ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47441

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის პირველ იანვარს ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით გამოვიდა გაზეთ „ივერიის“ პირველი ნომერი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 2 იანვარს კავკასიის საცენზურო კომიტეტმა წერილობით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს პროკურორს გაზეთ „ივერიის“ პროგრამის ცენზურის ნებადაურთველად დაბეჭდვის გამო და მოითხოვა მესტამბე ექვთიმე ხელაძის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 3 იანვარი“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 4 იანვარს ილია ჭავჭავაძემ, როგორც გაზეთ „ივერიის“ რედაქტორმა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისგან მიიღო ოფიციალური თხოვნა, რომ რედაქციას გაზეთის ყველა ნომერი უსასყიდლოდ გაეგზავნა საზოგადოებისთვის .

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძემ ჟურნალ „ივერიის“ გაზეთად გადაკეთებასთან დაკავშირებით სტამბურად ნაბეჭდი წერილი გაუგზავნა იმ პირებს, ვისთან თანამშრომლობასაც ისურვებდა. მათ შორის იყვნენ: ნიკო ლომოური, სოფრომ მგალობლიშვილი, დავით კარიჭაშვილი, ეგნატე იოსელიანი, მიხეილ მაჩაბელი და ალექსანდრე ყაზბეგი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 5 იანვარს ილია ჭავჭავაძემ აკაკი წერეთელს გაუგზავნა ვრცელი წერილი, რომლითაც საგანგებოდ სთხოვა გაზეთ „ივერიაში“ თანამშრომლობა და დასძინა, რომ უმისობა გაზეთისთვის დიდი დანაკლისი იქნებოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 5 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს „ტფილისი, 4 იანვარი“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 იანვარს ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 7 იანვარს“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 9 იანვარს ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 8 იანვარს“.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 1-ელ იანვარს ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას განყოფილების 1913 წლის მოქმედების ანგარიში გაუგზავნა. დოკუმენტის მიხედვით, წლის განმავლობაში განყოფილებას ზუგდიდის ნდობის საზოგადოებამ შესწირა 100 მანეთი, თბილისის სავაჭრო სახლმა „აფრიკიანმა“ — 50, თეიმურაზ ცხადაიამ — 10 მანეთი.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებას ივლონ და მაქსიმე ფიფიებმა, ასევე ვლადიმერ კეშელავამ ხუთ-ხუთი მანეთი შესწირეს.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებას ერმინე ქანთარიამ 5 მანეთი შესწირა, იონა ბუკიამ და ილიკო თაყაიშვილმა კი — თითო მანეთი.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებას იოსებ გაბუნიამ, გრიშა გიგინეიშვილმა და კაჭარავამ თითო მანეთი შესწირეს.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 25 მაისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ზაქარია ჭიჭინაძისა და დავით კარიჭაშვილს ნაწარმოებთა შესასყიდად თანხა გამოყვეს.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს ილია ჭავჭავაძე დელეგაციასთან ერთად გაგრაში გაემგზავრა. დელეგაციაში, რომელსაც ილია ხელმძღვანელობდა, მონაწილეობდნენ თბილისის მაზრის თავად-აზნაურთა ყოფილი წინამძღოლი ალექსანდრე ორბელიანი, სიღნაღის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლი დიმიტრი ჩოლოყაშვილი და სხვ.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს ილია ჭავჭავაძე დელეგაციასთან ერთად გაგრიდან სოხუმში პრინც ალექსანდრე ოლდენბურგელთან ჩავიდა.

1903

ტიპი: მფლობელობა

1903 წელს პეტერბურგში გამართულ ხილეულის პირველ გამოფენა-ბაზრობაზე ილია ჭავჭავაძის საკონსერვო ფირმის „ანკარა“ პროდუქცია ოქროს მედლით დაჯილდოვდა.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 25 მაისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ბიბლიოთეკისთვის ხელნაწერის, „ბეჟან მანიჟანიანის“ შესყიდვა გადაწყდა.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 25 მაისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დააკმაყოფილეს თხოვნა ხევსურეთსა და გრემისხევში წიგნების გაგზავნის თაობაზე.

1903

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძე ესტუმრა სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრს, მხატვარსა და საზოგადო მოღვაწე დავით გურამიშვილს.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის წერილის „ტფილისი, 18 სექტემბერი“ დასაწყისი. წერილი ილიას თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ჩვენი სარჩიელი სოფლის მეურნეობის ძვირფას დარგებზე“.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძემ მიიღო ყვარლის მოურავის გიორგი გიგინაშვილის წერილი საოჯახო-სამეურნეო საკითხებთან დაკავშირებით.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძემ შეადგინა პირობის წერილი, რომლის თანახმადაც მოჯამაგირედ აიყვანა დუშეთის მაზრის სოფელ საგურამოს მცხოვრები სანდრო უნდილაშვილი.

1904

ტიპი: ავტორობა

1904 წელს ილია ჭავჭავაძემ მიიღო ვასილ გამრეკელის წერილი. იგი ახალციხეში მცხოვრებ ქართველთა სახელით შუამდგომლობას სთხოვდა, წმინდა მარინეს სახელობის ადგილობრივ ეკლესიაში ქართული ენის მცოდნე სასულიერი პირი დაენიშნათ.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს ნაძალადევში ბიბლიოთეკის გახსნაზე მისულ ილია ჭავჭავაძეს სოციალ-დამოკრატები დაუპირისპირდნენ.