ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49728

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 8 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთ „მეურნეს“ ცნობით სამეურნეო საზოგადოებამ გადაწყვიტა საკუთარი ხარჯით დაებეჭდათ ილია წინამძღვრიშვილის მიერ შედგენილი წიგნი ვაზის მოშენებაზე.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით პავლე ივანეს ძე რაევი საქართველოს ეგზარქოსი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით სპირიდონ ივანეს ძე ჯაბადარი აუწყებს ნათესავებსა და ნაცნობებს, რომ დილის 11 საათზე წმ. მარინეს ეკლესიაში გადახდილი იქნება პანაშვიდი მისი გარდაცვლილი შვილის ნიკოლოზ სპირიდონის ძე ჯაბადარის სულის მოსახსენიებლად.

1888

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ჯონ ოლივერ უორდროპი თელავიდან გომბორის გზით დააბრუნდა თბილისში.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის მოთხრობა „ოთარაანთ ქვრივის“ გაგრძელება.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 7 იანვარს ქუთაისში მოქალაქეთა კრებაზე ხმოსნებად აირჩიეს: დ. დადიანი, დავით ბაქრაძე, გრიგოლ გველესიანი, ისხაკა ელიგულაშვილი, პავლე თუმანიშვილი, გიორგი კიზირია, გლ. კემულარია, მიხაილ შნეიდერი, მოშე რიჟინაშვილი, კაცია ადანაია, ლუკა ასათიანი, ვასილ აკოფაშვილი.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 6 იანვარს წყალკურთხევა იყო მტკვარზე. ქაშუეთის ეკლესიაში წირვა ეგზარქოსმა პალადიმ ჩაატრა და მდაბიო ხალხსაც დართო ნება შესულიყვნენ ეკლესიაში.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 6 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის მოთხრობა „ოთარაანთ ქვრივის“ გაგრძელება.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 6 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთის გამოსაწერად თბილისში უნდა მიმართონ ა) რედაქციას, რომელიც მდებარეობდა ახალ-ბებუთოვის ქუჩაზე, ზუბალოვის 9 ნომერში, ბ) ლ. ბ. ხიდდეკელის გაზეთის სააგენტოს გოლოვინის პროსპექტზე, გ) „წერა-კითხვის საზოგადოების“ კანცელარიას, დ. სარაჯიშვილის ეზოში. ქუთაისში ვარლამ ჭილაძის წიგნის მაღაზიას, ხონში ნესტორ წერეთლის წიგნის მაღაზიას და ბათუმში მ. ნათაძეს.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 5 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის მოთხრობა „ოთარაანთ ქვრივი“.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 3 იანვარს ქართულ თეატრში წარმოადგინეს გაბრიელ სუნდუკიანცის პიესა „ხათაბალა“ რომელშიც მონაწილეობდნენ მარიამ აბაშიძე, კონსტანტინე ყიფიანი, ვასილ აბაშიძე, ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი და ნატალია ცაგარელი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წელს გიორგი ქართველიშვილმა ავლაბარში მდებარე ბავშვთა თავშესაფარს 3000 მანეთი შესწირა.

1888

ტიპი: განათლება

1888-1893 წლებში ახალქალაქის სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორად მსახურობის დროს ივანე როსტომაშვილი სწავლობდა ფოტოგრაფიას, რაზეც თავის მცირე ჯამაგირს ხარჯავდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მიშო მაჩაბელს ყვირილაში გასაყიდად წიგნები გაუგზავნა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წელს ალექსანდრე მუსხელიშვილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ახალციხეში გაუგზავნა წიგნების სია.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 ნიკო საძაგლიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისგან მიიღო წიგნები.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წელს ივანე წერეთელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გაუგზავნა წერილი მათ მიერ გამოგზავნილი წიგნების შესახებ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წელს ავლაბარში მდებარე ბავშვთა თავშესაფარს ივანე იზმიროვმა მიწა შესწირა.

1888

ტიპი: განათლება

1888 წელს ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ დაამთავრა ხონის საოსტატო სემინარია. მას ჰქონდა მოწმობა, რომელიც უფლებას აძლევდა, ქართული ენა ესწავლებინა საშუალო სკოლებში.

1888

ტიპი: ღონისძიება

ვლადიკავკაზში მცხოვრებმა ქართველებმა ქართული სასწავლებლის გახსნასთან დაკავშირებით დახმარება დავით სარაჯიშვილს სთხოვეს და ისიც დათანხმდა.

1888

ტიპი: ავტორობა

არითმეტიკის სახელმძღვანელოს შემდეგ მიხეილ ყიფიანმა გეომეტრიის, სტერეომეტრიის, უმდაბლესი გეოდეზიისა და ტრიგონომეტრიის სახელმძღვანელოების გამოცემა დაიწყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრებმა მიხეილ ყიფიანს მადლობა შეუთვალეს ვლადიკავკაზში ქართული წიგნების გავრცელებაში დახმარებისთვის, გაუგზავნეს 10 თუმნის ღირებულების წიგნები და სთხოვეს, ეცნობებინა, მომავალში რომელი წიგნები იქნებოდა საჭირო.

1888

ტიპი: ღონისძიება

ვახტანგ თულაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა მიხეილ ყიფიანის არითმეტიკის 10 სახელმძღვანელო და დარჩა 447, რომლებიც საზოგადოების მდივანს უნდა წაეღო, თუმცა გამგეობის შენობის შეცვლის გამო ეს ვერ მოხერხდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

მიხეილ ყიფიანმა ვახტანგ თულაშვილს შესთავაზა, მის მიერ გამოცემული არითმეტიკის წიგნების დარჩენილი ეგზემპლარები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისთვის იმ პირობით გადაეცა, რომ გაყიდული წიგნებიდან საზოგადოებას მოგების 30 პროცენტი დარჩენოდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წელს მიხეილ ზაალის ძე ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისაგან მიიღო წერილი ვლადიკავკაზში ქართული სასწავლებლის გახსნასთან დაკავშირებით. გამგეობა ატყობინებდა, რომ მათ შეეძლოთ სკოლისთვის თავდაპირველად 200 მანეთი მიეცათ, შემდეგ კი ყოველწლიურად გაუგზავნიდნენ საჭირო წიგნებს. ასევე შეეძლოთ მასწავლებლად სანდო და საქმისმცოდნე კაცის დანიშვნა, თუმცა მის ჯამაგირსა და სახლის ქირაზე ადგილობრივ ქართველებს უნდა ეზრუნათ.