ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49996

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 ივლისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს კუკიის წმინდა ნინოს ეკლესიის სამრევლო საბჭოს უწყება, რომლის მიხედვითაც ეკლესიას წმინდა ნინოს უბნის სახალხო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს თავისი ხარჯით შენახვა აღარ შეეძლო. გამგეობამ ბიბლიოთეკის საზოგადოების ბინაზე გადმოტანა გადაწყვიტა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 ივლისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სენაკის გამგეობის განყოფილების თხოვნა საზოგადოების ყველა გამოცემის საკომისიოდ გაგზავნის ან 100 000 მანეთამდე კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობამ მისთვის 50 000 მანეთის ოდენობის კრედიტის გახსნა გადაწყვიტა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მაღაზიის გამგის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის, ივანე ავალიშვილის თხოვნა ამ თანამდებობაზე დამტკიცების შესახებ. გამგეობამ მისი დროებითი მოვალეობის შემსრულებლად დატოვება გადაწყვიტა და თვიურად 9 000 მანეთი დაუნიშნა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ლაზარე ვასილის ძე ხმალაძის წინადადება თავისი „არითმეტიკული კრებულის“ III ნაწილის გამოცემის შესახებ. ნაშრომის დაბეჭდვა დაწყებული ჰქონდა ქუთათურ გამომცემლობა „მერანს“, მაგრამ ქაღალდის უქონლობის გამო ბეჭდვა შეაჩერა. გამგეობამ იმავე მიზეზით ნაშრომის გამოცემაზე უარი განაცხადა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 ივლისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე პრეზიდიუმს დაავალეს, თბილისის განყოფილების მუშაობის განსაახლებლად და ახალი გამგეობის ასარჩევად სექტემბერში განყოფილების წევრთა საზოგადო კრება მოეწვია.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 ივლისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1-ლ ივლისს საზოგადოების ბალანსი 4 093 986. 38 მანეთი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 ივლისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ივნისის შემოსავალი 449 045. 75 მანეთი იყო, გასავალი – 439 027. 44 მან.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ვასილ გადილიასთვის კარადის მინების მიყიდვა გადაწყვიტეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 9 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ გასაყიდად გამოვიდა სოლომონ დოლიძის 100-გვერდიანი წიგნი „ბუნება და ჯანმრთელობა“, ფასი 50 მან.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 9 ივლისის „ერთობა“ იუწყება რევოლუციონერ ლავროსი კიღურაძის გარდაცვალებას. ნეკროლოგში (ხელს აწერენ: ი. სალაყაია, ვ. ნოდია, ო. სოლოღაშვილი, პ. ბერიშვილი, მ. ქიტაშვილი) ნათქვამია, რომ იგი აწყობდა ორგანიზაციებს ბათუმში, ფოთში, გურიაში, სოხუმში და სხვ.; 1910 წ. გადაასახლეს ციმბირში, სადაც რვა წელი დაჰყო და დასუსტებული დაბრუნდა სამშობლოში რევოლუციის დღეებში, მაგრამ სულ მუშაობდა. ბოლოს დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს, მაგრამ წელიწად-ნახევრის ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 9 ივლისის „ერთობაში“ დავით ონიაშვილი მწუხარებას გამოთქვამს ლავროსი კიღურაძის გარდაცვალების გამო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 ივლისის „ერთობაში“ გიგო შარაშიძე მადლობას უხდის ბახვის სახალხო სკოლის ასაშენებლად შემოწირულობებისთვის: ივანე ლაზ. თევზაძეს (100 მან), ევსევი-თოდუას (50), ა. დადიანს (50), ვაკოპულოს (100), ბუაჩიძეს (50), მ. სუსლინს (200), ა. მანუილიდისს (250) იესე შათირიშვილს (500).

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 9 ივლისის „ერთობა“ რევოლუციონერ ლავროსი პავლეს ძე კიღურაძის გარდაცვალების შესახებ წერდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 ივლისის „ერთობაში“ მიწათმოქმედების სამინისტროს გადასახლების განყ.-ის გამგე ი. მარუაშვილი მიმართავს სამაზრო და სათემო ერობებს, რომ კახეთში გადასახლება შეწყვეტილია. მსურველთ შეუძლიათ გადასახლდნენ ყარაიაზში, ბორჩალოს, ახალქალაქის და გორის მაზრების საგადახადო ფონდის ადგილებში.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 8 ივლისს სასამართლოში გამართული სხდომა ყოფილ გენერალ-გუბერნატორ შალვა მაღლაკელიძისა და სხვათა საქმეებს მიეძღვნა. თავი დამნაშავედ ცნეს ჩაჩიბაიამ და შენგელაიამ, მოწმეებად წარდგნენ: გენერალი არჯევანიძე, ბორჯომის ფოსტა-ტელეგრაფის უფროსი ჯაფარიძე, თბილისის საგუბერნიო კომისრის ყოფილი თანაშემწეები – ჩიქოვანი, ბაიბუროვსკი, ნ. ინასარიძე და ლ. რუხაძე.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 7 ივლისის თბილისის ოლქის სასამართლოს სხდომაზე რევაზ გაბაშვილი ნაფიც მსაჯულად აირჩიეს.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 7 ივლისის თბილისის ოლქის სასამართლოს სხდომაზე ალექსანდრე ციციშვილი ნაფიც მსაჯულად აირჩიეს.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 7 ივლისის თბილისის ოლქის სასამართლოს სხდომაზე ნაფიც მსაჯულად აირჩიეს მწერალი ვასილ ბარნოვი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 3 ივლისის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, 7 ივლისს გარდაცვალებიდან 15 წლისთავის აღსანიშნავად სოფელ გუბში ადგილობრივი მოღვაწის ნესტორ წერეთლის საიუბილეო საღამოს გადაიხდიდნენ.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 7 ივლისის „ერთობა“ წერდა, რომ გაგრაში დაიჭირეს კინტრიშის ხიდის აფეთქების მონაწილენი – გერმანე ჯიბლაძე და აკ. სურგულაძე. მათ ყუბანის ოლქში სხვადასხვა საბუთის გატანა ბრალდებოდათ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 ივლისის გაზეთ „ერთობაში“ დაბეჭდილ გენ. შტაბის ცნობაში, რომელსაც ბათუმისა და ბათუმის ოლქის განსაკუთრებული კომისრი ბენიამინ ჩხიკვიშვილი აწერდა ხელს, ნათქვამი იყო, რომ 1920 წლის 7 ივლისს ჯარებს ზეიმით შეხვდნენ ბათუმისა და ყველა ადგილობრივთა წარმომადგენლები. გაიმართა ინგლის-საფრანგეთის და ქართული ჯარების გაერთიანებული აღლუმი. 6 ივლისს დაიკავეს სოფ. ქედა და შეცვალეს ინგლისელები. ბათუმში და ოლქში სამხედრო წესები გამოცხადდა. ბენია ჩხიკვიშვილი ბათუმის ოლქის განსაკუთრებულ კომისრად დაინიშნა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 ივლისს განათლების სამინისტროს კანცელარიის ვიცე დირექტორი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას სწერდა, რომ სამინისტროს განკარგულებით ოლღა ჭავჭავაძეს დაენიშნა დახმარება თვეში 2 000 მანეთის ოდენობით.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 ივლისს ქალაქ თბილისის მესამე უბნის მომრიგებელი მოსამართლე მ. ჩხეიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ატყობინებდა, რომ მთავარი გამგეობა, როგორც იურიდიული პირი, არ შეიძლებოდა ყოფილიყო სულით ავადმყოფი ოლღა ჭავჭავაძის ქონებაზე მეურვე და სთხოვდა მათ, წარმოედგინათ ერთი ან რამდენიმე ფიზიკური პირი.

1920

ტიპი: თანამდებობა

განათლების მინისტრის მოადგილის, ნოე ცინცაძის 1920 წლის 6 ივლისის ბრძანების (N81) თანახმად, ხონის ქალთა გიმნაზიის მასწავლებელ ამბროსი ივლიანეს ძე ბახტაძეს მიენიჭა საშუალო სასწავლებლის ისტორიის მასწავლებლის წოდება და თანამდებობაზე დამტკიცდა 1920 წლის 1-ელი ივლისიდან.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 ივლისის გაზეთი „ერთობა“ იუწყება, რომ დამფუძნებელი კრების სამხ. კომისიამ დამფ. კრების წევრ ა. ი. ჩხენკელის სახელზე მიღებული თანხით ბათუმის მიმართულებით მყოფი ჯარისთვის საჩუქრები შეიძინა.