ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50861

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ვლადიკავკაზში გაემგზავრა დელეგაცია, რომლის თავმჯდომარეც იყო მამედ ჯაფაროვი, ხოლო საქართველოს ნაციონალური საბჭოდან გაგზავნილი იყო ნაფიცი რწმუნებული იოსებ მაჭავარიანი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს მამედ ჯაფაროვი იყო აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, ნიკოლოზ სიმონის ძე ჯანაშიას ჰყავდა ერთი ვაჟი, რომელიც სოხუმის რეალურ სასწავლებელში სწავლობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, გრიგოლ მაჭავარიანი აკაურთის, ბობრალოს ან გომარეთის სკოლის მასწავლებლად უნდა დანიშნულიყო.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განხილული ვარლამ ბურჯანაძის მოხსენების მიხედვით, ატენის სკოლის დახურვის მთავარი მიზეზი სამხედრო-სამრეწველო კომიტეტის მიერ სკოლის შენობის რეკვიზიცია გახდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, ვარლამ ბურჯანაძე მიიჩნევდა, რომ: ატენის, ვარიანის, საგურამოს, ყალამშის, წერაქვის, ნავთლუღის, ზუგდიდის, წინარეხის, მოიდანახეს, გერგეთისა და შრომის სკოლების პედაგოგებს ანაზღაურება უნდა მომატებოდათ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს კალენიკე გიორგის ძე გოგიბერიძე თბილისის საბჭოს ხმოსანი იყო.

1918

ტიპი: განათლება

1918 წელს ირაკლი ირაკლის ძე ჭავჭავაძე ხარკოვის უნივერსიტეტის ბუნებისმეტყველების ფაკულტეტის კურსდამთავრებული იყო.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წელს ელენე ბახტაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი იყო.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წელს მინადორა ტოროშელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრებად ივანე გიორგობიანისა და ვასილ წულაძის არჩევაზე თანხმობა განაცხადა.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წელს მინადორა ტოროშელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრებად ვარლამ ბურჯანაძისა და კალენიკე ქავთარაძის არჩევაზე თანხმობა განაცხადა.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წელს მინადორა ტოროშელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრებად სერგო იაშვილისა და არჩილ ჯაჯანაშვილის არჩევაზე თანხმობა განაცხადა.