რეგისტრირებული ფაქტები47441
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 16 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ პროფესორ ჰუგო შუხჰარდტს საჩუქრად გაუგზავნა „ნარკვევები ქართული სიტყვიერების ისტორიიდან“ და „ივერიის“ ის ნომრები, რომლებშიც დაბეჭდილი იყო სტატია „კვალი საერო პოეზიისა „ქართლის ცხოვრებაში“ და მისწერა, რომ ქართული საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი დაინტერესება ქართული კულტურით.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნებულ ქართველ მწერალთა კავშირის საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ 25 იანვარს, 12 საათზე, დიდუბის პანთეონში საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის აღსანიშნავად გაიმართებოდა საეკლესიო და სამოქალაქო პანაშვიდები ქართველ პოეტთა, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა – ნიკოლოზ ბარათაშვილის, გიორგი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, იროდიონ ევდოშვილის, არჩილ ჯორჯაძის, კიტა აბაშიძის, იაკობ გოგებაშვილის, ლალიონის, ნინო ორბელიანისას და სხვ. – მოსახსენებლად. სიტყვით უნდა გამოსულიყვნენ დავით კლდიაშვილი, ვასილ ბარნოვი, ივანე გომართელი, აკაკი პაპავა, პაოლო იაშვილი და სხვ.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 7 მაისიდან 12 ივლისამდე რუსეთის სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე ილია ჭავჭავაძის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ნიკოლოზ II-მ მისი გაცნობის სურვილი გამოთქვა და აუდიენციაზე მიიწვია. ილიამ იმპერატორზე უაღრესად გონიერი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 11 სექტემბერს ილია ჭავჭავაძე მეუღლესთან, ოლღა გურამიშვილთან ერთად კრწანისის ველზე დაესწრო კრწანისის ბრძოლის ასი წლისთავის აღსანიშნავ მსვლელობას და პანაშვიდს. მსახურებას ატარებდა ეპისკოპოსი ალექსანდრე ოქროპირიძე.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 3 ივლისს მიწათმოწყობისა და მიწათმოქმედების მთავარმა მმართველმა ილია ჭავჭავაძეს გაუგზავნა წიგნი „რუსეთის სოფლის მეურნეობის სტატისტიკურ მონაცემთა კრებული XIX საუკუნის ბოლოსთვის“ და მასზე დართული კარტოგრამებისა და დიაგრამების ატლასი.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 6 ივლისის შემდეგ ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში, ალექსანდრე ნეველის ლავრაში, დაესწრო 6 ივლისს თბილისის გიმნაზიის დარბევის დროს მოკლული ინსპექტორის, შიო ალექსის ძე ჩიტაძის პანაშვიდს. პანაშვიდს მხოლოდ ორი ადამიანი ესწრებოდა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 11 ივნისს ქრისტეფორე იოსების ძე მამაცაშვილმა პეტერბურგში მყოფ ილია ჭავჭავაძეს საბანკო საკითხების შესახებ გამართული თავად-აზნაურთა კრების შედეგები შეატყობინა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 22 ივნისს ილია ჭავჭავაძეს სახელმწიფო კანცელარიიდან შეატყობინეს, რომ 23 ივნისს უნდა გამოცხადებულიყო თავად-აზნაურთა საკრებულოში, სადაც უნდა განეხილათ კანონპროექტი სიკდილით დასჯის შესახებ.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 13 ივლისს თბილისის საადგილმამულო ბანკის გამგეობამ ილია ჭავჭავაძეს წერილობით აუწყა, რომ მისი და მისი მეუღლის მამულები საჯარო ვაჭრობიდან მოხსნეს და ყოველთვიურად პენსიიდან 300 მანეთს დაუქვითავდნენ.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 21 ივლისს ხალხთა თავისუფლების პარტიამ ილია ჭავჭავაძე საპარლამენტო ფრაქციის შეხვედრაზე მიიწვია.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 25 ივლისამდე პეტერბურგში მყოფმა დავით სარაჯიშვილმა ილია ჭავჭავაძის თხოვნით სასტუმრო „ევროპაში“ გამართა სადილი, რომელსაც დაესწრნენ სოციალ-დემოკრატი დეპუტატები: ისიდორე რამიშვილი, ნოე ჟორდანია, ივანე გომართელი, ალექსანდრე ცაგარელი, ივანე ზურაბიშვილი, მალაქია ბოლქვაძე. ილიამ მათ სთხოვა, სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე მხარი დაეჭირათ საქართველოს ავტონომიის მოთხოვნისთვის. დეპუტატები შეჰპირდნენ, რომ ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებდნენ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილმა თბილისში კონიაკის დასაძველებელი საწყობი აშენა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 4 ივლისამდე ილია ჭავჭავაძე ალექსანდრე ცაგარელთან ერთად პეტერბურგის მიტროპოლიტ ანტონს შეხვდა და დიდხანს ისაუბრეს ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხებზე.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 21 ივნისს ხალხთა თავისუფლების პარტიის სამდივნომ პეტერბურგში მყოფი ილია ჭავჭავაძე ფრაქციის შეხვედრაზე მიიწვია.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 18 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ოლღა ჭავჭავაძემ საზოგადოების სასარგებლოდ 1901 წლის 22 დეკემბერს გამართული კონცერტის ანგარიში წარუდგინა.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918-1920 წლებში ისიდორე რამიშვილი საქართველოს მენშევიკური მთავრობის წევრი იყო.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 7 მაისიდან 8 ივლისამდე ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო რუსეთის სახელმწიფო საბჭოს პირველი სესიის სხდომებში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17-20 თებერვალს ცენტრალურ სავაჭრო-სამრეწველო ბანკ „ცენტრობანკში“ აქციებზე ხელმოწერა და თანხების შეტანა შესაძლებელი იყო საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის – სოხუმში, საურთიერთო ნდობის ბანკში, ჯოტო ლევანის ძე შერვაშიძესთან.
1895
ტიპი: ავტორობა
1895 წლის 8 სექტემბრამდე ილია ჭავჭავაძემ მეუღლეს, ოლღა გურამიშვილს თბილისიდან საგურამოში წერილი გაუგზავნა, შეატყობინა, რომ პარასკევს კრწანისის ბრძოლაში დაღუპულთა პანაშვიდი იყო, გაზეთის ნომერი უნდა მოემზადებინა, ამიტომ საგურამოში ვეღარ ავიდოდა. ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამდა ცხენების დაკარგვის გამო.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 14 მაისს აკაკი როსტომის ძე წერეთელი ქუთაისის გუბერნიის სათავადაზნაურო არჩევნებში მონაწილეობდა.