ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46388

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 12 მაისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსი „ისმინეთ მსმენნო“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 12 მაისის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ ხოვლეს სასწავლებელში 40-ზე მეტი მოსწავლე სწავლობდა და მეზობელი სოფლის გლეხებს დიდი სურვილი ჰქონდათ მათ შვილებსაც ესწავლათ, მაგრამ სასწავლებლის პატარა შენობის გამო ფიზიკურად შეუძლებელი იყო ახალი მოსწავლეების მიღება.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 12 მაისის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ თბილისის სასულიერო სასწავლებელში ქართული ენის მასწავლებელი ქართული ენისთვის განკუთვნილ დროს რუსულის, საღმრთო ისტორიისა და სხვა საგნების სწავლებას უთმობდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 12 მაისს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ეხლანდელმა საფრანგეთის საქმეებმა...“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 12 მაისს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ინგლისი – მართლა და ცხარი ბაასი“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 9 მაისს საქართველოს მხედრობას სიტყვით მიმართა გრიგოლ დიმიტრის ძე ორბელიანმა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 12 მაისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 9 მაისს ქართული მხედრობის უფროსმა იოსებ ჯორჯაძემ გრიგოლ ორბელიანს სახალხოდ მიუგო, რომ ქართველები მამა-პაპის სახელს არ უღალატებდნენ და კარგად იცოდნენ, რომ ნაძრახ სიცოცხლეს სახელოვანი სიკვდილი სჯობდა.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877 წლის 5 მაისს სოფელ რუისში დააარსეს რუისის სოფლის ბანკის ამხანაგობა, რომლის თავმჯდომარედ აირჩიეს კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 5 მაისის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ გორში არსებულ „საოსტატო სემინარიაში“ ქართულ ენას არ ასწავლიდნენ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 5 მაისის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ გორში არსებულ „საოსტატო სემინარიის“ დირექტორის განცხადებით სასწავლებელში მხოლოდ 13 ქართველი ბავშვი სწავლობდა, ხოლო ბავშვები, რომლებიც წარმოშობით საქართველოს სხვა კუთხიდან იყვნენ ქართველებად არ მოიხსენიებოდნენ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 5 მაისის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ გორში არსებულ საოსტატო სემინარიაში ქართული ენას არ ასწავლიდნენ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 5 მაისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსი „მართას ავადმყოფობა და ექიმის ნახვა“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 5 მაისს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის კრიტიკული წერილი „ვიცინოთ თუ ვიტიროთ“, რომელშიც გაკრიტიკებული იყო გორის საოსტატო სემინარიაში ქართული ენის არასწორი სწავლების მეთოდი.

1877

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1877 წლის 1-ელ ან 11 მაისს ქუთაისში დაიბადა ბუდიონ (პოლიკარპე) გურგენის ძე მდივანი, იგივე ბუდუ მდივანი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 28 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 19 აპრილს ქართველ ცხენოსანთა ჯარმა ტყვედ აიყვანა 100 თურქი ჯარისკაცი თოფ-იარაღით, მაგრამ, სამწუხაროდ, ერთი ქართველი ჯარისკაცი გარდაიცვალა, ხუთი კი დაიჭრა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 28 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია ათონის მთაზე მოღვაწე ქართველი ბერების შესახებ, რომლებმაც ერთიანი ძალებით ააშენეს მონასტერი. გარკვეული დროის შემდეგ ეს მონასტერი ბერძენმა ბერებმა დაისაკუთრეს.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 28 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია დუშეთის მაზრაში არსებული ვითარების შესახებ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 28 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია თამარის მეფობის დასრულების შემდეგ საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. კერძოდ, აღწერილია ოსმალებსა და სამცხე საათაბაგოს მმართველებს შორის დაპირისპირების პერიოდი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 28 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსი „ოჰ ვით გვემტყუნვა“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 28 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ ქალაქის შემოსავალი 414 085 მანეთი, ხოლო გასავალი 444 548 მანეთი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 28 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ თბილისის ბანკის ზედამხედველობის კომიტეტის გადაწყვეტილებით საზოგადო კრების დაუკითხავად ვერ მიიღებდნენ მონაწილეობას კალიის გასაწყვეტ ღონისძიებებში.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 28 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ ფინანსთა სამინისტროს დირექტორმა ტელეგრამით აცნობა თბილისის საადგილმამულო ბანკის მმართველობას, რომ მინისტრმა დაამტკიცა ბანკის წესდება და მხოლოდ 68-ე მუხლი დატოვა უცვლელად.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 28 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია, თუ როგორ იცავდა ოსმალეთი საქართველოს სპარსეთისა და ბიზანტიის ბატონობისგან და როგორ ცდილობდა ქართველთა სარწმუნოების, განათლებისა და ერთიანობის შენარჩუნებას.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 28 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ პირველად ქრისტიანობამ სამცხე-კლარჯეთში მოიკიდა ფეხი, მიუხედავად იმისა, რომ მეფე ადერკის კერპთაყვანისმცემლობის გავრცელება სურდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 28 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ სპარსეთსა და ბიზანტიას შორის ლაზიკისათვის დაწყებული ომის დროს ოსმალებმა მოახერხეს და საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი მათი მფარველობის ქვეშ მოაქციეს.