ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51860

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 23 იანვარს გამოიცა საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის 1918 წლის ხარჯთაღრიცხვა, რომელსაც ხელს აწერდა საქართველოს საეროვნებო საბჭოს თბილისის მამულების მოურავი პეტრე მამრაძე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 23 იანვარს გამოიცა საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის 1918 წლის ხარჯთაღრიცხვა, რომელსაც ხელს აწერდნენ საქართველოს საეროვნებო საბჭოს თბილისის მამულების მოურავი პეტრე მამრაძე, სექციის მდივანი ილია ზურაბიშვილი, ბუღალტერი კონსტანტინე შათირიშვილი და საქმის მწარმოებელი ირაკლი თაზიშვილი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 23 იანვარს გამოცემულ საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის 1918 წლის ხარჯთაღრიცხვას თან ერთვოდა ქონებათა სექციის კანცელარიის მოხელეთა და პენსიონერებთა სია: საადგილმამულო კომისიის ყოფილი მდივანი – დავით ვაჩნაძე; პენსიონრები: სოლომონ ჯავრიშვილი, ეკატერინე მელიქიშვილი და ელენე მაღალაშვილი.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 22 იანვარს ტრაპეზუნის ოლქის ქალაქ პლატანაში მოურავად დაინიშნა გორის მოურავად ნამყოფი ზაქარია ქიტიაშვილი.

1917

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „საქართველოს" 1917 წლის 22 იანვრის გამოცემის ცნობით, ნინო გაბაშვილისამ თავისი სახელის დღის აღსანიშნავად ქართველ ქალთა საზოგადოების სახელოსნო სკოლას ღარიბ მოსწავლეთა სწავლის დასაფინანსებლად 25 მანეთი შესწირა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 20 იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყებოდა, რომ გარდაცვლილ მიხრან ანანოვს ქართულ დაწესებულებათათვის დაუტოვებია 15000 მანეთი. რაჟდენ დათეშიძემ ქუთაისის საკომერციო სასწავლებლის სახელით განსველებულის კუბო 10 გვირგვინით შეამკო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 18 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ პოდპორუჩიკ ალექსანდრე გორგაძეს გადასცა ქართული წიგნები და რვეულები ქართველ მაჰმადიანთათვის დასარიგებლად ჭანეთში.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 7 ივნისს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლთა და დეპუტატთა საგანგებო კრებაზე გამგეობის წევრებად დაინიშნენ: ზაქარია ჭავჭავაძე, მიხეილ სუმბათაშვილი, გიორგი ჟურული, ივანე თულაშვილი და პარმენ გედევანიშვილი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს" ცნობით, ალექსანდრე არაბიძემ სანკტ-პეტერბურგში გამართა წიგნებით ვაჭრობა და ქართველ გამომცემლებს სთხოვა, ყოველთვის გაეგზავნათ მისთვის ნაშრომების ათ-ათი ეგზემპლარი. განაცხადში მითითებულია მისი მისამართი სანკტ-პეტერბურგში.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 13 იანვრის კავკასიის საიმპერატორო სამეურნეო საზოგადოების სტატისტიკური კომისიის წევრთა კრებამ მოისმინა პეტრე გელეიშვილის მოხსენება ამიერკავკასიაში სასტატისტიკო ცნობების შეკრებისა და სტატისტიკოსთა მომზადების შესახებ.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 13 იანვარს აზოვ-დონის კომერციული ბანკის ქუთაისის განყოფილების მმართველად ივანე პურადაშვილი დაინიშნა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 11 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების მდივანმა იასონ ბაქრაძემ გამგეობის დავალებით მთავარ გამგეობას წერილობით მიმართა, რომ 10 იანვრიდან რევიზიის ჩასატარებლად გამოეგზავნათ მათი რწმუნებული და სთხოვა, წინასწარ შეეტყობინებინათ მათი ჩამოსვლის თარიღი, რომ ხელახლა არ შექმნილიყო უხერხული მდგომარეობა მდივნის ან ბუღალტრის ქალაქში არყოფნის გამო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 10 იანვარს გორის ეპისკოპოსი ანტონი (გიორგაძე) პეტერბურგში გაემგზავრა ქართველთა კოლონიის ეკლესიის კურთხევაზე დასასწრებად და ნინოობის წირვის აღსავლენად.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 12 ნოემბერს პირველ ქართულ ეროვნულ ყრილობაზე დაფუძნდა ეროვნულ-პოლიტიკური სექცია, სადაც შედიოდნენ წარმომადგენლები ყველა პოლიტიკური ფრაქციიდან: ნოე ჟორდანია, გრიგოლ გიორგაძე, ვალერიან ჯუღელი, გრიგოლ უროტაძე, კონსტანტინე გვარჯალაძე, მიხეილ კლიმიაშვილი, გიორგი ფაღავა, დავით ონიაშვილი, გიორგი ლასხიშვილი, გრიგოლ რცხილაძე, გრიგოლ გველესიანი, იასონ ბაქრაძე, იაკობ ფანცხავა, სამსონ ფირცხალავა, აკაკი ფაღავა, პავლე საყვარელიძე, დავით სულიაშვილი, ნიკოლოზ ქარცივაძე, ივანე გობეჩია, იოსებ გობეჩია, გიორგი გვაზავა, გრიგოლ ვეშაპელი, ვასილ წერეთელი, შალვა ამირეჯიბი, ლევან ჯაფარიძე, დავით გურამიშვილი, ირაკლი ამირეჯიბი.

პირები
ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანია გრიგოლ ტიმოთეს ძე გიორგაძე ვალერიან (ვალიკო) ანთიმოზის ძე ჯუღელი კონსტანტინე (კოწია) იაგორის ძე გვარჯალაძე მიხეილ იოსების ძე კლიმიაშვილი გიორგი (გოგიტა) აქვსენტის ძე ფაღავა დავით ეფრემის ძე ონიაშვილი გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძე გრიგოლ ივანეს ძე გველესიანი იასონ (იაზონ) თომას ძე ბაქრაძე იაკობ სპირიდონის ძე ფანცხავა სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა აკაკი ნესტორის ძე ფაღავა პავლე დავითის ძე საყვარელიძე (ნ. საქარელი) დავით სოკრატის ძე სულიაშვილი ნიკოლოზ დიმიტრის ძე ქარცივაძე ივანე პავლეს ძე გობეჩია იოსებ პავლეს ძე გობეჩია გიორგი ბეჟანის ძე გვაზავა (მეთვალყურე) გრიგოლ გიორგის ძე ვეშაპიძე (ვეშაპელი) ვასილ გიორგის ძე წერეთელი დავით ალექსანდრეს ძე გურამიშვილი
წყარო

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 8 იანვარს თბილისის ადგილობრივი არტილერიის პორუჩიკმა ივანე ვასილის ძე სვანაძემ თხოვნით მიმართა მთავარ გამგეობას, რომ ნება დაერთოთ ქუთაისის გუბერნიის სოფ. საყულიაში თავისი სახსრებით გაეხსნა ბიბლიოთეკა-სამკითხველო, რომელსაც უხელმძღვანელებდა ამავე სოფლის მასწავლებელი ნინა ანდრეას ასული სვანაძე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 8 იანვარს სამხედრო მუზეუმის შენობაში, გოლოვინის პროსპექტზე გაიხსნა გამოფენა ძველი ქართული საეკლესიო ფრესკებისა, რომლებიც ქართველმა მხატვრებმა გადმოიღეს სოფ. ნაბახტევის ძველი ეკლესიის ფრესკებიდან. გამოფენაზე ბრძანდებოდნენ თავად-აზნაურთა მარშალი, სახელმწიფო საბჭოს წევრი კოტე აფხაზი, ქალაქის მოურავი ალექსანდრე ხატისოვი და სხვ. ექვთიმე თაყაიშვილმა რეფერატი წაიკითხა ფრესკების მნიშვნელობის შესახებ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 6 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის საქმეთა მმართველმა, დავით ნახუცრიშვილმა წერილი გაუგზავნა რევაზ გაბაშვილს, 7 იანვრის სხდომაზე დასწრების შესახებ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 6 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის საქმეთა მმართველმა, დავით ნახუცრიშვილმა წერილი გაუგზავნა სამეურნეო და სასურსათო სექციის გამგეს – გიორგი ლასხიშვილს, 7 იანვრის სხდომაზე დასწრების შესახებ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 3 იანვარს დრამატურგიული საზოგადოების წლიურ კრებაზე ცნობილი გახდა, რომ მსახიობ ვალერიან შალიკაშვილისთვის ყოველთვიური 50 მანეთის მიცემა შეუწყვეტიათ. შალიკაშვილი ძალიან ავად ყოფილა და თან არავითარი სახსარი არ გააჩნდა. კრებამ დაავალა გამგეობას მისთვის დანაკლისის, 250 მანეთის ანაზღაურება და ყოველთვიური 50 მანეთის გადახდა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 3 იანვარს ეროვნული საბჭოს ქონებათა გამგემ, გიორგი გვაზავამ წერილი გაუგზავნა რევაზ გაბაშვილს, პეტრე ქავთარაძეს, კონსტანტინე მესხს, ფილიპე გოგიჩაიშვილს, გიორგი თუმანიშვილს, კონსტანტინე აფხაზს და დიმიტრი ჩოლოყაშვილს 5 იანვარს, 12 საათზე, ქონების სააქციო კრებაზე დასწრების შესახებ, რომელზეც უნდა განეხილათ კახეთის რკინიგზის საკითხი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 2 იანვარს ტიციან ტაბიძემ ვალერიან გაფრინდაშვილს მოსკოვიდან წერილი გაუგზავნა, რომელშიც დაგვიანებით მიულოცა ახალი წელი.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 1-ლ იანვარს საწევრო თანხა, თითო მანეთი გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების შემდეგმა ნამდვილმა წევრებმა: დავით აბრამის ძე ფრენკელმა, გიორგი ლევანის ძე ქავთარაძემ, ნინო ისმაილის ასულმა ქაჯაიამ, სილოვან ანტონის ძე ქუთათელაძემ, არტემ გიორგის ძე ღვამბერიძემ, კონსტანტინე ბეჟანის ძე ყურაშვილმა, რაფაელ ლუარსაბის ძე შარაშენიძემ, გიგო სიმონის ძე შარაშიძემ, ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე შონიამ, ესტატე ბესარიონის ძე შუშანიამ და ერმილე პეტრეს ძე ჩეჩელაშვილმა.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917-1919 წლებში ისიდორე სამსონის ძე ჯაში ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის წევრი იყო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით შედგენილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, ბორჯომის განყოფილების შემოსავალი 5702. 32 მანეთი იყო, გასავალი – 953. 10 მანეთი.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიში გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით შედგა.