ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46342

1899

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1899 წლის 5 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ მოურავ მერაბს (გვარი უცნობია) გაუგზავნა წერილი, რომელშიც სამეურნეო მითითებებს აძლევს.

1900

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1900 წელს ილია ჭავჭავაძემ უბის წიგნაკში ჩაიწერა წიგნის მაღაზიის მისამართი და იმ წიგნების ჩამონათვალი, რომლებიც შეიძინა ან უნდა შეეძინა.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის აპრილის ჟურნალ „მოამბეში“ ლალის ფსევდონიმით გამოქვეყნდა გიორგი ლასხიშვილის წერილი „შინაური მიმოხილვა“ სათავადაზნაურო ბანკის და მისი თავმჯდომარის, ილია ჭავჭავაძის შესახებ.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 9 იანვარს გაზეთი „კვალი“ ეხმაურება ილია ჭავჭავაძის გაზეთ „ივერიაში“ საახალწლოდ გამოქვეყნებულ სტატიას.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წელს ბარონმა დე ბაიმ პარიზში გამოსცა წიგნი თბილისურ შთაბეჭდილებებზე. ის აფასებს ილია ჭავჭავაძის პოეზიას, თავად ავტორის შესახებ კი ამბობს, რომ გამოირჩევა პროგრესული აზროვნებით.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 30 დეკემბერს სახალხო თეატრში გამართულ კონცერტზე კიტა აბაშიძემ წაკითხა ილია ჭავჭავაძის ლექსი „რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით ანუ საქართველოს ისტორია მეცხრამეტე საუკუნისა“.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 28 ნოემბრის შემდეგ ილია ჭავჭავაძემ იტალიელი მეცნიერის, ედგარდო მადალენასგან წერილი მიიღო. ის ილიას სთხოვდა, ბიბლიოგრაფიული ნაშრომისთვის „გოლდონი იტალიის გარეთ“ მიეწოდებინა ცნობები დრამატურგ კარლო გოლდონის ნაწარმოებთა ქართული თარგმანების შესახებ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 4 მაისს ილია ჭავჭავაძე გრიგოლ არწრუნისეულ ქარვასლაში თბილისის სათავადაზნაურო ბანკის წლიურ კრებას თავმჯდომარეობდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 13 აპრილს გაზეთ „თეატრში“ სილოვან ხუნდაძის წერილის „გაზეთი „ივერია“ და მისი ენა“ დასასრული დაიბეჭდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 20 აპრილს გაზეთ „თეატრში“ დაიბეჭდა რაჟდენ ჩიკვაიძის წერილი „ჩვენ პუბლიცისტებთა მიმართ“, რომელშიც გაკრიტიკებულნი იყვნენ ილია ჭავჭავაძე და „ივერიის“ თანამშრომელი ილია ხონელი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 6 აპრილს გაზეთ „თეატრში“ დაიბეჭდა სილოვან ხუნდაძის წერილის „გაზეთი „ივერია“ და მისი ენა“ დასაწყისი, რომელშიც გაკრიტიკებული იყო ილია ჭავჭავაძე და გაზეთ „ივერიის“ თანამშრომლები.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 10 აპრილს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საზოგადოების ფინანსური მხარის გასაძლიერებლად მიიღეს დადგენილება სალიტერატურო-სასიმღერო საღამოს გამართვის თაობაზე.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 მარტს გაზეთ „ივერიის“ რედაქციაში ილია ჭავჭავაძის თაოსნობით გაიმართა ქართული ენის მესვეურთა თათბირი სალიტერატურო ქართულის სადავო საკითხების შესახებ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ოქტომბერში ჯიღაურას მკვიდრმა ძაგანაშვილმა მღვდელ ასათიანს ციმბირის წყლულით სნეული შვილისა და ცოლის ზიარება სთხოვა. მღვდელმა ავადმყოფები აზიარა და შემდეგ სოფელში ავადმყოფობის გავრცელების შესახებ გუბერნატორს შეატყობინა.

1886

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1886 წლის 19 იანვარს ილია ჭავჭავაძემ ივანე ხატიაშვილისგან მიიღო წერილი, რომელშიც საუბარი იყო „ივერიაში“ ქართული ენის მართლწერის საკითხებთან დაკავშირებით დაბეჭდილ ალექსანდრე მირიანაშვილის სტატიაზე.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წელს წერა-კითხვის სამმართველოს საცავში ძველი ხელნაწერი აღმოაჩინეს. ზაქარია ჭიჭინაძემ ხელნაწერი სარგის თმოგველის „დილარიანის“ მიხედვით დაწერილ პეტრე ლარაძის ნაშრომს შეადარა, კარგად გააანალიზა და დაასკვნა, რომ ხელნაწერი სარგის თმოგველის „დილარიანის“ ორიგინალის ნაწილი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 10 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, ილია ჭავჭავაძეს, აკაკი წერეთელსა და რაფიელ ერისთავს საზოგადოების ფინანსური მხარის გასაძლიერებლად დაგეგმილ სალიტერატურო-სასიმღერო საღამოში მიეღოთ მონაწილეობა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 22 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა დიმიტრი ყიფიანის გამოხმაურება ამავე გაზეთის მე-13 და მე-14 ნომრებში გამოქვეყნებულ სტატიებზე თბილისისა და ქუთაისის ბანკების შესახებ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წელს ილია ჭავჭავაძე სათავადაზნაურო სკოლის პანსიონს ესტუმრა, სიტყვით მიმართა მოსწავლეებს და თავისთან სახლში მიიპატიჟა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 11 ივნისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ფრანგმა მწერალმა ქალმა კანდიანი კოლონამ პროზაულად თარგმნა ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 15 ივნისს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით წერილობით მიმართა გრიგოლ ორბელიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ალექსანდრე ჭავჭავაძის მემკვიდრეებს, რომ ნება დაერთოთ საზოგადოებისთვის გამოეცათ ამ პოეტთა თხზულებები.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 28-29 ივნისს ილია ჭავჭავაძე მეუღლესა და მის დისწულ სვიმონ სტაროსელსკისთან ერთად სოფელ წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სკოლაში გამოცდებს დაესწრო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 4 ივლისის ილია ჭავჭავაძემ წერილი გაუგზავნა დიმიტრი ყიფიანს ბანკში დასაგირავებელი მიწის ნაკვეთის გეგმასა და განჩინების შედგენასთან დაკავშირებით.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 ივლისს ილია ჭავჭავაძე წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში ტაძრის დღესასწაულს დაესწრო. წირვა ჩაატარა ალექსანდრე ეპისკოპოსმა, ხოლო წირვის შემდეგ მღვდელმა სოლომონ შოშიაშვილმა იქადაგა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 18 ივლისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა ცხრატომეულში დაიბეჭდა სათაურით „ინგლის-ირლანდიის ურთიერობა“, ოცტომეულში – „ირლანდიის საკითხი და სალუსბერის სამინისტრო“.