რეგისტრირებული ფაქტები50429
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 3 მარტს მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძემ და საქმისმწარმოებელმა ლ. ჩიმაკაძემ აღმოსავლეთ საქართველოს მე-3 რაიონის სახალხო სკოლების ინსპექტორს 19 თებერვლის N188-ის პასუხად პეტრე სოლომონის ძე ალღუზაშვილის შესახებ აცნობეს, რომ მას მასწავლებლობის ფორმალური უფლება ჰქონდა და თუ სხვა დამაბრკოლებელი მიზეზი არ არსებობდა, შესაძლებელი იყო რომელიმე გიმნაზიაში ან სასწავლებელში მასწავლებლად დაენიშნათ, მაგრამ მასწავლებლის მიწვევის უფლება ერობას ჰქონდა და ამიტომ, მას სამსახურისთვის თავისი საბუთებით შეეძლო ერობისთვის მიემართა. ასევე მათ სკოლების ინსპექტორს დაუბრუნეს ალღუზაშვილის საბუთები.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 11 თებერვალს, მთავარგამგე ჭუმბურიძე და საქმის მწარმოებელი ჩიმაკაძე, აღმოსავლეთ საქართველოს მე-3 რაიონის სახალხო სკოლების ინსპექტორს უგზავნიან პეტრე ალღუზაშვილის თხოვნას ა.წ. 1 იანვრიდან გორის მაზრის სახალხო სკოლის მასწავლებლათა ოქმიდან ამონაწერითურთ და სთხოვენ გამოარკვიოს საქმე. ასევე, თხოვნასთან ერთად გაუგზავნონ ცნობა, მთხოვნელ ალღუზაშვილს აქვს თუ არა მასწავლებლობის უფლება და წოდება.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 28 აპრილს მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძემ და საქმისმწარმოებელმა კონსტანტინე ილიას ძე აბაშიძემ აღმოსავლეთ საქართველოს სახალხო სკოლების მე-3 რაიონის ინსპექტორს გაუგზავნეს ბელათის სკოლის ყოფილი მასწავლებლის პეტრე სოლომონის ძე ალღუზაშვილის თხოვნა ჯამაგირით დაკმაყოფილების შესახებ.
1952
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1952 წლის 7 დეკემბერს ნოე ცინცაძე პარიზიდან მიუნხენში ჩავიდა და ვიზის საკითხი შალვა მაღლაკელიძესთან ერთად მოაგვარა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 3 დეკემბერს გამართულ პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი, რომელმაც განაცხადა,რომ გენერალ-გუბერნატორის ახლად შემოღებული კანონი ეხებოდა იმ პირებს, რომლებიც საქართველოში უსაქმურად იმყოფებოდნენ და მომენტს ელოდებდნენ, რომ გადატრიალების გზით თანამდებობები დაეკავებინათ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 დეკემბერს გამართულ პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა აკაკი ფაღავა, რომელმაც განაცხადა, რომ იმ დროისთვის საქართველოში ბევრი ისეთი პირი იყო, რომელთაც საქმე საერთოდ არ ჰქონდათ და ქვეყნისთვის საშიშროებას წარმოადგენდნენ. სწორედ ასეთებზე მიიღო გენერალ-გუბერნატორმა დადგენილება ქვეყნიდან გაძევების შესახებ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 3 ივლისს ხარკოვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ნიკოლოზ ივლიანეს ძე ჭეიშვილი ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის ისტორიის მასწავლებლად დაამტკიცეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 დეკემბერს პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა გრიგოლ ვეშაპელი, რომელმაც განაცხადა, რომ როცა საქართველოში მოემგზავრებიან რუსეთის კრედიტორები, თუ სხვა ქვეყნის წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობა ვალდებული იყო, დაეცვა წესიერება, რათა რომელიმე ფრაქციას არ დაეწყო გენერალ-გუბერნატორობა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 დეკემბერს პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა გიორგი გვაზავა, რომელმაც განაცხადა, რომ საჭირო იყო საქართველოში მშვიდობის შენარჩუნება, რადგან მრავალი შინაური მტერი ცდილობდა არეულობის შემოტანას ქვეყანაში. სწორედ ამიტომ საჭიროების შემთხვევაში გენერალ-გუბერნატორს მკაცრი ზომები უნდა მიეღო უსაფრთხოების მიზნით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 დეკემბერს პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა რაჟდენ არსენიძე, რომელმაც განცხადება გააკეთა გენერალ-გუბერნატორის დადგენილების, „უცხო პირების ქვეყნიდან გაძევების“ შესახებ და დამსწრე საზოგადოებას ნათლად აუხსნა, რომ ეს დადგენილება არ შეეხებოდა მშრომელთა მასას. ძირითადად დადგენილება შეიძლება მძიმედ დაწოლოდა უსაქმურ გენერლებსა და სხვებს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 დეკემბერს, საღამოს 7 საათზე, გაიმართა დიდი სალიტერატურო საღამო ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ სასარგებლოდ, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს გალაკტიონ ტაბიძემ, შალვა დადიანმა, ალ. ოჰანეზაშვილმა, ალექსანდრე მაისურაძემ, მ. დევიძემ, ელენე ანდრონიკაშვილმა, დარია ახვლედიანმა, თ. ბერიძემ, იოსებ გრიშაშვილმა, მარიჯანმა, ვ. კირვალიძემ, ივანე საათაშვილმა, გიორგი ქუჩიშვილმა, გ. შინატეხელმა.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 16 მაისს ნოე ხომერიკი პოლიტიკურ კომისიას პარიზში ატყობინებს, რომ საქართველოს „გელშტორაგი“ შედგება სამი პიროვნებისგან. თავმჯდომარე არის კარპე მოდებაძე, ხოლო მდივნები ს. ავალიანი და ევგენი დარჩია. მათ ასევე მიჩენილი ჰყავთ ერთგვარი „ეკონომიკური პოლიტკომი“ პელაგეია კედრიაშავას ხელმძღვანელობით, რომლის ხელმოწერის გარეშე ვერცერთი საქმე ვერ გაკეთდება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 დეკემბრის გაზეთი „სახალხო საქმე“ იუწყება, რომ საერობო ხმოსანთა ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა ქალაქისთავი ნიკოლოზ ელიავა, რომელმაც მიულოცა კრებას საერობო ხმოსანთა ყრილობის გახსნა და ასევე საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან 6 თვის შესრულება.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 7 დეკემბრის გაზეთი „სახალხო საქმე“ იუწყებოდა, რომ თბილისის მაზრის საერობო ხმოსანთა პირველ ყრილობაზე კრების თავმჯდომარედ ლევან მამულაშვილი აირჩიეს, მის მოადგილედ – ისიდორე სტურუა და მდივნად – ნიკო გვანცელაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთი „სახალხო საქმე“ იუწყება, რომ ქართულმა დრამატულმა საზოგადოებამ თბილისში თეატრის ასაღორძინებლად საფუძვლის ჩაყრა მოიწადინა. მან კერძო პირთა მატერიალური დახმარებით გაზაფხულიდან რეჟისორად გ. ჯაბადარი მიიწვია და დრამატული ხელოვნების სტუდიის მოწყობა მიანდო.
1931
ტიპი: ღონისძიება
1931 წელს დავით შარაშიძის ცოლის ძმამ რენემ ტუსენმა დავითის მშობლებს, ნინო ქიქოძესა და გიორგი შარაშიძეს საფრანგეთიდან საქართველოში ამანათი გამოუგზავნა.
1931
ტიპი: გარდაცვალება
1931 წლის 18 ივლისს დავით შარაშიძემ საფრანგეთიდან საქართველოში დედას, ნინო ქიქოძეს მისწერა, რომ გარდაიცვალა ექვთიმე თაყაიშვილის მეუღლე, ნინო პოლტორაცკაია.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 4 თებერვალს პეტრე სოლომონის ძე ალღუზაშვილმა თბილისის გუბერნიის დაბალი სასწავლებლების მთავარგამგეობას მისწერა, რომ გორის რაიონის მთავარგამგეობას სთხოვა სასწავლებელთა კრების დადგენილება – მასწავლებლობის უფლების ჩამორთმევის შესახებ, როგორც არასამართლიანი და უკანონო შეეცვალათ და მასწავლებლად დაენიშნათ. ის ითხოვდა 1919 წლის პირველ იანვარს კუთვნილი ანაზღაურება მიეცათ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 დეკემბრის გაზეთი „სახალხო საქმე“ იუწყება, რომ თბილისის მაზრის საერობო ხმოსანთა არჩევნებში ხმოსნებად აირჩიეს: კირილე ჭყონია, ანდრო ჭიაბრიშვილი, ლევან ასათიანი, დარჩო სუთიაშვილი, აშოტ გალუსტიანი, ივანე ხელაძე, მიხეილ ფ. წამალაშვილი, მიხეილ მ. იშხანოვი, ნიკო გვანცელაძე, ლევან ანტ. მამულაშვილი, მელქისედეკ ლებანიძე, გიორგი რატიშვილი, იოსებ ვაცაძე, არჩილ გ. ბილანიშვილი და ალექსანდრე ავ. არუთინოვი.