ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47944

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის იანვარში ჟურნალ „ივერიის“ რედაქციაში მასწავლებლებთან გამართულ შეხვედრაზე ილია ჭავჭავაძემ შაქრო კანდელაკს სთხოვა, იაკობ გოგებაშვილისთვის გადაეცა, რომ კირილე იანოვსკის განზრახვის – საქართველოში პირველი კლასიდანვე დაეწყოთ რუსულის სწავლება –განსახილველად მასთან მისულიყო.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის იანვარში ჟურნალ „ივერიის“ რედაქციაში მასწავლებლებთან გამართულ შეხვედრაზე ილია ჭავჭავაძემ შაქრო კანდელაკს იან ამოს კომენსკის, იოჰან პესტალოცისა და სხვათა პედაგოგიური წიგნების მიწოდება სთხოვა. მას კირილე იანოვსკისთვის საპასუხო წერილის მომზადება სურდა.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881 წელს ლევან გაბუნია ბათუმის პოლიციის უბნის რწმუნებული იყო.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის გაზაფხულზე ნატო გაბუნიამ ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი?!“ ბენფისისთვის სასცენოდ გადააკეთა და პიესას „მაჭანკალი“ დაარქვა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის გაზაფხულზე ილია ჭავჭავაძის მიერ შედგენილი „წესდებულება ქართულის დრამატულის საზოგადოებისა“ ქართულ და რუსულ ენებზე ცალკე წიგნად გამოიცა.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881 წელს ანტონ ნაკაშიძე გურიის სკოლების მზრუნველი იყო.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის შემოდგომაზე ილია ჭავჭავაძე და დავით ერისთავი რუსული დასის მსახიობის, ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის თამაშის სანახავად ნიკოლოზ ჩერნიშევსკის პიესას „წამხდარი ცხოვრება“ დაესწრნენ.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის შემოდგომაზე სპექტაკლის „წამხდარი ცხოვრება“ ნახვის შემდეგ ილია ჭავჭავაძემ მსახიობი ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი გაიცნო და შეიტყო, რომ მას ქართული ენის სწავლა და ქართულ დასში გადასვლა სურდა.

1881

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1881 წლის შემოდგომაზე ილია ჭავჭავაძემ შეიტყო, რომ მსახიობი ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი იმ სარდიონ ალექსი-მესხიშვილის ვაჟი იყო, რომელიც 1861 წელს ჟურნალ „ცისკარში“ ენის საკითხებთან დაკავშირებით „მამებსა და შვილებს“ შორის გამართულ პოლემიკაში ჩაება.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის შემოდგომაზე ილია ჭავჭავაძისა და სხვა ქართველი მოღვაწეების მოწვევით „ვეფხისტყაოსნის“ დასასურათებლად თბილისში მიხაი ზიჩი ჩამოვიდა.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881 წელს, კიევის სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ, ნიკო ლომოური თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებლის გამგედ დაინიშნა.

1881

ტიპი: განათლება

1881 წელს ნიკო ლომოურმა დაამთავრა კიევის სასულიერო აკადემია.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881-1884 წლებში ილია ჭავჭავაძე იყო ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881-1882 წლებში პორფილ სიმონის ძე კერესელიძე ბოს­ტა­ნას მთა­ვა­რან­გე­ლოზ­თა ეკლესიის მღვდელი იყო.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881-1911 წლებში იოსებ ხახუტას ძე ტაბატაძე სოფ. ვანის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1881

ტიპი: ავტორობა

1881-85 წლებში გიორგი თუმანიშვილი თანამშრომლობდა ჟურნალთან „ვესტნიკ ევროპი“.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881-95 წლებში თეოფანე ივანეს ძე ნადირაძე სალხინოს სულთმოფენობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1881

ტიპი: ორგანიზაცია

1881 წელს თბილისში ჩამოყალიბებული სცენისმოყვარეთა წრის წევრები იყვნენ: მაშო ჯაჯანაშვილი, შაქრო საფაროვი, გიგო გელიკურაშვილი, სანდრო თამაზიშვილი, სანდრო გოცირიძე, კოლა გალუსტოვი, ოლიკო წითლიევი, იაგორა ანდრიანოვი, ბესო ფავლენიშვილი და სხვ.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881-83 წლებში ბესარიონ ანტონის ძე კელენჯერიძე შროშის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წელს ვასილ კირვალიძემ ივანე მაჩაბელს მისწერა და „დროებაში“ თავისი წერილის გამოქვეყნება სთხოვა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წელს ვასილ კირვალიძემ ივანე მაჩაბელს აზნაურ კონსტანტინე ჯაფარიძის სახელით „დროებაში“ დასაბეჭდად პირველი წერილი გაუგზავნა. ეს წერილი არ დაბეჭდილა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წელს ივანე მაჩაბელი ვასილ კირვალიძეს შემთხვევით შეხვდა სასტუმრო „ლონდონში“, პირველი წერილის დაბეჭდვას შეჰპირდა და სთხოვა, შემდეგში რეალური ამბები მიეწოდებინა მოსამსახურეთა ცხოვრებიდან.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881 წელს რაჟდენ ჯაჯანაშვილი სათავადაზნაურო სკოლის პედაგოგი იყო.