ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46506

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 21 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საზოგადოების მდივნისა და მისი თანაშემწის ხელფასი განსაზღვრეს.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 10 სექტემბერს ცენზურამ ილია ჭავჭავაძის ბროშურის „ქუთაისის ბანკის საქმის“ დაბეჭდვის ნებართვა გასცა.

1890

ტიპი: თანამდებობა

1890 წელს მიხეილ გოცირიძე ილია ჭავჭავაძის მოურავი იყო.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 3 ნოემბერის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის წერილის დასასრული „ტფილისი, 2 ნოემბერი“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ქუთაისის ბანკის საქმეთა გამო“.

1891

ტიპი: თანამდებობა

1891-1903 წლებში გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი გაზეთ „Новое обозрение“-ს რედაქტორი იყო.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 6 ივლისს ილია ჭავჭავაძე თბილისის სასამართლო პალატაში გამოცხადდა, სადაც ბ. სერჟპუტოვსკის საჩივრის საფუძველზე განიხილებოდა მისი, როგორც „დროების“ ყოფილი, და სერგეი მესხის, როგორც მოქმედი რედაქტორის, ასევე ამავე გაზეთში გამოქვეყნებული კორესპონდენციის ავტორის, ივანე აბაშიძის საქმე. განხილვა გადაიდო.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 6 ივნისს ილია ჭავჭავაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას თავმჯდომარეობდა.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 6 ივნისს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ბათუმის სკოლის საკითხის განხილვაში აქტიური მონაწილეობა მიიღო.

1882

ტიპი: თანამდებობა

1882 წლის 6 ივნისს ივანე ბაგრატიონ-მუხრანელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარედ აირჩიეს.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 20 ივნისის გაზეთ „დროებაში“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „ბათუმისა და ფოთის შესახებ“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძემ ოლღა გურამიშვილს წერილობით სთხოვა, რომ სახლში არსებული სახელოვანი ადამიანების პორტრეტები მსახური ბიჭის ხელით მისთვის გაეგზავნა.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 17 აგვისტოს აკაკი წერეთლის პატივსაცემად თელავში ნადიმი გაიმართა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 2 ივლისის გაზეთ „დროებაში“ ილია ჭავჭავაძის სტატია „მავნებელი დედააზრები“ დაიბეჭდა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 22 ივლისის გაზეთ „დროებაში“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის სტატია „ერთი საისტორიო საგანი“.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 24 ივლისს ოდესიდან ფოთში გაგზავნეს ილია ჭავჭავაძის მიერ შეკვეთილი სამკალი მანქანა.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 25 ივლისის გაზეთ „დროებაში“ ილია ჭავჭავაძის ხელმოწერით თბილისის სათავადაზანურო ბანკის 1882 წლის 1-ელი ივლისისთვის არსებული ბალანსი დაიბეჭდა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ივნისში გამოვიდა ჟურნალ „ივერიის“ მეექვსე ნომერი, რომელშიც ილია ჭავჭავაძის სტატია „შინაური მიმოხილვა“ დაიბეჭდა.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძემ წერილი გაუგზავნა ოლღა გურამიშვილს და აცნობა, რომ მის მიერ გამოწერილი სამკალი მანქანა უკვე გამოგზავნილი იყო და იმედოვნებდა, რომ ჯონ პიტსი მემანქანესაც გამოუგზავნიდა.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 14 ივლისის გაზეთ „შრომაში“ ბოსლეველის ფსევდონიმით დაიბეჭდა ესტატე მჭედლიძის წერილი „იმედი“ და მისი კრიტიკოს-პუბლიცისტები“, რომელშიც ავტორი სტეფანე ჭრელაშვილს ქართულ ლიტერატურასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ილია ჭავჭავაძის როლზე ეკამათებოდა.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 28 აპრილს ილია ჭავჭავაძე თავადაზნაურთა სკოლის კომიტეტის სხდომას დაესწრო.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 29 აპრილს ილია ჭავჭავაძემ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის სხდომაზე წლიური ანგარიში წაიკითხა.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 1-ელი მაისის გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრების ანგარიში. კრებას ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 22 ივნისის გაზეთ „დროებაში“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის სტატია „ახალი გაზეთი „ბათომის ფურცელი“. ტექსტის სახელით პირველად მწერლის თხზულებათა ოცტომეულში გამოქვეყნდა.