რეგისტრირებული ფაქტები47990
სორტირება თარიღი კლებადობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 მაისს საქართველოს რკინიგზელთა ცენტრალური გამგეობა მიესალმა თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას და აღთქმა დადო, რომ შეებრძოლებოდა თავისუფლების მტრებს, როგორც გარე თავდამსხმელებს, ისე შიგნით მომუშავე ბნელ ელემენტებს.
1920
ტიპი: ღონისძიება
ლეჩხუმის სამაზრო ერობის გამგეობა შუამდგომლობდა სახალხო განათლების სამინისტროსთან, რათა ლაილაშის გამგის თანამდებობის აღმსრულებელი, ე. გაბიანი დაემტკიცებინათ აღნიშნული სასწავლებლის გამგედ. შუამდგომლობის წერილს თან ახლდა ნამსახურეობით სია.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 მაისს ზუბალაშვილის სახალხო სახლში ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით თბილისის მუშათა დეპუტატების საბჭოსა და ყველა პროფესიული კავშირის წარმომადგენელთა შეერთებული სხდომა შედგა. სხდომამ მოისმინა მოხსენებები აზერბაიჯანში საბჭოთა მთავრობის გამოცხადების შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
ქ. ქუთაისის თვითმმართველობა განათლების სამინისტროს სთხოვდა შუამდგომლობას, რომ ოლღა გიორგობიანს მინიჭებოდა უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლის წოდება და დამტკიცებულიყო პირველ უმაღლეს დაწყებით სასწავლებლის შტატის მასწავლებლად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის მაისში მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას წარუდგა სომხეთის დიპლომატიური მისიის წარმომადგენელი ბეკზადიანი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის მაისში მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას შეხვდნენ ქიზიყელები, რომლებმაც მზადყოფნა გამოთქვეს მთავრობასთან ერთად დაეცვათ ზაქათალას ოლქი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის მაისში გზათა დეპარტამენტის დირექტორ ვ. ა. ჭიჭინაძის განკარგულებით შექმნილი კომისიის მუშაობაში მონაწილეობა სთხოვეს უნივერსიტეტის რექტორ ივანე ჯავახიშვილს, ისტორიკოს სარგის კაკაბაძესა და ეთნოგრაფ პავლე ინგოროყვას.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 1-ლი მაისიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის მოადგილის 1920 წლის ბრძანებით ქუთაისის ქალთა წმ. ნინოს გიმნაზიის მასწავლებელ ელისაბედ დავითის ასულ აბდუშელიშვილს ფრანგული ენის საშუალო სასწავლებლის მასწავლებლის წოდება მიანიჭეს და დაამტკიცეს იმავე თანამდებობაზე.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის პირველი მაისიდან თელავის ვაჟთა გიმნაზიაში გერმანული ენის მასწავლებლად დროებით მაქს კარლოს ძე ანდრეევი დაინიშნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
განათლების სამინისტროს მთავარგამგე გიორგი ჭუმბურიძემ სენაკის სამაზრო ერობას შუამდგომლობის პასუხად აცნობა, რომ 1920 წლის პირველი მაისიდან ფედოსია ანჯაფარიძე ონტოფოს უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგის თანამდებობაზე დამტკიცდა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის მაისში, რუსეთთან ზავის დადების შემდეგ, სოსო მდივანი მოსკოვში საქართველოს წარმომადგენლად დაინიშნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 29 აპრილს სენაკის სამაზრო ერობის გამგეობამ დაბალ სასწავლებელთა მთავარგამგეს ონტოფოს შერეული ქალ-ვაჟთა უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგის ფეოდოსია ანჯაფარიძის ნამსახურებითი სია გაუგზავნა და სთხოვა, 1920 წლის პირველი იანვრიდან ის გამგის თანამდებობაზე დაემტკიცებინათ. ხელს აწერენ გამგეობის წევრი, განათლების განყოფილების გამგე და საქმისმწარმოებელი ანა მიხეილის ასული კალანდარიშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 29 აპრილს სენაკის სამაზრო ერობის გამგეობამ დაბალ სასწავლებელთა მთავარგამგეს მისწერა, რომ ფეოდოსია ანჯაფარიძე, როგორც გამოცდილი და ენერგიული მასწავლებელი, სასწავლებელში სწავლა-აღზრდის საქმეს შესანიშნავად წარმართავდა. ის მთელ მაზრაში საკვირაო სკოლის გახსნის საქმეში პირველი იყო და გულმოდგინედ მსახურობდა. ხელს აწერენ გამგეობის წევრი, განათლების განყოფილების გამგე და საქმისმწარმოებელი ანა მიხეილის ასული კალანდარიშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 28 აპრილს მთავარგამგე გიორგი ჭუმბურიძემ სენაკის სამაზრო ერობას მისწერა, რომ ფედოსია ანჯაფარიძის ფორმულიარში არ იყო შეტანილი ცნობა მისი ონტოფოს უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში მასწავლებლად დანიშვნის შესახებ. ფორმულიარი სათანადო ცნობების შესავსებად უკან უბრუნდებოდათ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ბათუმის განყოფილების გამგეობის მოხსენება, ადგილობრივი ქართული სკოლის გიმნაზიად გადაკეთების შესახებ. გამგეობა ბათუმში ქართული გიმნაზიის არსებობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. სახალხო განათლების დაწყებითი სკოლების დაარსება და უზრუნველყოფა ქალაქის გამგეობის კომპეტენციას შეადგენდა. უმაღლესი დაწყებითი სკოლის გახსნის შესახებ მოხსენებას გამგეობა დაეთანხმა. ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ივლიანე ნესტორის ძე გოგოლაშვილისთვის 1-ლი აპრილიდან ყოველთვიური დახმარების 100-დან 1000 მანეთამდე გაზრდა გადაწყვიტა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 აპრილს თევდორე კიკვაძე, ვარლამ ბურჯანაძე, სეით იაშვილი, შიო დედაბრიშვილი, იოსებ გიორგობიანი, ქრისტინე შარაშიძე, კირილე ნინიძე და მეთოდე კაკაბაძე დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.