ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51443

1864

ტიპი: ავტორობა

1864 წელს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო საგლეხო რეფორმის გატარებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის შემუშავებაში. მან დაწერა თბილისის გუბერნიაში მებატონეთა მფლობელობაში არსებულ მიწებზე დასახლებული გლეხების მიწათმოწყობის პროექტთან დაკავშირებული კრიტიკული შენიშვნები, მაგრამ დოკუმენტი ამიერკავკასიის ცენტრალურ საგლეხო კომიტეტში თავისი სახელით წარადგენა ამ საბჭოს წევრმა, იურისტმა ნიკოლოზ დიმიტრის ძე ჭავჭავაძემ.

1864

ტიპი: თანამდებობა

1864 წელს ილია ჭავჭავაძე თბილისის მაზრის მომრიგებელ მოსამართლედ დაინიშნა. პირველ ხანებში მისი სამუშაო უბნები იყო გარეკახეთი და მცხეთა და გლეხებისათვის სანადელო მიწების მიზომვა, მემამულეთა და გლეხთა ნაკვეთების მიჯნების დაზუსტება, გარიგების სიგელების შედგენა და სხვ. ევალებოდა.

1864

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1864 წელს თბილისის სამოქალაქო გუბერნატორმა კონსტანტინე ორლოვსკიმ კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს საფინანსო დეპარტამენტს მისწერა, რომ გლეხთა საქმეების მოსაგვარებლად დანიშნულ 12 მომრიგებელ შუამავალზე გამოყოფილი თანხები 1864 წლის 8 ნოემბრიდან გაიცემოდა. იქვე დანართის სახით წარმოდგენილი იყო შუამავალთა სია, ილია ჭავჭავაძის გვართან კი მინიშნებული იყო, რომ ის თბილისის მაზრის I განყოფილებაში დაინიშნა.

1864

ტიპი: თანამდებობა

1864 წელს ილია ჭავჭავაძე მეფისნაცვლის სამმართველომ გამოიძახა და ქუთაისიდან თბილისში გაემგზავრა. თბილისის გუბერნიაში ბატონყმობის გაუქმების გამოცხადების გამო ილია აღმოსავლეთ საქართველოში გადაიყვანეს სამუშაოდ.

1864

ტიპი: განათლება

1864 წელს ეკატერინე გაბაშვილმა ფრანგი ქალის, ფავრის კერძო სასწავლებელში განაგრძო სწავლა.

1864

ტიპი: ავტორობა

1864 წელს ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილები“ დაიბეჭდა „კრებულში“.

1864

ტიპი: ღონისძიება

1864 წელს იმერეთში წარგზავნილ ილია ჭავჭავაძეს დაევალა მემამულეთა და გლეხთა შორის ურთიერთობათა გარკვევა.

1864

ტიპი: თანამდებობა

1864 წელს დუშეთის მაზრაში მომრიგებელ შუამავლად დანიშნულმა ილია ჭავჭავაძემ ამ თანამდებობაზე ოთხი წელი იმსახურა.

1864

ტიპი: თანამდებობა

1864 წელს, როცა საქართველოში იგეგმებოდა გლეხთა განთავისუფლების რეფორმა, ილია ჭავჭავაძე იმერეთში გააგზავნეს ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის საგანგებო მინდობილობათა მოხელედ.

1864

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ალექსანდრე ივანეს ძე ნათაძე 1864 წელს დუშეთის მაზრაში დაიბადა.

1863

ტიპი: პირადი ინფორმაცია

გიორგი არჯევანიძე 1863 წლის 24 იანვარს დაიბადა თბილისის გუბერნიის ქალაქ სიღნაღში.

1863

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1863 წელს ილია ჭავჭავაძემ მიიღო ცენზურის ნებართვა „საქართველოს მოამბის“ მეორე ნომრის გამოცემაზე.

1863

ტიპი: მფლობელობა

1863 წელს ილია ჭავჭავაძემ მიიღო ნებართვა საცენზურო კომიტეტისაგან „საქართველოს მოამბის“ პირველი ნომრის დაბეჭდვაზე.

1863

ტიპი: სტატუსი

1863 წელს ილია ჭავჭავაძემ მიიღო ცენზურის ნებართვა „საქართველოს მოამბის“ მეშვიდე ნომრის გამოცემაზე.

1863

ტიპი: გარდაცვალება

1863 წელს გარდაიცვალა ოლღა გურამიშვილის მამიდა – სიდონია გურამიშვილი-სავარსამიძისა.

1863

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1863 წელს ილია ივანე პოლტარაცკისთან ერთად თბილისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.

1863

ტიპი: სტატუსი

1863 წელს ილია ჭავჭავაძემ მიიღო ცენზურის ნებართვა „საქართველოს მოამბის“ მეცხრე და მეათე ნომრების გამოცემაზე.

1863

ტიპი: სტატუსი

1863 წელს ილია ჭავჭავაძემ ერთდროულად მიიღო ცენზურის ნებართვა „საქართველოს მოამბის“ მესამე, მეოთხე და მეხუთე ნომრების გამოცემაზე.

1863

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1863 წელს ილია ჭავჭავაძესთან საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა გეოგრაფიული საზოგადოების წევრი ლეონარდ ზაგურსკი.