რეგისტრირებული ფაქტები50557
სორტირება თარიღი კლებადობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სენაკის სამაზრო ერობის თხოვნა 50 000 მანეთის კრედიტის მიცემის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, დაეკმაყოფილებინა მისი თხოვნა, თუ ვალს სამი თვის განმავლობაში გადაიხდიდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვასილ გადილიას თხოვნა მაღაზიის ნოქრის, რუსუდან ზაალიშვილის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოებაში განსახილველად და დასაბეჭდად შესული იყო პეტრე ჭარაიას, დავით კარიჭაშვილის, ნიკოლოზ ხიზანაშვილის, ია კარგარეთელის, დავით ნახუცრიშვილის, ივანე გომელაურისა და სხვათა ნაშრომები. გამგეობამ პრეზიდიუმს დაავალა, შემდეგ კრებაზე გაეცნოთ თავისი შეხედულება წიგნების დაბეჭდვის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყვიტეს, ლიხაურის განყოფილების გამგეობისთვის მიეწერათ, რომ მათ მთავარი გამგეობისთვის დაწვრილებით განემარტათ განყოფილების მუშაობის შეჩერების მიზეზი.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 21 თებერვალს ბესარიონ ლუკას ძე ხოფერიას სოფელ მხეფში (სენაკი) დაკრძალავდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 20 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების ხაზინადარმა, ნოე ნადარეიშვილმა მთავარ გამგეობას 1919-1920 წლების ანგარიშები გაუგზავნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 20 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ღამის 3 საათზე თბილისში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. დედაქალაქში შენობებს ბზარები გაუჩნდა, თუმცა არავინ დაშავებულა. გორში კი სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა და მოსახლეობის ნაწილი უსახლკაროდ დარჩა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1922 წლის 20 თებერვლის „თავისუფალი საქართველო“ იუწყება, რომ თბილისიდან მიიღეს ცნობა მაშო ბერიანიძის ბოლშევიკების ციხეში გარდაცვალების შესახებ.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1922 წლის 20 თებერვლის „თავისუფალი საქართველო“ იუწყება, რომ თბილისიდან მიიღეს ცნობა ბოლშევიკების ციხეში სეით რაზმაძის გარდაცვალების შესახებ.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1922 წლის 20 თებერვლის „თავისუფალი საქართველო“ იუწყება, რომ ბერლინში თავი მოიკლა არჩილ მექანარიშვილმა. იგი ჭლექით იყო ავად და გაწამებულ სიცოცხლეს თვითმკვლელობა ამჯობინა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 19 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ იგი ბეგთაბეგოვების სახლში წმინდა ანას ხსენების დღეს გამართულ წვეულებას დაესწრო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 19 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე სეით იაშვილი ეკატერინე სარაჯიშვილის ნაანდერძევი ქონების განაღდებით შემოსული ფულის ანგარიშების განხილვაში მონაწილეობის მისაღებად საზოგადოების რწმუნებულად აირჩიეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 19 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ბათუმში ბრიტანული ჯარის შენარჩუნებას ცდილობდა, თუმცა ნაწილი საქართველოდან უკვე წასული იყო. უხაროდა, რომ სამშობლოში აფასებდნენ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი მას სრული ნდობა გამოუცხადა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 19 თებერვალს თევდორე კიკვაძე, ვარლამ ბურჯანაძე, კირილე ნინიძე, იოსებ გიორგობიანი, სეით იაშვილი, იპოლიტე ვართაგავა, შიო დედაბრიშვილი და ილია ფირცხალაიშვილი დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგედოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 19 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე კირილე ნინიძეს დაავალეს, მოლაპარაკებოდა გიორგი ზდანოვიჩის მიერ ნაანდერძევ ტყვარჩელის მადნებზე მოდავე ჯგუფს, რომ მადნების დამუშავებიდან მიღებული სარგებელის 20% საზოგადოებისთვის მიეცა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 19 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ლონდონიდან 23 იანვრის გაზეთი მიიღო. იგი მოხარული იყო, რომ ინგლისი საქართველოსა და მთელი რეგიონის მიმართ ინტერესს იჩენდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 19 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ბოლშევიკები პერიოდულად უტევდნენ იატაკქვეშა გამოცემების მეშვეობით.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 19 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მატო ბახვას ასული გაბუნია ბესარიონ ლუკას ძე ხოფერიას მეუღლე იყო.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 19 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სენაკში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ბესარიონ ლუკას ძე ხოფერია გარდაიცვალა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 თებერვალს გორის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს აცნობეს მინისტრის მოადგილის იმავე წლის N33 ბრძანება 1919 წლის 1-ლი სექტემბრიდან ბუნებისმეტყველების შტატის მასწავლებლად გიორგი დავითის ძე აბულაძის დანიშვნის შესახებ. ამასთანავე გაუგზავნეს მისი პირადი საბუთები NN1526 და 154. ხელს აწერენ დირექტორი ვუკოლ მიხეილის ძე ბერიძე, მდივანი გიორგი ნიკიფორეს ძე მებუკე და საქმისმწარმოებელი დ. მიქაბერიძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 თებერვალს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენელი აზერბაიჯანში გრიგოლ კონსტანტინეს ძე ალშიბაია ბაქოში საგანგებო მატარებლით გაემგზავრა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 თებერვალს ესპანეთის ვიცე-საკონსულოს საქმეთა მმართველმა სამადლობელი წერილი მისწერა ევგენი გეგეჭკორს ესპანეთის კომერციული დელეგაციის საქართველოში გულთბილი მიღების გამო.