ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51132

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 12 ნოემბერს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა თბილისის ვაჟთა მე-6 გიმნაზიის დირექტორს მისწერა, რომ 1919 წლის 8 ნოემბრის N 2296 მიწერილობის თანახმად, გაუგზავნა თავისი რწმუნებული გიმნაზიის მე-6 კლასის ყოფილი მოსწავლის ვახტანგ ამბოქაძის დათხოვნის მოწმობა, დაბადების მოწმობა N 38, აცრის მოწმობა N 475 და წოდების მოწმობა ნამსახურეობითი სიის პირთან ერთად. სთხოვა, ხსენებული საბუთების მიღება ეცნობებინა. ხელს აწერენ: გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე ჭიჭინაძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 12 ნოემბერს განათლების სამინისტრომ გორის სამაზრო ერობას სთხოვა ჯავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგისთვის ეცნობებინა, რომ 3 ოქტომბრის N54 შუამდგომლობა დავით გიკაევის მასწავლებლად დანიშვნის შესახებ სამინისტრომ არ შეიწყნარა. ხელს აწერენ მთავარგამგე ვუკოლ მიხეილის ძე ბერიძე და საქმისმწარმოებელი ჯ. გველესიანი.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 11 ნოემბერს დააპატიმრეს მთიულიშვილი, რომელიც ბრალდებული იყო ბოლშევიკურ–ყაჩაღთა გამოსვლების ხელმძღვანელობასა და მონაწილეობაში, ასევე მოქალაქეების მთავრობის წინააღმდეგ ამხედრებაში. იგი იმყოფებოდა გორის საპყრობილეში.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 10 ნოემბერს დუშეთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგე იასონ ელიზბარის ძე ალექსიშვილმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების სამინისტროს უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის მთავარგამგეს მისწერა, რომ ოჯახური მიზეზების გამო დუშეთის უმაღლეს სასწავლებელში მუშაობის გაგრძელება აღარ შეეძლო და თბილისის რომელიმე სასწავლებელში გადაყვანა ითხოვა.

1919

ტიპი: ავტორობა

თბილისის ვაჟთა V გიმნაზიის გამგემ, ი. ჯიშკარიანმა (საქმის მწარმ. მხეიძე) 1919 წლის 10 ნოემბერს საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს წარუდგინა ქართული ენისა და ისტორიის კურსის პროგრამები არაქართული კლასებისთვის.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 9 ნოემბერის გაზ. საქართველოს რესპუბლიკაში“ (N254) დაიბეჭდა ინფორმაცია „საზღვარ-გარეთ ახალგაზრდების გაგზავნა“ (სია გასაგზავნი ახალგაზრდებისა). სტიპენდია დაენიშნა მიწათმოქმედების სამინისტროს 16 კანდიდატს, მათ შორის იყვნენ: ნიკოლოზ ჯანაშია (უკვე საზღვარგარეთ იყო), ვასილ მიხეილის ძე ციცქიშვილი, შალვა იაკინეთის ძე ცქიტიშვილი, ნიკოლოზ პავლეს ძე იოსელიანი და დავით გიორგის ძე მაყაშვილი და სხვ.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 9 ნოემბერის გაზ. საქართველოს რესპუბლიკაში“ (N254) დაიბეჭდა ინფორმაცია „საზღვარ-გარეთ ახალგაზრდების გაგზავნა“ (სია გასაგზავნი ახალგაზრდებისა). სტიპენდია დაენიშნა მიწათმოქმედების სამინისტროს 16 კანდიდატს, მათ შორის იყვნენ: ბეითალი ლეონ ნიკოლოზის ძე ლეონიძე, ვლადიმერ ალექსანდრეს ძე ნიჟარაძე, ნესტორ სპირიდონის ძე გაბელია, პავლე დიმიტრის ძე კვარაცხელია, აქაზ ანდრონიკაშვილი და სხვ.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 9 ნოემბერის გაზ. საქართველოს რესპუბლიკაში“ (N254) დაიბეჭდა ინფორმაცია „საზღვარ-გარეთ ახალგაზრდების გაგზავნა“ (სია გასაგზავნი ახალგაზრდებისა). სტიპენდია დაენიშნა მიწათმოქმედების სამინისტროს 16 კანდიდატს, მათ შორის იყვნენ: არჩილ აბელის ძე ბაირამაშვილი (ინგილო), იაკობ ისიდორეს ძე რამიშვილი, არქიპო ლავრენტის ძე კანდელაკი, გიორგი დავითის ძე ლეშქაშელი, ვასილ დიმიტრის ძე ცისკარიშვილი, ამბერტ გიორგაძე და სხვ.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 9 ნოემბერის გაზ. საქართველოს რესპუბლიკაში“ (N254) დაიბეჭდა ინფორმაცია „საზღვარ-გარეთ ახალგაზრდების გაგზავნა“ (სია გასაგზავნი ახალგაზრდებისა). სტიპენდია დაენიშნა შრომის სამინისტროს კანდიდატ იპოლიტე ნარსაიას.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 9 ნოემბერის გაზ. საქართველოს რესპუბლიკაში“ (N254) დაიბეჭდა ინფორმაცია „საზღვარ-გარეთ ახალგაზრდების გაგზავნა“ (სია გასაგზავნი ახალგაზრდებისა). განათლების სამინისტროსა და ინსტიტუტების კანდიდატებიდან სტიპენდია დაენიშნათ ალექსანდრე ჯანელიძესა და ბარნაბ ბელაზანიას.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 9 ნოემბერის გაზ. საქართველოს რესპუბლიკაში“ (N254) დაიბეჭდა ინფორმაცია „საზღვარ-გარეთ ახალგაზრდების გაგზავნა“ (სია გასაგზავნი ახალგაზრდებისა). სტიპენდია დაენიშნა სამხედრო სამინისტროს კანდიდატს, ალექსანდრე მიხეილის ძე ქართველიშვილს.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 9 ნოემბერის გაზ. საქართველოს რესპუბლიკაში“ (N254) დაიბეჭდა ინფორმაცია „საზღვარ-გარეთ ახალგაზრდების გაგზავნა“ (სია გასაგზავნი ახალგაზრდებისა). სტიპენდია დაენიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს 7 კანდიდატს, მათ შორის იყვნენ: გიორგი ალექსანდრეს ძე ნანეიშვილი, პეტრე (კიტა) ივანეს ძე ჩხენკელი, მოსე ბესარიონის ძე იმნაიშვილი, ვიქტორ ნოზაძე.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 9 ნოემბერის გაზ. საქართველოს რესპუბლიკაში“ (N254) დაიბეჭდა ინფორმაცია „საზღვარ-გარეთ ახალგაზრდების გაგზავნა“ (სია გასაგზავნი ახალგაზრდებისა). სტიპენდია დაენიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს 7 კანდიდატს, მათ შორის იყვნენ: პავლე იაშვილი, ირაკლი კონსტანტინეს ძე კალანდარიშვილი, მიხეილ კონსტანტინეს ძე ახმეტელაშვილი (ნახევარი სტიპენდია) და სხვ.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 9 ნოემბერის გაზ. საქართველოს რესპუბლიკაში“ (N254) დაიბეჭდა ინფორმაცია „საზღვარ-გარეთ ახალგაზრდების გაგზავნა“ (სია გასაგზავნი ახალგაზრდებისა). სტიპენდია დაენიშნა გზათა სამინისტროს 8 კანდიდატს, მათ შორის იყვნენ: როსტომ პავლეს ძე ყიფიანი (უკვე საზღვარგარეთ იყო), ნიკოლოზ ლეჟავა, ალექსანდრე მიხეილის ძე პირმაქსეზოვი, მიხეილ ივანეს ძე მაჭავარიანი და სხვ.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 9 ნოემბერის გაზ. საქართველოს რესპუბლიკაში“ (N254) დაიბეჭდა ინფორმაცია „საზღვარ-გარეთ ახალგაზრდების გაგზავნა“ (სია გასაგზავნი ახალგაზრდებისა). სტიპენდია დაენიშნა გზათა სამინისტროს 8 კანდიდატს, მათ შორის იყვნენ: პავლე გოლდემარის ძე ზილმანი, ილია პავლეს ძე ზერეკიძე, ალექსანდრე მაყაშვილი, ტარასი მაქსიმეს ძე მასხულია და სხვ.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 9 ნოემბერის გაზ. საქართველოს რესპუბლიკაში“ (N254) დაიბეჭდა ინფორმაცია „საზღვარ-გარეთ ახალგაზრდების გაგზავნა“ (სია გასაგზავნი ახალგაზრდებისა). სტიპენდია დაენიშნა ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროს 15 კანდიდატს, მათ შორის იყვნენ: მიხეილ ლეონის ძე მაღლაკელიძე, ალექსანდრე დავითის ძე ნაზარიშვილი, ნიკოლოზ სერგის ძე მესხი, ივანე ჩხენკელი და სხვ.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 9 ნოემბერის გაზ. საქართველოს რესპუბლიკაში“ (N254) დაიბეჭდა ინფორმაცია „საზღვარ-გარეთ ახალგაზრდების გაგზავნა“ (სია გასაგზავნი ახალგაზრდებისა). სტიპენდია დაენიშნათ ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროს კანდიდატებს, მათ შორის იყვნენ: კონსტანტინე ივანეს ძე კობახიძე, გიორგი კირილეს ძე მგელაძე, არჩილ იოსების ძე მექანარაშვილი, სოფრომ ანტონის ძე მიხელიძე.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 9 ნოემბერის გაზ. საქართველოს რესპუბლიკაში“ (N254) დაიბეჭდა ინფორმაცია „საზღვარ-გარეთ ახალგაზრდების გაგზავნა“ (სია გასაგზავნი ახალგაზრდებისა). სტიპენდია დაენიშნათ ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროს კანდიდატებს, მათ შორის იყვნენ: ერმონკრატ იესეს ძე თალაკვაძე, მირონ ისიდორეს ძე წულეისკირი, გიორგი კონსტანტინეს ძე მესხი, ვასილ შიოს ძე ჩიტაძე,

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 9 ნოემბერის გაზ. საქართველოს რესპუბლიკაში“ (N254) დაიბეჭდა ინფორმაცია „საზღვარ-გარეთ ახალგაზრდების გაგზავნა“ (სია გასაგზავნი ახალგაზრდებისა). სტიპენდია დაენიშნათ ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროს კანდიდატებს, მათ შორის იყვნენ: ივანე ილიას ძე ნიკურაძე, მიხეილ სიმონის ძე ხუნდაძე და ბიძინა ირაკლის ძე რამიშვილი (უკვე საზღვარგარეთ იყო).

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ნოე რამიშვილმა სრულიად საქართველოს მასწავლებელთა დელეგატების ყრილობაზე ტექნიკური ძალების არქონის პრობლემაზე ისაუბრა, რაც აფერხებდა არა მარტო პროფესიულ განათლებას, არამედ სახელმწიფო შემოქმედებასაც. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ეს ნაკლი ახლო მომავალში გამოსწორდებოდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საქართველოს კონსულმა ოდესაში ევსეი უშვერიძემ მიიღო პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის სტანისლავ პატეკის მადლობის წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ ევსეი უშვერიძე სიცოცხლის ფასად იცავდა პოლონეთის მოქალაქეებს ბოლშევიკური ტერორისგან.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 8 ნოემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარის მოადგოლე თევდორე კიკვაძე, მდივანი ვარლამ ბურჯანაძე და წევრები: შიო დედაბრიშვილი, ნინო ნაკაშიძე, სეით იაშვილი, მეთოდე კაკაბაძე, ი. გიორგობიანი, იპოლიტე ვართაგავა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 8 ნოემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვარლამ ბურჯანაძის მოხსენება სკოლებისა და ბიბლიოთეკების ქონების გადაცემის შესახებ. როგორც მოხსენებიდან ჩანდა, ვ. ბურჯანაძემ ატენის და ვარიანის სკოლები გორის სამაზრო ერობას გადასცა, აკაურთას სკოლა – ბორჩალოს სამაზრო ერობას, სამტრედიის ბიბლიოთეკა-სამკითხველო და წიგნის სავაჭრო კიოსკი წიგნებით – ქალაქის გამგეობას. საზოგადოების გამგეობამ მოხსენება ცნობად მიიღო და სამტრედიის თვითმართველობას ვალად 37590 მანეთი და 64 კაპიკი დააწერა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 8 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს კონსტანტინოპოლში მყოფი საქართველოს მისიის შუამდგომლობა იქ მცხოვრებ ქართველ მაჰამდიანთათვის ქართული სკოლის დაარსების შესახებ. საგარეო საქმეთა სამინისტროს აზრით, სკოლის დაარსებას კონსტანტინოპოლში დიდი მნიშვნელობა ექნებოდა. გამგეობამ გადაწყვიტა, მიეწერა საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის, რომ საზოგადოების გამგეობა სიამოვნებით იკისრებდა კონსტანტინოპოლში ქართული სკოლის გახსნას, რისთვისაც შეიმუშავებდა შესაფერის გეგმას და ხარჯთაღრიცხვას.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 8 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ინსტრუქციების პროექტი წიგნთსაწყობის გამგის, წიგნების გამომცემლობის ხელმძღვანელის, მდივნის, ხაზინადარის და კორექტორისთვის. გამგეობამ შესწორებით დაამტკიცა თავმჯდომარის და წიგნების გამომცემლობის გამგის ინსტრუქციების პროექტები, დანარჩენი ინსტრუქციების პროექტების განხილვა გადაიდო შემდეგი კრებისთვის.