ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47795

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 29 ნოემბრის N 151 ბრძანებით ვალენტინა ივანეს ასული გამყრელიძე-ბაღათუროვი თბილისის თამარ მეფის სახელობის ქალთა საოსტატო სემინარიის რუსული ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 29 ნოემბრის N 151 ბრძანებით ანა (ოლღა) ილის ასული სოლოღაშვილი თბილისის თამარ მეფის სახელობის ქალთა საოსტატო სემინარიის ქართული ენისა და მსოფლიო ისტორიის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 29 ნოემბრის N 151 ბრძანებით თამარ იშხნელი თბილისის თამარ მეფის სახელობის ქალთა საოსტატო სემინარიის ბუნებისმეტყველების პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 29 ნოემბრის N 151 ბრძანებით კონსტანტინე თოთიბაძე თბილისის თამარ მეფის სახელობის ქალთა საოსტატო სემინარიის მათემატიკისა და ფიზიკის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 29 ნოემბრის N151 ბრძანებით სიმონ გიორგის ძე ყაუხჩიშვილი თბილისის თამარ მეფის სახელობის ქალთა საოსტატო სემინარიის საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებლის თანამდებობის დროებით აღმასრულებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 29 ნოემბრის N 151 ბრძანებით გიორგი სვანიძე თბილისის თამარ მეფის სახელობის ქალთა საოსტატო სემინარიის გალობის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 29 ნოემბრის N151 ბრძანებით თამარ თურქისტანიშვილი თბილისის თამარ მეფის სახელობის ქალთა საოსტატო სემინარიის ხატვა-ხაზვის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 29 ნოემბრის N 151 ბრძანებით ოლღა თედეშვილი თბილისის თამარ მეფის სახელობის ქალთა საოსტატო სემინარიის ხელსაქმის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 29 ნოემბრის N 151 ბრძანებით გიორგი ეგნატიევი თბილისის თამარ მეფის სახელობის ქალთა საოსტატო სემინარიის ფიზკულტურის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 29 ნოემბრის N151 ბრძანებით თამარ თაყაიშვილი თბილისის თამარ მეფის სახელობის ქალთა საოსტატო სემინარიის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 29 ნოემბრის N 151 ბრძანებით ქეთევან მირიანაშვილი თბილისის თამარ მეფის სახელობის ქალთა საოსტატო სემინარიის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 29 ნოემბერს ნეოფიტე იერემიას ძე ბოჭორიშვილი სოხუმის ქალთა გიმნაზიაში ისტორიის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 ნოემბერს თბილისის ვაჟთა მე-4 გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ მისდამი რწმუნებულ გიმნაზიაში ანა აგარონიანი მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან უმცროსი მოსამზადებელი კლასის თავისუფლად დაქირავებული მასწავლებლის თანამდებობის დროებით აღმასრულებლად დანიშნეს. ხელს აწერენ გრიგოლ იასონის ძე ნათაძე და ვარლამ დავითის ძე ძიძიგური.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 ნოემბერს სოხუმში ინგლისელი ნაღმოსნები ჩავიდნენ, რომელთაც ადგილზე შრომის კომისარი ბენიამინ ჩხიკვიშვილი და ისიდორე რამიშვილი დახვდნენ. ქართული ჯარის სახელით მათ გენერალი ტარას ვაშაკიძე მიესალმათ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 ნოემბერს მღვდელ კონსტანტინე ანთაძის ფორმულარული სიის ასლში წერია, რომ იგი მართლმადიდებელი სარწმუნოების აღმსარებელია. ასლის ნამდვილობას 1918 წლის 29 ნოემბერს ხელმოწერით და საეკლესიო საბჭოს ბეჭდის დასმით ადასტურებს არგვეთის საოლქო საეკლესიო საბჭოს თავმჯდომარე, მღვდელი ისიდორე ქოჩიაშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 ნოემბერს მღვდელ კონსტანტინე ანთაძის ფორმულარული სიის ასლში წერია, რომ კონსტანტინე ანთაძე 1902 წელს საშარჯულეთი დაჯილდოვებულია იმერეთის ეპისკოპოსის ლეონიდისაგან, 1905 წელს კი იარაღჩინით. უმაღლესი მთავრობისაგან 1911 წელს კამილავკით, 1915 წელს მკერდის ჯვრით. ასევე, აქვს მთავარდიაკვნობისა და მღვდლის გრამატები. ასლის ნამდვილობას 1918 წლის 29 ნოემბერს ხელმოწერით და საეკლესიო საბჭოს ბეჭდის დასმით ადასტურებს არგვეთის საოლქო საეკლესიო საბჭოს თავმჯდომარე, მღვდელი ისიდორე ქოჩიაშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 ნოემბერს მღვდელის კონსტანტინე ანთაძის ფორმულარული სიის ასლში წერია, რომ თავად აქვს კეთილად შეძენილი ქონება, მისი ოჯახის წევრებს კი არა. ასლის ნამდვილობას ხელმოწერით და საეკლესიო საბჭოს ბეჭდის დასმით ადასტურებს არგვეთის საოლქო საეკლესიო საბჭოს თავმჯდომარე, მღვდელი ისიდორე ქოჩიაშვილი.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 29 ნოემბერს მღვდლის, კონსტანტინე ანთაძის, ფორმულარული სიის ასლში წერია, რომ ისწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში, დაამთავრა მეცნიერებათა სრული კურსი მეორე ხარისხით. ასლის ნამდვილობას 1918 წლის 29 ნოემბერს ხელმოწერით და საეკლესიო საბჭოს ბეჭდის დასმით ადასტურებს არგვეთის საოლქო საეკლესიო საბჭოს თავმჯდომარე, მღვდელი, ისიდორე ქოჩიაშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

კონსტანტინე ანთაძის ფორმულარული სიის ასლის მიხედვით, ის იმერეთის ეპისკოპოსმა ბესარიონმა მარელისის მაცხოვრის ეკლესიაში მთავარდიაკვნად დანიშნა. ასლის ნამდვილობას 1918 წლის 29 ნოემბერს ხელმოწერით და საეკლესიო საბჭოს ბეჭდის დასმით ადასტურებს არგვეთის საოლქო საეკლესიო საბჭოს თავმჯდომარე, მღვდელი ისიდორე ქოჩიაშვილი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 29 ნოემბერს მღვდლის, კონსტანტინე ანთაძის, ფორმულარული სიის ასლში წერია, რომ იმერეთის ეპისკოპოსის ბესარიონისაგან მარილისის მაცხოვრის ეკლესიაში დანიშნული იყო მღვდლად. ასევე, ამავე ეპისკოპოსისაგან იყო დანიშნული მარილისის ეკლესიის სააღმშენებლო კომიტეტის თავმჯდომარედ. ასლის ნამდვილობას 1918 წლის 29 ნოემბერს ხელმოწერით და საეკლესიო საბჭოს ბეჭდის დასმით ადასტურებს არგვეთის საოლქო საეკლესიო საბჭოს თავმჯდომარე, მღვდელი, ისიდორე ქოჩიაშვილი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 29 ნოემბერს მღვდლის, კონსტანტინე ანთაძის, ფორმულარული სიის ასლში წერია, რომ ქუთაისში სამი წლით იყო არჩეული დეპუტატად სასულიერო სასწავლებელთა და საეკლესიო სანთლის საწყობის საქმეების თაობაზე იმერეთის სამღვდელოების კრებაზე დასასწრებად. ასლის ნამდვილობას 1918 წლის 29 ნოემბერს ხელმოწერით და საეკლესიო საბჭოს ბეჭდის დასმით ადასტურებს არგვეთის საოლქო საეკლესიო საბჭოს თავმჯდომარე, მღვდელი, ისიდორე ქოჩიაშვილი.

1918

ტიპი: თანამდებობა

კონსტანტინე ანთაძის ფორმულარული სიის ასლის მიხედვით, ის მარელისის მაცხოვრის ეკლესიის შემკეთებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. ასლის ნამდვილობას 1918 წლის 29 ნოემბერს ხელმოწერით და საეკლესიო საბჭოს ბეჭდის დასმით ადასტურებს არგვეთის საოლქო საეკლესიო საბჭოს თავმჯდომარე, მღვდელი ისიდორე ქოჩიაშვილი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 25 ნოემბერს შედგენილი პირადი საქმის მიხედვით, მღვდელი კონსტანტინე ანთაძე 1904 წლის 20 მაისიდან 1917 წლის 15 ნოემბრამდე ცხრაწყაროს სკოლის გამგე და რჯულის მასწავლებელი იყო. დოკუმენტის ასლის ნამდვილობას ხელმოწერითა და საეკლესიო საბჭოს ბეჭდის დასმით ადასტურებს არგვეთის საოლქო საეკლესიო საბჭოს თავმჯდომარე, მღვდელი ისიდორე ქოჩიაშვილი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 29 ნოემბერს მღვდლის, კონსტანტინე ანთაძის, ფორმულარული სიის ასლში წერია, რომ იგი იმერეთის ეპისკოპოსის ლეონიდისაგან იყო დანიშნული შორაპნის სამაზრო სკოლების განყოფილების სასკოლო და სარევიზიო კომისიების თავმჯდომარედ. ასლის ნამდვილობას 1918 წლის 29 ნოემბერს ხელმოწერით და საეკლესიო საბჭოს ბეჭდის დასმით ადასტურებს არგვეთის საოლქო საეკლესიო საბჭოს თავმჯდომარე, მღვდელი, ისიდორე ქოჩიაშვილი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 29 ნოემბერს, მღვდლის, კონსტანტინე ანთაძის, ფორმულარული სიის ასლში წერია, რომ კონსტანტინე ანთაძე იმერეთის ეპისკოპოს გიორგისაგან დანიშნული იყო შორაპნის მაზრის საეკლესიო სამრევლო სკოლების გამომცდელი კომისიის თავმჯდომარედ. ასლის ნამდვილობას 1918 წლის 29 ნოემბერს ხელმოწერით და საეკლესიო საბჭოს ბეჭდის დასმით ადასტურებს არგვეთის საოლქო საეკლესიო საბჭოს თავმჯდომარე, მღვდელი, ისიდორე ქოჩიაშვილი.