ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50101

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 22 მაისს შედგა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების წლიური კრება, რომელზეც დაასახელეს სოხუმის განყოფილების ახალი წევრები: მიხეილ ჟვანია, ალექსი ქაიხოსროს ძე ჭელიძე, სილიბისტრო ფარულავა, პაკო ავიძბა, ანასტასია კონსტანტინეს ასული ნაჭყებია, ეკატერინე ნაჭყებია, ძუკუ თოფურია, ალექს გეგეშიძე, ისააკ ცანავა, ვარლამ კიზირია, დომენტი მომცემლიძე, ვლადიმერ კინწურეიშვილი, ერასტო ქუჩულორია, პავლე თოფურიძე, იოსებ ალექსანდრია, ვარლამ მგელაძე, მარიამ მგელაძე, ელენე შარაშიძე, ესტატე ლატარია, ალექს განგია, იონა გაბუნია, ანტონ ალმასხანის ძე ჩაჩავა, მელიტონ ესაკია, ელპიტე თოფურიძე, მარიამ რატიანი, ვლადიმერ გეგელაშვილი, მოსე გაგუა, ნიკო დგებუაძე, ყარამან შონია და კესარია ცომაიასი.

პირები
მიხეილ საველის ძე ჟვანია სილიბისტრო ფარულავა ალექსი ქაიხოსროს ძე ჭელიძე ანასტასია კონსტანტინეს ასული ნაჭყებია პაკო ავიძბა ეკატერინე გრიგოლის ასული ნაჭყებია ძუკუ თოფურია ალექსი გეგეშიძე ისააკ ცანავა ვარლამ კიზირია დომენტი დავითის ძე მომცემლიძე ვლადიმერ კინწურეიშვილი ერასტო ქუჩულორია პავლე თოფურიძე იოსებ ალექსანდრია ვარლამ მგელაძე მარიამ მგელაძე ელენე შარაშიძე ესტატე ლატარია ალექს განგია იონა გიორგის ძე გაბუნია ანტონ ალმასხანის ძე ჩაჩავა მელიტონ ესაკია ელპიტე თოფურიძე მარიამ ლუკას ასული თათეშვილი-რატიანი (მარიამ გარიყული) ვლადიმერ ლუარსაბის ძე გეგელაშვილი მოსე გაგუა ნიკოლოზ იბრაგიმის ძე დგებუაძე ყარამან შონია კესარია ცომაიასი
წყარო

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 22 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების წლიურ კრებაზე გამგეობის წევრებად აირჩიეს: ნინო ალექსანდრეს ასული თურქია, ვასო ალანია, გრიგოლ ამბაკოს ძე მახარაძე, ელიზბარ პეტრეს ძე კაჭარავა, ნიკოლოზ ყარამანის ძე თავდგირიძე, ანთიმოზ ივანეს ძე ჯუღელი, გახუ პეტრეს ძე თურქია, რაფიელ იოსების ძე გოკიელი, პლატონ ლევანის ძე გელოვანი, ალექსანდრე ლუკას ძე გრიგოლია, იასონ თურქია, მიხეილ გეგეჭკორი, რაჟდენ თენგოს ძე შენგელაია, ილიკო მოსიძე და დათიკო მეძმარიაშვილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 22 მაისს შედგა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების წლიური კრება, რომელზეც სოხუმის განყოფილების გამგეობის სარევიზიო კომისიის წევრებად აირჩიეს: იოსებ ტოჩიას ძე ლოლუა, იაკიმე ლუარსაბის ძე გეგელაშვილი და მელიტონ შენგელაია, ხოლო მათ კონსულტატებად აირჩიეს: ვარლამ გოჩელეიშვილი და შამშე თოფურიძე.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 22 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ ალექსანდრე გერასიმეს ძე რუხაძის (ალ. გერასიმიძის) უსათაურო ლექსი გამოქვეყნდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 22 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ალექსანდრე მელქოს ძე ბაჯიაშვილის სტატია რომანოზ ნიკოლოზის ძე სალაყაიას შესახებ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 22 მაისის ჟურნნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ივანეს ძე ფერაძის (ჩაქუჩის) სტატია ქართველი მუსულმანების შესახებ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 22 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ოსურმა დრამატულმა წრემ სახალხო სახლში ოსურად თარგმნილი ალექსანდრე ყაზბეგის „არსენა“ წარმოადგინა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 22 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ქართველ მოღვაწეთა აგარაკის ასაშენებლად ნოე გოცირიძემ (ცარიცინმა) 3 მანეთი შესწირა, გ. ბელქანიამ – 5, თ. აფხაზიშვილმა – მანეთი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 22 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის (მოლა ნასრ-ედდინის) სტატია „დაუჯერებელი ამბები“.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 22 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორი, კარლო სიმონის ძე ჩხეიძე და პროკოფი ლევანის ძე შერვაშიძე მესამე მოწვევის სახელმწიფო სათათბიროოს წევრები იყვნენ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 22 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ არიმათიელის (იოსებ იმედაშვილის) სტატია „სათათბიროს ათი წლის თავი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 22 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა დასასრული მიხეილ ლონგინოზის ძე კავსაძის სტატიისა „ქართული მუსიკა“.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 22 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, პოეტი ვლადიმერ ივანეს ძე დარჩიაშვილი გარდაიცვალა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 22 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ბუღდან ევანგულოვმა იროდიონ ევდოშვილის ოჯახს 10 მანეთი აჩუქა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 22 მაისის ჟურნნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე გომართელის სტატია პოეტ ვლადიმერ დარჩიაშვილის გარდაცვალების შესახებ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 22 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის სტატია „როდემდის იქნება ეს სავალალო დრო“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 22 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ ბოჭორიშვილის წერილი იროდიონ ევდოშვილის გარდაცვალების შესახებ.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 22 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ვარლამ ლევანის ძე გელოვანი, აკაკი ივანეს ძე ჩხენკელი და კარლო სიმონის ძე ჩხეიძე მეოთხე მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს წევრები იყვნენ.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 22 მაისს კისლოვოდსკში ქველმოქმედი სტეფანე სვიმონის ძე ელიაძე გარდაიცვალა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 22 მაისს ეკატერინე ივანეს ასული სარაჯიშვილის სახლში ალექსანდრე ივანეს ძე სუმბათაშვილის პატივსაცემად ნადიმი უნდა გაემართათ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 22 მაისს ახალი კლუბის დარბაზში ქრისტეფორე კაპანაძემ წაიკითხა ლექცია ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 15 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარემ ბარბარე (ვარვარე) სპირიდონის ასულმა წერეთლისამ და მდივანმა პავლე გრიგოლის ძე მეტრეველმა საზოგადოების მთავარგამგეობას მისწერეს, რომ ზესტაფონის დამწვარი თეატრის აღსადგენად ხელუხლებლად შენახული ჰქონდათ 2900 მანეთი, მაგრამ საკმარისი არ იყო და ამიტომ სთხოვდნენ ფულადი დახმარება გაეწიათ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 15 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარემ ბარბარე (ვარვარე) სპირიდონის ასულმა წერეთლისამ და მდივანმა პავლე გრიგოლის ძე მეტრეველმა საზოგადოების მთავარგამგეობას მისწერეს, რომ ზესტაფონის თეატრის აღდგენა განყოფილებას კულტურული საქმიანობის გაფართოების საშუალებას მისცემდა და იგი მუდმივი შემოსავლის წყარო გახდებოდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 15 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარემ ბარბარე სპირიდონის ასულმა წერეთლისამ და მდივანმა პავლე გრიგოლის ძე მეტრეველმა საზოგადოების მთავარგამგეობას მისწერეს, რომ ზესტაფონის განყოფილების მთავარი ამოცანა დამწვარი თეატრის აღდგენა იყო.