ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49996

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N1) დაიბეჭდა კრიტიკული სტატია ა. მოჩხუბარიძის (ალექსანდრე ყაზბეგის) სპექტაკლის „არსენას“ თაობაზე.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ N1 დაიბეჭდა სპექტაკლ „სამშობლოს“ (ფრანგულიდან თარგმნა დ. გ. ერისთავმა) განხილვა, რომელშიც ავტორი აღფრთოვანებით ლაპარაკობს მსახიობების ოსტატობაზე.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წელს ჟურნალ „ივერიის“ პირველი ნომერი გამოვიდა, რომელშიც ილია ჭავჭავაძის „საპოლიტიკო მიმოხილვა“ დაიბეჭდა.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წელს წინარეხის სკოლის პედაგოგ სალომე მაღალაშვილის მიწვევით ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი, ნიკო და იოსებ ცხვედაძეები სასწავლებელს ეწვივნენ.

1882

ტიპი: თანამდებობა

1882-83 წლებში დომენტი იოანეს ძე რამინიშვილი სოფ. ბაბის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წელს ივანე როსტომაშვილის მიერ თელავში გახსნილი დუქნის დახლიდარი ილიკო იმერლიშვილი ოდესაში გააგზავნეს საქონლის შესაძენად.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წელს ივანე როსტომაშვილის მიერ თელავში გახსნილმა დუქანმა „დეპო“ დიდი აურზაური გამოიწვია ადგილობრივ სომხებში.

1882

ტიპი: მფლობელობა

1882 წელს თელავში ივანე როსტომაშვილმა გახსნა საზოგადო დუქანი „დეპო“.

1882

ტიპი: თანამდებობა

1882-1884 წლებში დავით ერისთავი იყო „Кавказ“-ის რედაქტორი.

1882

ტიპი: ავტორობა

1882-1884 წლებში იონა მეუნარგიას ნაწარმოებები იბეჭდებოდა „Кавказ“-ში.

1882

ტიპი: თანამდებობა

მარიამ ორბელიანი ქართულ ვაჟთა სკოლის კომიტეტში მსახურობდა 1882-1917 წლებში.

1882

ტიპი: თანამდებობა

1882 წელს მარიამ ორბელიანი აირჩიეს ქართულ ვაჟთა (სათავადაზნაურო) სკოლის კომიტეტის წევრად.

1882

ტიპი: თანამდებობა

1882-1917 წლებში პორფილე სიმონის ძე კერესელიძე სად­მე­ლის­ (მე­ო­რე) წმ. სა­მე­ბის ეკლესიის მღვდელი იყო.

1882

ტიპი: ავტორობა

1882-84 წლებში გიორგი თუმანიშვილი თანამშრომლობდა ჟურნალ „ივერიასთან“ ვანო მაჩაბლის რედაქტორობის პერიოდში. ის ყოველთვე რუსეთის ცხოვრების მიმოხილვას წერდა.

1882

ტიპი: განათლება

1882 წელს ვალერიან გუნია მოსკოვში წავიდა და პეტროვის აკადემიაში თავისუფალ მსმენელად დაიწყო სწავლა.

1882

ტიპი: განათლება

1882 წელს ვალერიან გუნია თბილისის რეალური სასწავლებლიდან გარიცხეს.

1882

ტიპი: თანამდებობა

1882-94 წლებში ერმალოზ იოანეს ძე ვეფხვაძე ღარიხევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1882

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1882 წელს ზაქარია ივანეს ძე ჩხიკვაძემ ხარლამპ ივანეს ძე სავანელი გაიცნო.

1882

ტიპი: განათლება

1882 წელს ზაქარია ივანეს ძე ჩხიკვაძემ ხარლამპ ივანეს ძე სავანელის მუსიკალურ სკოლაში დაიწყო სიარული.

1882

ტიპი: განათლება

1882 წელს აბელ ოქროპირის ძე იაშვილმა ხარკოვის უნივერსიტეტი დაასრულა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის გაზეთ „ივერიის“ №9-ში დაიბეჭდა ალექსი მირიანაშვილის მოთხრობა „ბედ-უკუღმართი ჯალაბობა“.

1882

ტიპი: განათლება

1882 წელს ვასილ კოპტონაშვილმა დაამთავრა ბარალეთის სკოლა.

1882

ტიპი: თანამდებობა

1882 წელს დარსკი იყო თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორი.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წელს თბილისის ნიკოლოზის სახელობის ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელს ხშირად სტუმრობდა თბილისის სახალხო სკოლების დირექტორი დარსკი.

1882

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1882-1883 წლებში, თბილისის ნიკოლოზის სახელობის ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში სწავლის პერიოდში, ვასილ კოპტონაშვილი ნიკოლოზ ლიხაჩოვის ოჯახში ცხოვრობდა.