ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46417

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 7-8 ივნისს ილია ჭავჭავაძემ ელისაბედ ჭავჭავაძეს დეპეშით შეატყობინა, რომ სასწრაფოდ ბრუნდებოდა საქართველოში.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 12 ივნისს ილია ჭავჭავაძე მოსე და ევა მემარნიშვილების დაკრძალვას დაესწრო.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 4 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვალერიან გუნია ქართული თეატრის ადმინისტრატორი იყო.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, იოსებ ეგნატეს ძე ბესელიძე თბილისის გამგეობის წინაშე გამოვიდა მოხსენებით თხევადი საწვავის დასაზოგად კერძო ელექტროსადგურების გამორთვის საკითხის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 18 სექტემბერს თბილისის საბირჟო კომიტეტი წარსდგა ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის, გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულის წინაშე და მიულოცა მას მინისტრად გახდომა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის გამგეობას მოუწონებია გამგეობის წევრ იოსებ ეგნატეს ძე ბესელიძის გეგმა კერძო ელექტრო-სადგურების გამორთვის შესახებ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული იყო თბილისის ქალაქის გამგეობის წევრი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ იოსებ ეგნატეს ძე ბესელიძე იყო თბილისის ქალაქის გამგეობის წევრი.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 16 მაისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, იმერეთის თავად-აზნაურთა კრებაზე გიორგი ღოღობერიძემ წაიკითხა წინადადება იმის შესახებ, რომ აღძრულიყო შუამდგომლობა და აზნაურად მხოლოდ ის პირები დამტკიცებულიყვნენ, რომლებიც 1850-ში არ დაამტკიცეს, რადგან ქონებრივად თავადებზე იყვნენ დამოკიდებულნი.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 14 მაისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა თბილისში სახალხო თეატრის ასაშენებლად ხელმოწერით ფულის შეგროვება, შემოწირულებაზე პასუხისმგებელი იყო სახალხო კითხვათა კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ ხუდადოვი.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წლის 19 მარტის „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ მოსკოვის ლაზარევის ინსტიტუტის პრივატ-დოცენტი ალექსანდრე ხახანაშვილი მოსკოვის უნივერსიტეტის ქართული ლიტერატურის დოცენტად დაინიშნა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 8 ივნისს, შაბათს სამეურნეო საზოგადოების სადგომში გაიმართა სასტატისტიკო ბიუროს კომისიის სხდომა, სადაც განიხილეს ამ საქმის შესახებ პროექტი და დაადგინეს, რომ ბიუროში იყოს ხუთი წევრი და ერთი სპეციალისტი სტატისტიკოსი. ბოლოს ამორჩეულ იქნა ბიუროს თავმჯდომარედ საფიზიკო ობსერვატორიის გამგე ს. ვ. გლასეკი, ხოლო მის მოადგილედ გ. დ. ჟურული.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 14 აპრილის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გამოვიდა მურიეს ფრანგული ჟურნალის „Le Caucase Illusté“-ს მესამე ნომერი, რომელშიც დაბეჭდილი იყო ილია ჭავჭავაძის პოემა „განდეგილი".

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 1-ელი აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნ. ი. ნიკოლაძე თბილისის მეთერთმეტე სასანიტარო დასის თავმჯდომარე იყო.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 1-ელი აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა პავლე ყიფიანის წერილი, რომელშიც ავტორი თავადაზნაურობას და განათლებულ ახალგაზდობას მოუწოდებს, აქტიური მონაწილეობა მიიღონ ქოლერის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 1-ელი აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის გამგეობამ მეთერთმეტე სასანიტარო დასის თავმჯდომარე ნ. ი. ნიკოლაძეს, ქალაქის ინჟინერს და პოლიციას საყასბოების დათვალიერება და ამ საქმიანობის ამსახველი ოქმის ქალაქის მოურავისთვის წარდგენა დაავალა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 13 ივნისს თბილისის გუბერნატორის თანამდებობის აღმასრულებელი პოლკოვნიკი სვეჩინი გორის მაზრიდან საღამოს მატარებლით თბილისში დაბრუნდა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 25 ივნისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, რომ კახეთის რკინიგზის გაყვანის ნება მიეცათ ნიკოლოზ ჭავჭავაძეს და ინჟინერ სიმბერგს, რომლებსაც უნდა შეედგინათ აქციონერული საზოგადოება.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 25 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მეორე გილდიის ვაჭარმა გიორგი სიხარულიძემ და მისმა შვილმა იორდანე სიხარულიძემ ნაბეღლავის წმინდა გიორგის ეკლესიას 80 მანეთი შესწირეს და აღუთქვეს, რომ ეკლესიის შენობის განახლებაშიც შეიტანდნენ წვლილს.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 4 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბათუმში 26 და 29 დეკემბერს დ. ერისთავის ისტორიული დრამა „სამშობლო“ წარმოადგინეს.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 4 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ პ. ცხვილოელი (პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელაშვილი) იუწყება, რომ საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავართა მის მიერ აღმოჩენილი 4 სიიდან ერთი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნთსაცავში ინახება და დავით რექტორის კალამს ეკუთვნის.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 4 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამმართველოში და ქართველთა ამხანაგობის მაღაზიაში ზაქარია ჭიჭინაძის მიერ გამოცემული ანტონ ფურცელაძის „ვაი მართალთა“ იყიდებოდა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 1-ელი აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფლად ქოლერით დაზარალებულების სასარგებლოდ მღვდელმა გ. ჩაგუნავამ მანეთი გაიღო.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 1-ელი აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფლად ქოლერით დაზარალებულების სასარგებლოდ მღვდელმა მ. მონასელიძემ 50 კაპიკი გაიღო.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 1-ელი აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფლად ქოლერით დაზარალებულების სასარგებლოდ ს. ჩიტაძემ და ილია კიკნაველიძემ თითო მანეთი გაიღეს.