რეგისტრირებული ფაქტები50811
სორტირება თარიღი კლებადობით
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მასწავლებელთა ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა სევერიანე არსენის ძე მჟავანაძე ქ. ფოთიდან, რომელმაც განაცხადა, რომ ქალაქში არსებობს 8 დაწყებითი სასწავლებელი და ერთი უმაღლესი სასწავლებელი აგრონომიული განყოფილებით, არსებობს ფილიალი, რომელშიც გაერთიანებულნი არიან ყველანაირი პროფილის მასწავლებლები, ქალაქს არ ჰყავს განსაკუთრებული ინსტრუქტორი, კავშირმა დააარსა პედაგოგიური კურსები.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მასწავლებელთა ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა ვასილ მაქსიმეს ძე ქობულია ზუგდიდის მაზრიდან, რომელმაც განაცხადა, რომ მაზრაში არსებობს 100 დაწყებითი სკოლა, 1918 წელს ფილიალები არ იყვნენ შეკავშირებულნი, 1919 წელს გაერთიანდნენ სამაზრო კავშირში, რომლის გამგეობა ცენტრიდან დაბაში გადავიდა, კავშირს ურთიერთობა აქვს სამაზრო ერობასთან.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მასწავლებელთა ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა ჩიქოვანი ბათუმიდან, რომელმაც განაცხადა, რომ ბათუმში არსებობს ორი დაწყებითი და ერთი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლა, არ არსებობს მასწავლებელთა კავშირი, გიმნაზია ცუდ მდგომარეობაშია, რადგან არც მთავრობა და არც ადგილობრივი საზოგადოება ყურადღებას არ აქცევს. სწავლის მსურველი ბევრია, მაგრამ არაა სათანადო პირობები. გიმნაზიაში სწავლობენ მაჰმადიანებიც.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მასწავლებელთა ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა თამარა კიკვაძე რაჭის მაზრიდან, რომელმაც განაცხადა, რომ კარგი მასწავლებლები თავს არიდებდნენ რაჭის მაზრაში მუშაობას, ხოლო ახლად დანიშნულები ვერ ასრულებდნენ მოვალეობას, სკოლები მოუწყობელი იყო, მასწავლებლებს უხდებოდათ 2-3 განყოფილებასთან ერთდროულად მუშაობა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მასწავლებელთა ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა ქადაგიძე, რომელმაც განაცხადა, რომ თუშ-ფშავ-ხევსურეთის სამამდე სკოლაში ნორმალურად არასდროს ტარდება მეცადინეობა, ამ მხარეში არ არსებობს თანამედროვე კულტურის ნასახიც და საჭიროა მეტი ყურადღება მიექცეს მასო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 იანვარს მომარაგების სამინისტროს წარმომადგენელი ივანე თედორეს ძე ჭავჭანიძე სიტყვით გამოვიდა სახალხო სახლში გამართულ მეცხვარე-მესაქონლეთა ყრილობაზე.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 21 იანვარს გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული ერთხმად აირჩიეს თავმჯდომარედ სახალხო სახლში გამართულ მეცხვარე-მესაქონლეთა ყრილობაზე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 იანვარს სახალხო სახლში სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა ყრილობა გახსნა საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე მაჩაბლიშვილმა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნიკო თავდგირიძეს დაევალა სავაჭრო-სამრეწველო ცენტრალური ბანკის (ცენტრო-ბანკი) საორგანიზაციო საქმეების მოგვარება.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 იანვარს მეღვინე-მევენახეთა წარმომადგენელი იოსებ ზაქარის ძე ანდრონიკაშვილი სიტყვით გამოვიდა სახალხო სახლში გამართულ მეცხვარე-მესაქონლეთა ყრილობაზე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 იანვარს სახალხო სახლში გამართულ მეცხვარე-მესაქონლეთა ყრილობაზე აირჩიეს პრეზიდიუმი შემდეგი შემადგენლობით: გიორგი ჟურული, ალექსანდრე მაჩაბლიშვილი, შალვა ქარუმიძე, ი. ციციშვილი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 21 იანვარს სახალხო სახლში გამართულ მეცხვარე-მესაქონლეთა ყრილობაზე მდივნებად აირჩიეს ალექსანდრე ჯავახიშვილი და ვ. ათანაშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 იანვარს სახალხო სახლში გამართულ მეცხვარე-მესაქონლეთა ყრილობაზე საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე მაჩაბლიშვილმა წამოაყენა წინადადება აერჩიათ თავმჯდომარე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 20 იანვარს ახალქალაქის ფერისცვალების ეკლესიის გამგემ, დეკანოზმა გალაქტიონ ბესარიონის ძე აბესაძემ ახალქალაქის პირველდაწყებითი უმაღლესი სასწავლებლის ინსპექტორს სთხოვა ეშუამდგომლა მისთვის, რათა ქართული საგნების მასწავლებლად და უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში დამრიგებლად დაენიშნათ. მას მასწავლებლობის ძალიან დიდი სურვილი და გამოცდილება ჰქონდა. ასევე მისწერა, რომ ამზადებდა ნამსახურეობის სიას.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 20 იანვრიდან გალაქტიონ ბესარიონის ძე აბესაძე 1920 წლის 31 იანვრის N82 ბრძანებით ახალქალაქის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად დანიშნეს. ხელს აწერენ მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და მდივანი კირილე მიხეილის ძე არჯევანიძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 20 იანვარს თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიის დირექტორმა ელ. ჭელიშვილმა სახალხო განათლების სამინისტროს სთხოვა, რომ პირველი იანვრიდან გიმნაზიასთან არსებული უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მათემატიკის მასწავლებლად დარია ალექსანდრეს ასული ალიხანოვა დაეშვათ. ის ივანოვას ნაცვლად დროებით ატარებდა გაკვეთილებს. ჭელიშვილმა სამინისტროს დარია ალიხანოვას მოწმობის ასლიც N 221 გუგზავნა. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ელ. ჭელიშვილი და საქმისმწარმოებლის ნაცვლად დარანწურაშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 20 (21) იანვარს განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორმა ვუკოლ მიხეილის ძე ბერიძემ, მდივანმა გიორგი ნიკიფორეს ძე მებუკემ და საქმისმწარმოებელმა დ. მესხმა თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ გიმნაზიასთან არსებული უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მათემატიკის მასწავლებლად 1920 წლის პირველი იანვრიდან დარია ალექსანდრეს ასული ალიხანოვა დაუშვეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 20 იანვარს განათლების სამინისტროს საქმისმწარმოებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას სწერდა, რომ მათი თხოვნა გაჭირვებაში მყოფი ოლღა ჭავჭავაძისთვის წმინდა ნინოს სასწავლებლიდან საჭირო ნივთების გამოყოფის შესახებ დაკმაყოფილდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 20 იანვარს მიწათმოქმედების მინისტრ ნოე ხომერიკის თავმჯდომარეობით გაიხსნა საქართველოს რესპუბლიკის საერობო გამგეობათა საადგილმამულო განყოფილებების გამგეობის ყრილობა.