ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47441

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წელს საგუბერნიო კრების გაგრძელების გამო თავადაზნაურობის წინამძღოლის, რევაზ ანდრონიკაშვილის თხოვნით თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარემ ილია ჭავჭავაძეს ორჯერ გაუხანგრძლივა შვებულება, რათა ამ კრებებზე დასწრება შესძლებოდა.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს განვლილი წლის ანგარიში, შეიტანეს კორექტივები და გამგეობის წევრად ვახტანგ მუსხელიშვილი აირჩიეს.

1864

ტიპი: თანამდებობა

1864 წელს ილია ჭავჭავაძე მეფისნაცვლის სამმართველომ გამოიძახა და ქუთაისიდან თბილისში გაემგზავრა. თბილისის გუბერნიაში ბატონყმობის გაუქმების გამოცხადების გამო ილია აღმოსავლეთ საქართველოში გადაიყვანეს სამუშაოდ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 16 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორის, ალექსი ჭიჭინაძის წერილი მიიღო ახალი მასწავლებლის მიწვევის საჭიროების შესახებ.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს შემფასებელი კომისიის წევრმა ლევან ჩერქეზიშვილმა შეადგინა ილია ჭავჭავაძის უძრავი ქონების შეფასების აქტი. დოკუმენტის მიხედვით ქონების ღირებულება 22800 მანეთი იყო.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას, რომელზეც მიიღეს დადგენილება სოხუმში სასწავლებლის გახსნასთან დაკავშირებით სამოსწავლო ოლქის მზრუნველის წინაშე შუამდგომლობის აღძვრის შესახებ.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს ილია ჭავჭავაძე დაესწრო მოლდოვის ქალაქ ტირასპოლის კათოლიკეთა ეპისკოპოსის, ედუარდო როპის მიერ თბილისში გამართულ დარბაზობას.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძემ მიიღო წერილი ბერლინში სამკურნალოდ წასული ანტონ ფურცელაძისაგან, რომელიც სწერდა,რომ ვარშავაში გაძარცვეს და უფულოდ დარჩა, ამიტომ სთხოვდა ორი თვის ხელფასის წინასწარ გაგზავნას.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის სექტემბერში ჟურნალ „ივერიის“ №9-ში ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის „შინაური მიმოხილვა“, რომელიც იწყებოდა სიტყვებით: „ბევრს წყალს ჩაუვლია ქვეყანაზედ ...“.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881 წლის 3 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე სარაჯიშვილი საზოგადოების საქმისმწარმოებლად აირჩიეს.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 3 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 3 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იონა მეუნარგიას წინარეხსა და თონეთში ჩასვლა და სკოლების მშენებლობის პროცესის დაწყება დაევალა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 3 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომამ დაადგინა, სტეფანწმინდის მცხოვრებთა ყრილობის გადაწყვეტილება სკოლის გახსნის თაობაზე გუბერნატორისთვის დასამტკიცებლად გაეგზავნათ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 16 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „ქართული თეატრის შესახებ“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 4 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „ახალ ქართულ გაზეთს“.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძემ პრინც ალექსანდრე ოლდენბურგელს საპასუხო წერილი გაუგზავნა და სთხოვა ნებართვა, რომ მისი გეგმები სათავადაზნაურო კრებისთვის გაეცნო.

1903

ტიპი: სტატუსი

1903 წელს დურგალთა ამხანაგობა „შრომის“ წევრთა საერთო კრებაზე ილია ჭავჭავაძე ამ ამხანაგობის წევრად აირჩიეს.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს ილია ჭავჭავაძე დელეგაციასთან ერთად გაგრაში გემით ჩავიდა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 17 სექტემბერს ილია ჭავჭავაძე ვერის ბაღში დავით ჩუბინაშვილის, ილია ოქრომჭედლიშვილისა და ალექსანდრე ცაგარლის პატივსაცემად გამართულ ბანკეტს დაესწრო.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 18 სექტემბერს ილია ჭავჭავაძემ ოლღა გურამიშვილს შეატყობინა, რომ 19 სექტემბერს ანა ღოღობერიძე-მუსხელიშვილთან, დავით ჩუბინაშვილსა და მაკო აფხაზთან ერთად საგურამოში ავიდოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საზოგადოების სასარგებლოდ მეჯლისის გამართვის ორგანიზება ნიკოლოზ ცხვედაძეს, დავით ერისთავსა და ვასილ თუმანიშვილს დაევალათ.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 22 ივლისს პოეტმა დომინიკა ერისთავმა, რომელიც წერდა „განდეგილის“ ფსევდონიმით, ილია ჭავჭავაძეს მიუძღვნა ლექსი („ირგვლივ მთებს მწვანე მანტია წამოუბურავს გმირულად...“).

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 19 მაისის გაზეთ „ივერიაში“ ილ. პონტელის ფსევდონიმით დაიბეჭდა ილია მანუჩარის ძე ჩიქოვანის წერილი „ვისი ბრალია?“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 8 ივლისს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „სოფლის მწარმოებლები“.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 19 მაისს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის სათავადაზნაურო ბანკის სხდომას, რომელზეც განიხილეს გრიგოლ იერემიას ძე არწრუნის სახლის და ქარვასლის ბანკის ან თავადაზნაურობის მფლობელობაში გადასვლის საკითხი.