წერეთლისა, ივანე რატიშვილი და გიორგი იოსელიანი. სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში 1-ლი მაისიდან 23 მაისამდე.