ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47944

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 1-ელი იანვრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა რაფიელ ერისთავის მიერ თარგმნილი ოპერეტა-ვოდევილი „ბიძიასთან გამოხუმრება“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 1-ელი იანვრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის „ზღაპარი ყმაწვილებისათვის“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 1-ელი იანვრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ალექსანდრე ყაზბეგის პიესა „ერთი უბედურთაგანი“ დასასრული.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880-1886 წლებში ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე თბილისის სათავადაზნაურო სკოლის გამგე იყო.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 1-ელ იანვარს გაზეთ „დროებაში“ აკაკი წერეთლის ლექსი „მესტვირული“ გამოქვეყნდა.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 1-ელ იანვარს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ვის ნათესსა ვმკით?“

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის იანვარში ჟურნალ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის მიერ თარგმნილი ჟიულ კლარეტის რომანის „ერთი უბედურთაგანი“ მესამე ნაწილი.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წელს ჟურნალის „ფალანგა“ №6-ში დაიბეჭდა ოსკარ შმერლინგის კარიკატურა „ქართული ჟურნალისტიკის ძიძა“, რომლის ცენტრში გამოსახული იყო ილია ჭავჭავაძე ხელში ორი „ბავშვით“ – სერგეი მესხითა და ივანე მაჩაბლით.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წელს გიორგი ყარალაშვილმა ილია ჭავჭავაძეს ლევან ჯანდიერის მიერ შედგენილი პირობის წერილები გაუგზავნა.

1880

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის იანვარში ჟურნალ „ივერიის“ რედაქციაში ილია ჭავჭავაძე შეხვდა მასწავლებლებს, რომლებიც შეშფოთებულები იყვნენ კირილე იანოვსკის განზრახვით – საქართველოში პირველი კლასიდანვე დაეწყოთ რუსულის სწავლება.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წელს მარიამ ამილახვარმა ილია ჭავჭავაძეს მისწერა და ფულის სესხება სთხოვა.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის იანვარში დავით ერისთავმა ილია ჭავჭავაძეს მამამისის, გიორგი ერისთავისთვის მიხეილ ვორონცოვის მეუღლის, ელისაბედ ბრონიცკაია-ვორონცოვას 1850 წელს მიწერილი ბარათი გადასცა.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წელს გაზეთში „დროება“ დაიბეჭდა ანასტასია თუმანიშვილის ფრანგული და რუსული ენებიდან ნათარგმნი პატარ-პატარა თხზულებანი.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წელს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ანასტასია თუმანიშვილის სამი მოთხრობა.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880 წელს ანასტასია თუმანიშვილი მუშაობდა გაზეთში „დროება“.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880 წლიდან ილია ჭავჭავაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880-იან წლებში გიორგი თუმანიშვილი საურთიერთო ნდობის საზოგადოების დირექტორად აირჩიეს.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880-90-იან წლებში თბილისის სომეხთა საზოგადოებამ გიორგი თუმანიშვილი ქალაქის ხმოსნად აირჩია.

1880

ტიპი: ავტორობა

1880-იანი წლებიდან გიორგი თუმანიშვილს ქართული თეატრის აღორძინებაში დიდი წვლილი მიუძღვის. პრაქტიკულ საქმიანობასთან ერთად ის მუდმივად წერდა თეატრის შესახებ. მისი ნაწერები პატარა წიგნაკებად იბეჭდებოდა: „როგორ აიდგა ფეხი ქართულმა თეატრმა“, „ჩვენის თეატრის საქმე“ და სხვ.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წელს გიორგი თუმანიშვილი თანამშრომლობდა დიდ გაზეთებთან: „გოლოს“, „პორიადოკ“ და „მოლვა“, სხვა წლებში კი − გაზეთებთან „რუსკიე ვედომოსწი“ და „პრავო“.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880 წელს აკაკი როსტომის ძე წერეთელი ქართულ წარმოდგენათა მმართველი გამგეობის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880 წელს, ქართულ წარმოდგენათა მმართველი საზოგადოების წესდების დამტკიცების შემდეგ, ახალი გამგეობის წევრები აირჩიეს, თავმჯდომარედ ისევ ილია ჭავჭავაძე დარჩა.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880 წელს კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანი ქართულ წარმოდგენათა მმართველი გამგეობის მდივნად აირჩიეს, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი კი – ხაზინადრად.

1880

ტიპი: ორგანიზაცია

1880 წელს რაფიელ დავითის ძე ერისთავი, ნიკოლოზ დავითის ძე ქანანიშვილი და მიხეილ ქაიხოსროს ძე ყიფიანი ქართულ წარმოდგენათა მმართველი გამგეობის წევრებად აირჩიეს.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880-იან წლებში ალექსანდრე ყაზბეგი თეატრში მუშაობდა.