ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46614

1889

ტიპი: ორგანიზაცია

1889 წლის 21 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თევდორე დავითის ძე ჟორდანია საეკლესიო და საარქეოლოგო განყოფილების საბჭოს წევრად დანიშნეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 23 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ჯინჭველაძის მიერ საინგილოში დაარსებულ სამრევლო სკოლაში 18 მოსწავლე სწავლობდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ლუკა ნიკოლოზის ძე ასათიანს ქუთაისში ორსართულიანი სახლი ჰქონდა სარდაფით, ერთსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1889

ტიპი: ორგანიზაცია

1889 წლის 21 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ ზაქარიას ძე ბარნოვი საეკლესიო და საარქეოლოგო განყოფილების საბჭოს წევრად დანიშნეს.

1889

ტიპი: ორგანიზაცია

1889 წლის 21 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პოლიევქტოს კარბელაშვილი საეკლესიო და საარქეოლოგო განყოფილების საბჭოს წევრად აირჩიეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მადლობა გადაუხადა ბათუმელებს, რომლებმაც მაკრინე ღლონტის თაოსნობით შეგროვებული 82 მანეთი ლატარეა-ალეგრის ღონისძიებისთვის გამოგზავნეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვახტანგ ორბელიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავს საჩუქრად ხელნაწერი „როსტომიანი“ გადასცა.

1888

ტიპი: განათლება

1888 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისის ქართულ-სომხური განყოფილების აღმოსავლეთის ფაკულტეტი ნიკოლოზ იაკობის ძე მარრმა წარმატებით დაასრულა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 19 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ჰქონდა 22510.32 მანეთი. ხარჯთაღრიცხვას ხელი ნიკოლოზ ცხვედაძემ მოაწერა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს პოლიევქტოს კარბელაშვილი გურჯაანში მღვდელი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ვასილ ზაქარიას ძე ბარნოვი თელავის სასულიერო სასწავლებლის პედაგოგი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს თევდორე დავითის ძე ჟორდანია თბილისის სასულიერო სემინარიაში მასწავლებლად მუშაობდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ექვთიმე თაყაიშვილი თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ეგზარხოსმა პალადიმ საეკლესიო და საარქეოლოგო განყოფილების საბჭოს თავმჯდომარედ დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე დანიშნა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 14 თებერვალს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლას გრიგოლ დადიანმა 15 მანეთი შესწირა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 19 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 24-ე სხდომას დაესწრნენ: იაკობ გოგებაშვილი და გრიგოლ ყიფშიძე.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 12 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეგზარხოს პალადის ნებართვით სოფ. ზემო ნიქოზში პირველმოწამე რაჟდენის სახელობის ტაძრის განახლება გადაწყვიტეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 2 თებერვალს კავკავის საკომერციო კლუბში მიხეილ ზაალის ძე ყიფიანის თაოსნობით სკოლის სასარგებლოდ მასკარადი გაიმართა. მასკარადიდან ნაღდი შემოსავალი 140 მანეთამდე დარჩა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა გიორგი დავითის ძე ქართველიშვილის თბილისში მდებარე ორსართულიან სახლს ორი ორსართულიანი შენობით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა დიმიტრი და ბესარიონ გრიგოლის ძე მხეიძეების ქუთაისში მდებარე ორსართულიან სახლს სამსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს გიორგი დავითის ძე ქართველიშვილს თბილისში ორსართულიანი სახლი ჰქონდა ორი ორსართულიანი შენობით, სარდაფითა და პატარა მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს დიმიტრი და ბესარიონ გრიგოლის ძე მხეიძეებს ქუთაისში, ვორონცოვის ქუჩაზე, ორსართულიანი სახლი ჰქონდათ სამსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1889

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1889 წლის 15 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მღვდელი იროდიონ ჩეკურიშვილი სოფ. ურიათუბანში ავადმყოფებსა და გაჭირვებულებს ეხმარებოდა.

1889

ტიპი: ორგანიზაცია

1889 წელს ივანე გიორგის ძე მაჩაბელი თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის მმართველობის წევრი იყო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 15 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკს, რომლის ბუღალტერიც დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი იყო, სალაროში 46 596. 17 მანეთი ჰქონდა.