რეგისტრირებული ფაქტები49959
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1880
ტიპი: ავტორობა
1880-1881 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლაში სულ 28 მოსწავლე იყო. მათგან 11 მაჰმადიანი, 6 კათოლიკე და 11 მართმადიდებელი. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, იონა მიხეილის ძე მეუნარგია, რაფიელ დავითის ძე ერისთავი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი).
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 23 მარტს ბათუმის სკოლა გაიხსნა. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ სკოლის გახსნაზე დასასწრებად ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე გაგზავნა.
1906
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1906 წლის წლიური ანგარიშის მიხედვით, სასწავლო წლის დასასრულს ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის ოთხივე განყოფილებაში თავადის წოდების სულ იყო 71 მოსწავლე, გლეხი – 50, მართლმადიდებელი – 109, 10 წლამდე ასაკის – 97, 15 წლამდე ასაკის – 24. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1906
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1906 წლის წლიური ანგარიშის მიხედვით, ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის ოთხივე განყოფილებიდან შემდეგ საფეხურზე სულ გადავიდა 71 მოსწავლე, სწავლა დაამთავრა – 24-მა, იმავე განყოფილებაში დარჩა – 27. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1891
ტიპი: ორგანიზაცია
1891 წელს ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკების კომისიის თავმჯდომარე იყო, ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია და ნიკოლოზ ვასილის ძე მთვარელიშვილი – კომისიის წევრები.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 15 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, არჩილ ჯაჯანაშვილსა და ელენე ჩიჯავაძეს 50-50 მანეთი გადასცეს, გერონტი ქიქოძეს – 20 მან.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ისიდორე რამიშვილს აცნობა, რომ ბათუმის სკოლაში არსებული ვითარების შესახებ საზოგადოებასთან მუდმივი მიმოწერა ჰქონოდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბერს ერასტი გორდელაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვა, გომარეთის სკოლისთვის გაეგზავნათ 22.76 მანეთის ნივთები: 10-10 რუსული ანბანის რვეული და „ბუნების კარი“, 80 ქართულის რვეული, ორ-ორი ყუთი კალამი და ფანქარი, 120 ორხაზიანი რვეული, 4 შეკვრა საწერი ქაღალდი, 5 „დედა ენა“ და 3 რუსული ანბანი. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 22 მაისს გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გამომცემელი სექციის მოხსენება აკაკი წერეთლის „თორნიკე ერისთავის“ გამოცემისა და ავტორისთვის მოგების ნახევრის მიცემის შესახებ. გამგეობა დათანხმდა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 29 მაისს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გაზეთ „ნაპერწკლის“ რედაქტორის თხოვნა მეტეხის ტუსაღებისთვის რამდენიმე წიგნის გაგზავნის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1891
ტიპი: თანამდებობა
1891 წლის 1-ლ მაისს ბიბლიოთეკის კომისიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მინდობილობის თანახმად გადაწყვიტა, ბიბლიოთეკის გამგედ ექვთიმე თაყაიშვილი დაენიშნა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბერს პარმენ გელაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს თონეთის სკოლის მასწავლებლად დანიშვნა სთხოვა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბერს ისიდორე რამიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ბათუმის სკოლაში მესამე მასწავლებელის დამატება სთხოვა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბერს ერმალოზ სირბილაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ამცნო, რომ სკოლებისა და ბიბლიოთეკებისთვის 800 მანეთი გადადეს და 301.19 მანეთი დახარჯეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბერში ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ერმალოზ სირბილაძეს 5 მანეთის ქართულენოვანი წიგნები გაუგზავნა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 15 მაისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძე, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე და სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 29 მაისს წინარეხის სკოლის მასწავლებელმა, ივანე იოსების ძე გიუნაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ჯამაგირი სთხოვა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძეს ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძისა და ოლღა თადეოზის ასულ გურამიშვილის მამულის შეძენის საკითხის მოგვარება დაევალა.