ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები48618

1900

ტიპი: ღონისძიება

1900-იან წლებში ნოვოროსიისკში საზღვარგარეთის პასორტის მიღებიდან მეხუთე დღეს თედო უკვე პარიზში იყო.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900-იან წლებში საქართველოდან გაქცეულ თედო სახოკიას ნოვოროსიისკში საზღვარგარეთის პასპორტი ნახევარ საათში მისცეს იქაური საბაჟოს უფროსის, პეტრე ღლონტის რეკომენდაციით.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900-იან წლებში სოხუმიდან ნოვოროსიისკში გემით გაქცეულ თედო სახოკიას იქ მამამისის მეგობარი, პეტრე ღლონტი დახვდა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900-იან წლებში თედო სახოკია შეიყვანეს იმ პირთა სიაში, ვინც ხელს უშლიდა სოხუმის ოლქის მცხოვრებთა გარუსებას.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900-იან წლებში, თედო სახოკიას სოხუმში ცხოვრების პერიოდში, სოხუმის რუსობა უკლებლივ შავრაზმელებისგან შედგებოდა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900-იან წლებში დაპატიმრების საფრთხის გამო პარიზში დაბრუნებული თედო სახოკია ხალისით ჩაება სარედაქციო მუშაობაში.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს რუსეთში მძიმე ცხოვრების ფონზე იაპონიასთან ომის პირობებში ისახებოდა მონობის შეცვლა თავისუფლებითა და დემოკრატიულ კანონებზე დამყარებული სახელმწიფოს შექმნა, რაც სოციალისტობასა და რევოლუციონერობას ნაზიარებ ახალგაზრდების, მათ შორის თედო სახოკიას ოცნება იყო.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს რუსეთ-იაპონიის ომის დროს, პარიზში გამოსული გაზეთის „საქართველო“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი დეკანოზიშვილი ცდილობდა კავშირი დაემყარებინა რუსეთში შემავალი ქვეყნების სარევოლუციო კომიტეტის წარმომადგენლებთან.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს რუსეთ-იაპონიის ომის დროს, პარიზში გამოსული გაზეთის „საქართველო“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი დეკანოზიშვილი ცდილობდა იაპონიის წარმომადგენლებთან დაკავშირებას.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს მიხეილ ესაკია ფოთის პორტის მუშათა შორის დიდი გავლენით სარგებლობდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის თედო სახოკიას მონაწილეობით დაგეგმილი რევოლუციის შემდგომ პერიოდში სოხუმის რუსი შავრაზმელები ქვეყნის დაქცევას ფიქრობდნენ.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს რევოლუციონერები ცდილობდნენ გენერალ ალიხანოვის რაზმების დევნასა და შეპყრობის საშიშროებას გაქცეოდნენ.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის თბილისის კომიტეტის წევრი გასპარ ალექსანდრეს ძე იადუფოვი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის თბილისის კომიტეტის წევრი შაქრო გიორგის ძე ნახუცაროვი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის მიერ საქართველოში შემოტანილი იარაღის ერთი ნაწილი, რომელსაც პორტში თედო სახოკია უნდა დახვედროდა, მთავრობამ ჩაიგდო ხელში, მეორე ნაწილი კი რევოლუციის მხარდამჭერთ დაურიგდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის მიერ საზღვარგარეთ შეძენილმა ორთქლმავალმა „სირიუსმა“ საქართველოს ნაპირებს მიაყენა შვეიცარიაში პარტიის მიერ ნაყიდი თოფები, რომელიც სემდგომში თედო სახოკიას უნდა გაენაწილებინა ხალხისთვის.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს რევოლუციის მზადების ამბავი თედო სახოკიამ პარტიის ფოთის კომიტეტის თავმჯდომარესა და მეგობარს, მიხეილ ესაკიას გაუზიარა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის ზაფხულში თედო სახოკია პარიზიდან საქართველოში დაბრუნდა. სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის დავალებით მას რევოლუციიის მოსაწყობად საზღვარგარეთიდან წამოსული იარაღი უნდა მიეღო შავიზღვისპირეთის სხვადასხვა პუნქტში.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წელს რევოლუციის წინა პერიოდში, რომლის ორგანიზებაში თედო სახოკია აქტიურად მონაწილეობდა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართა საჯარო მიტინგები, სადაც გამოვიდნენ არსებული წეს-წყობილების კრიტიკით და მის შეცვლას ითხოვდნენ.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის რევოლუციის წინა პერიოდში ბათუმში „ჩერნომორსკი ვესტნიკის“ სტამბაში თედო სახოკიას მონაწილეობით არალეგალურ გამოცემათა ბეჭდვა დაიწყო.

1905

ტიპი: ღონისძიება

ვინაიდან თედო სახოკია სოხუმის მცხოვრები იყო და ზღვის სანაპირო და მკვიდრნი მისთვის შინაურნი იყვნენ, მას არ უნდა გაძნელებოდა 1905 წელს გიორგი დეკანოზიშვილის მიერ მასზე დაკისრებული დავალება − დახვედროდა რევოლუციის მოსაწყობად საზღვარგარეთიდან წამოსულ იარაღს შავიზღვისპირეთის სხვადსხვა პუნქტში.

1905

ტიპი: ავტორობა

თედო სახოკიას აზრით, 1905 წლის რუსეთ-იაპონიის ომის შედეგად მეფის რუსეთის დაუძლურება მონობის უღლის გადაგდებას მოასწავებდა საქართველოსთვის.

1905

ტიპი: ავტორობა

თედო სახოკიას აზრით, 1905 წლის რუსეთ-იაპონიის ომი საქართველოში რევოლუციის მოახლოვებას შეუწყობდა ხელს.

1905

ტიპი: ავტორობა

თედო სახოკიას აზრით, 1905 წლის რუსეთ-იაპონიის ომი ახალ სანუგეშო პერსპექტივებს უქადდა საქართველოს.

1905

ტიპი: ღონისძიება

პარიზიდან საქართველოში დაბრუნებული არჩილ ჯორჯაძე მომავალი 1905 წლის რევოლუციის მოწყობის საქმეში ჩაერთო.