ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49980

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ივანე ანდღულაძემ ხიდისთავის სამკითხველოს თავისი ხარჯით მთელი წლით გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის აგვისტოში ვასილ კოპტონაშვილმა და მისმა მეგობრებმა ხონის სამასწავლებლო სემინარიაში მისაღები პირველი გამოცდა ვერ ჩააბარეს.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს ვასილ კოპტონაშვილი თიანეთიდან თავის მშობლიურ სოფელ კოთელიაში, მშობლებთან გაემგზავრა.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884 წლის მაისამდე ვასილ კოპტონაშვილი თიანეთის მაზრის სოფელ ტოლათსოფლის სკოლაში მსახურობდა მასწავლებლად.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წელს ვასილ კოპტონაშვილმა მთის ხალხში დაარსებული სკოლების ინსპექტორ ნიკოლოზ ლიხაჩოვს მის დაქვემდებარებაში მყოფ ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებლად გაგზავნა სთხოვა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წელს ვასილ კოპტონაშვილმა ახალი სასწავლო წლისათვის ხონის სამასწავლებლო სემინარიაში შესვლა გადაწყვიტა.

1883

ტიპი: განათლება

1883 წელს ვასილ კოპტონაშვილმა დაამთვარა თბილისის ნიკოლოზის სახელობის ორკლასიანი სამოქალაქო სასწავლებელი.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წელს თბილისის ნიკოლოზის სახელობის ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელს ხშირად სტუმრობდა თბილისის სახალხო სკოლების დირექტორი დარსკი.

1882

ტიპი: განათლება

1882 წლის აგვისტოში ვასილ კოპტონაშვილი შევიდა ნიკოლოზის სახელობის ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში, სადაც მეორე კლასში მიიღეს.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის აგვისტოში ვასილ კოპტონაშვილი თავის სკოლის მასწავლებელ ტიმოთე ხმალაძეს გაჰყვა თბილისში.

1882

ტიპი: თანამდებობა

1882 წელს დარსკი იყო თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორი.

1882

ტიპი: განათლება

1882 წელს ვასილ კოპტონაშვილმა დაამთავრა ბარალეთის სკოლა.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877-1882 წლებში სპირიდონ მატარაძე იყო სოფ. ბარალეთის სკოლის მასწავლებელი.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877-1882 წლებში ლეონტი პეტრიაშვილი იყო სოფ. ბარალეთის სკოლის მასწავლებელი.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877-1882 წლებში ალექსანდრე ბენდელიანი იყო სოფ. ბარალეთის სკოლის მასწავლებელი.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877-1882 წლებში ტიმოთე ხმალაძე იყო სოფ. ბარალეთის სკოლის მასწავლებელი.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877-1882 წლებში ალექსანდრე წითლანაძე იყო სოფ. ბარალეთის სკოლის მასწავლებელი.

1877

ტიპი: განათლება

1877-1882 წლებში ვასილ კოპტონაშვილი ბარალეთის სკოლაში სწავლობდა.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877-1882 წლებში კოტე გარაყანიძე იყო სოფ. ბარალეთის სკოლის მასწავლებელი.

1937

ტიპი: განათლება

1874 წელს, 8-9 წლის ასაკში, ვასილ კოპტონაშვილი მშობლებმა მეზობელი სოფლის, ბარალეთის სკოლაში შეიყვანეს სასწავლებლად.

1937

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1937 წლის 2 სექტემბერს ვასილ კოპტონაშვილის დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მას ჰყავდა მამა, სოლომონ კოპტონაშვილი.

1955

ტიპი: ავტორობა

1955 წლის 20 ივლისს ვასილ კოპტონაშვილმა ავტობიოგრაფიას დაურთო მინაწერი, რომლის თანახმადაც, ავტობიოგრაფიის დაწერის დროს იგი 71 წლის იყო, დანართის დაწერის დროს კი − 89-ის.

1866

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ვასილ კოპტონაშვილი 1866 წელს ახალქალაქის მაზრის სოფელ კოთელიაში დაიბადა.

1937

ტიპი: ღონისძიება

1937 წლის 2 სექტემბერს ვასილ კოპტონაშვილი იმყოფებოდა ბორჯომში.

1937

ტიპი: ავტორობა

1937 წლის 2 სექტემბერს ვასილ კოპტონაშვილმა დაწერა ავტობიოგრაფია.