რეგისტრირებული ფაქტები46338
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს ანასტასია მიხეილის ასულმა თუმანიშვილ-წერეთლისამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას თბილისის მეორე ბიბლიოთეკისთვის წიგნების გადაცემის თხოვნით მიმართა. გამგეობამ გადაწყვიტა, ბიბლიოთეკისთვის 21 მანეთისა და 11 კაპიკის ღირებულების წიგნები გაეგზავნა. განჩინებას ხელი მოაწერა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.
1909
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1909 წლის ოქმის მიხედვით, ქაიხოსრო ქავთარაძემ და ზაქარია ჩხიკვაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მათი გამოცემების სტამბულის ქართულ ბიბლიოთეკაში გაგზავნის თხოვნით მიმართეს. გამგეობამ უარი უთხრა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს აკაკი წერეთელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას თავის იუბილეზე მიღებული ნივთების შესყიდვის თხოვნით მიმართა. გამგეობამ უსახსრობის გამო უარი უთხრა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში სემინარიისთვის ნატროშვილის კრებულის წიგნებში მიცემული თანხის – 11 მან. 40 კაპ. შესახებ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 16 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში, რომ ოლღა ჭავჭავაძისას ბაზრის გასამართავად დამატებით გადაეცა 50 მან. 70 კაპ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში მხატვარ გრიგოლ ტატიშვილისთვის მიცემული 9 მანეთის შესახებ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სოფელ ოჩხომურის სამრევლო სკოლის დამაარსებლის, მღვდელ თეოფანე კალანდარიშვილის თხოვნა, რომ გამგეობას სკოლისთვის გაეგზავნა გოგებაშვილის „დედა ენა“ და „რუსკოე სლოვო“.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თონეთის სკოლის მასწავლებლის, ლავრენტი აგლაძის თხოვნა, რომ გამგეობას სკოლისთვის გაეგზავნა 100 ქართულის ბადიანი და 50 ჩვეულებრივი რვეული, გ. იოსელიანის „საღვთო სჯული“ – 15, მისივე „ლოცვანი“ – 20, იაკობ გოგებაშვილის „კონა“ – 17 ცალი, რომელთა საერთო ღირებულება იყო 28 მან. 45 კაპ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თონეთის სკოლის მასწავლებლის, ლავრენტი აგლაძის მიერ წარმოდგენილი გასული წლის ანგარიში. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე თავმჯდომარის მოადგილე ნიკო ცხვედაძეს დაევალა ფოტოგრაფ ალექსანდრე როინაშვილის საფლავისთვის რკინის მოაჯირის შეკვეთა. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1904
ტიპი: თანამდებობა
1904 წლის 16 მაისს საზოგადოების გამგეობის კრებაზე გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, მის ამხანაგად – ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე. სხვა წევრები იყვნენ: იოსებ (იესე) ალექსანდრეს ძე ბარათაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა, ვახტანგ მუსხელაშვილი, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, სიმონ ფირცხალავა და კონსტანტინე იოსების ძე ჯაფარიძე. საზოგადოების წევრობის კანდიდატები იყვნენ: მიხეილ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილი, ივანე ნიკოლოზის ძე მაჭავარიანი, ალექსანდრე ნესტორის ძე დიასამიძე. სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ: ანდრია სოლომონის ძე ღულაძე, ნიკოლოზ მიტოს ძე გოგიტიძე და სიმონ ლევანის ძე ვახვახიშვილი.
1905
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1905 წლის ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკი თავისი ხარჯებით ინახავდა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლასა და მის განყოფილებას ძველ სენაკში. ანგარიშს ხელს აწერენ: თავმჯდომარის ამხანაგი ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა.
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოება ხელთუბნის, წინარეხისა და თონეთის სკოლებს ნაწილობრივ აფინანსებდა. ანგარიშს ხელს აწერენ: თავმჯდომარის ამხანაგი ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881-1882 წლებში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ ჩატარებულ სხდომებს ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე 19-ჯერ დაესწრო (17-ჯერ როგორც თავმჯდომარე). სხვა წევრები: იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი – 26-ჯერ, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი – 20-ჯერ, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე – 18-ჯერ, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი – 17-ჯერ, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი – 16-ჯერ, იონა მიხეილის ძე მეუნარგია – 13-ჯერ, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე – 6-ჯერ, მ. დ. ერისთავი – 3-ჯერ. გიორგი ექვთიმეს ძე წერეთელი და გიორგი კურდღელას ძე უთურგაური – არც ერთხელ არ დასწრებიან.
1906
ტიპი: ორგანიზაცია
1906 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები, რომლებმაც საწევრო თანხა 100 მანეთი გადაიხადეს, იყვნენ: მიხეილ პეტრეს ძე ისარლიშვილი, ელისაბედ ნიკოლოზის ასული ყაზბეგი, იოსებ გრიგოლის ძე ზუბალაშვილი, ექვთიმე სვიმონის ძე თაყაიშვილი და ირაკლი (ერეკლე) გრიგოლის ძე დეკანოზიშვილი.
1904
ტიპი: ავტორობა
1904 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას დანიშნული ჰქონდა 35 სხდომა, რომელთაგან 4 არ შედგა წევრთა დაუსწრებლობის გამო. ანგარიშს ხელს აწერენ: თავმჯდომარის ამხანაგი ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა.
1895
ტიპი: თანამდებობა
1895 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ რევიზორი ანდრია სოლომონის ძე ღულაძე და ნიკოლოზ მიტოს ძე გოგიტიძე.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ გამართული 23 სხდომიდან 18-ის თავმჯდომარე იყო ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე. სხდომებზე განსახილველად წარადგინეს 168 საქმე, რომელთაგან 9 გადაიდო შემდეგი სხდომისთვის, 119 კი – განიხილეს.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მიერ გამართულ სხდომებს 26-ჯერ თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ცხვედაძე, 2-ჯერ – დავით კარიჭაშვილი, 3-ჯერ – ექვთიმე თაყაიშვილი.
1906
ტიპი: ორგანიზაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1906 წლის ანგარიშის მიხედვით, ნამდვილი წევრები, რომლებმაც საწევრო თანხა 100 მანეთი გადაიხადეს, იყვნენ: გრიგოლ იაკობის ძე ცერცვაძე, ელისაბედ გრიგოლის ასული სიდამონ-ერისთავისა და გიორგი ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-დავითაშვილი.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 18 ნოემბერს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ ზოგიერთი ბიბლიოთეკა გააუქმეს. თბილისის ერთი ბიბლიოთეკა უსახსრობის გამო დახურეს, უმოქმედო იყო ხარაგაულისა და ყვირილის ბიბლიოთეკები, რომლებიც ალიხანოვ-ავარსკის დამსჯელმა რაზმმა გადაწვა. ხელს აწერენ კომისიის ხელმძღვანელი ანდრია სოლომონის ძე ღულაძე და წევრი სვიმონ ლევანის ძე ვახვახიშვილი.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 2 აპრილს გრიგოლ ჩარკვიანმა წინადადებით მიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომ შეეძლო მათთვის ნახევარ ფასად მიეყიდა ნიკოლოზ ბარათაშვილის, ნიკოლოზ ორბელიანის, გრიგოლ ორბელიანის ლექსები, „გულივერის მოგზაურობა“, „თამარიანი“, ეკატერინე გაბაშვილის „სურათები გლეხი კაცის ცხოვრებიდან“, ალექსი მირიანაშვილის „პატარა მოამბე“.