ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47441

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 28 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 28 აგვისტო“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სოფლის მეურნეობა რუსეთში“.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 4 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 3 სექტემბერი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „მინისტრის მოლოდინში“.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს თბილისის სასამართლო პალატამ განიხილა ზაალ გურამიშვილის მეურვის სააპელაციო საჩივარი ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ წისქვილის თაობაზე და ძალაში დატოვა საოლქო სასამართლოს 1902 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ილია ჭავჭავაძის ბრალეულობა არ დასტურდებოდა.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძის ხელმოწერით ცალკე წიგნად გამოვიდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიში.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 19 სექტემბერს ილია ჭავჭავაძემ ოლღა გურამიშვილს მისწერა, რომ რამდენიმე დღეში საგურამოში ოცამდე სტუმარს ელოდებოდა და თადარიგის დაჭერა სთხოვა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 19 სექტემბერს ილია ჭავჭავაძემ ოლღა გურამიშვილს საგურამოში ხანჯალი გაუგზავნა, რომ კარგი სამსახურისთვის თავიანთი მეცხვარისთვის გადაეცა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 19 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში „ბანკეტი პროფესორ ჩუბინოვის პატივსაცემად“ ილია ჭავჭავაძის ბანკეტზე წარმოთქმული სიტყვა დაიბეჭდა.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 8 სექტემბერს ილია ჭავჭავაძემ მარჯორი უორდროპს მისწერა, რომ თანახმა იყო პოემა „განდეგილის“ ინგლისური თარგმანის გამოცემაზე და ძმასთან ერთად საქართველოში დაპატიჟა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 25 სექტემბერს ილია ჭავჭავაძეს საგურამოში დავით ჩუბინაშვილი, ალექსანდრე ცაგარელი და სხვა საზოგადო მოღვაწეები სტუმრობდნენ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 26 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „თბილისის გიმნაზიის იუბილე“.

1881

ტიპი: მფლობელობა

1881 წლის სექტემბერში გიორგი შერვაშიძემ ილია ჭავჭავაძეს ცხენი აჩუქა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 27 სექტემბერს ილია ჭავჭავაძე თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დაარსებიდან 50 წლის აღსანიშნავ იუბილეს დაესწრო.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წლის 20 თებერვალს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის წევრთა კრებაზე ილია ჭავჭავაძე სამი წლით ბანკის პირველი ჯგუფის რწმუნებულად აირჩიეს.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 1-ელ ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „ბ. მარკოვის საჩივარი“.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 24 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ ოდესის საბაღო მეურნეობიდან ყვავილების ნერგები გამოიწერა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 23 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „არხეოლოგიური კრების გათავება“.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 11 თებერვალს თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლმა გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილმა ილია ჭავჭავაძეს სთხოვა, ერჩია, რა ზომების მიღება აჯობებდა არსებული აგრარული უწესრიგობის დასარეგულირებლად.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წელს ნინო სვიმონის ასულ ორბელიანის ლექსების კრებულში დაიბეჭდა ლექსი „ი. ჭავჭავაძეს“.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 21 სექტემბერს ილია ჭავჭავაძე არქეოლოგთა მეხუთე ყრილობის ბოლო სხდომას დაესწრო.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 30 აგვისტოს ილია ჭავჭავაძემ მიიღო აბდულ ხასანის ძე მიქელაძის წერილი და მის მიერ შეკრებილი არქეოლოგიური ნივთები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისათვის.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 19 ივნისს გიორგი ქართველიშვილმა ილია ჭავჭავაძეს ძმისწულის, მიხეილ ქართველიშვილის თბილისის საადგილმამულო ბანკში ბუღალტრის თანაშემწედ დანიშვნა სთხოვა.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 8 ივნისს ილია ჭავჭავაძემ მიიღო ეკატერინე ნიკოლაძის წერილი თბილისის საადგილმამულო ბანკში სახლის დაგირავების შესახებ.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 27-30 მაისს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის საადგილმამულო ბანკის კრებას და მხარი დაუჭირა სათავადაზნაურო სკოლის მოსწავლეების – კოტე ელიოზიშვილისა და ნიკოლოზ ჯანდიერისათვის სამედიცინო განათლების მისაღებად სტიპენდიების დანიშვნას.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 2 თებერვლამდე მოურავმა მოსე ოტიას ძე მემარნიშვილმა ილია ჭავჭავაძეს საგურამოს მამულიდან ქონების დატაცების შესახებ აცნობა.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს ილია ჭავჭავაძე დელეგაციასთან ერთად სოხუმიდან ფოთისკენ გემით გაემგზავრა.