რეგისტრირებული ფაქტები47965
სორტირება თარიღი კლებადობით
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს იოსებ ეგნატეს ძე ბესელიძე სახალხო წარმოდგენების მმართველი წრის გამგეობის თავმჯდომარის თანაშემწედ აირჩიეს.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ესტატე ლოლაძე სოფ. ხაშმის საკრედიტო ამხანაგობის გამგეობის თავმჯდომარე იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლიდან ანანია მაქსიმეს ძე სალუქვაძე თბილისის ფაბრიკა-ქარხნებში მუშათა წრეებს აყალიბებდა და ხელმძღვანელობდა გაფიცვებს ეკონომიკურ საკითხებზე.
1915
ტიპი: თანამდებობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის ფილიალის 1915 წლის ანგარიშის თანახმად, განყოფილების თავმჯდომარე იყო მღვდელი კონდრატე დავითის ძე ნინიკაშვილი, მდივანი – მასწავლებელი ალექსანდრა მიხეილის ასული მჭედლიშვილი, ხაზინადარი – პროვიზორი სოლომონ გრიგოლის ძე კურცხალია; გამგეობის წევრები: ბლაღოჩინი კირილე სვიმონის ძე ღვთისავარიშვილი, იაკობ დავითის ძე მენთეშაშვილი, მღვდელი ეგნატე ყარამანის ძე მენთეშაშვილი, მასწავლებელი რაჟდენ იოსების ძე კიკილაშვილი; სარევიზიო კომისიაში შედიოდნენ: მასწავლებელი ნადეჟდა გრიგოლის ასული ჯანყარაშვილი, მასწავლებელი ელენე ილიას ასული შანშიაშვილი, ალექსანდრე ვასილის ძე ნადირაშვილი.
1915
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის ფილიალის მიერ მთავარი გამგეობისთვის წარდგენილი ანგარიშის თანახმად, 1915 წელს გამართულ წარმოდგენა-სეირნობებს ხელმძღვანელობდნენ მასწავლებლები ივლიტა მიხეილის ასული მენთეშაშვილი და ელენე ალექსანდრეს ასული ბოსტაშვილი, ბებიაქალი ოლღა მალხაზის ასული ნატროშვილი, ალექსანდრე ვასილის ძე ნადირაშვილი, ვასილ იაგორის ძე ალუღიშვილი, ზაქარია გლახას ძე სარალიძე, ალექსანდრე ილიას ძე ჯანყარაშვილი.
1915
ტიპი: განათლება
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილებას, საანგარიშო მოხსენების თანახმად, სამი ბიბლიოთეკა-სამკითხველო ჰქონდა, კერძოდ – ჯუგაანში, ქვემო და ზემო მაჩხაანში (ხელს აწერენ: გამგეობის თავმჯდომარე, მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი, ხაზინადარი – სოლომონ კურცხალია, მდივანი – ალექსანდრა მჭედლიშვილი).
1915
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის ფილიალის გამგეობამ 1915 წელს თორმეტი სხდომა ჩაატარა და ოცდათხუთმეტი საქმე განიხილა. ანგარიშის თანახმად, წევრთა დასწრების სურათი ასეთია: თავმჯდომარე კონდრატე ნინიკაშვილი და ხაზინადარი სოლომონ კურცხალია ყველა სხდომას ესწრებოდნენ, მღვდელი ეგნატე მენთეშაშვილი შვიდ სხდომას დაესწრო, იაკობ მენთეშაშვილი – ექვსს, ალექსანდრა მჭედლიშვილი – რვას, რაჟდენ კიკილაშვილი – ორს, ბლაღოჩინი კირილე ღვთისავარიშვილი – ხუთს.
1915
ტიპი: სტატუსი
1915 წლის ანგარიშის თანახმად, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების გამგეობა იძულებული შეიქნა საგანგებო საპატიო პირები აერჩია, რომლებიც საწევროების ასაკრეფად ივლიდნენ სოფლებში, სახელდობრ: ტიბაანში – ალექსანდრე თათარაშვილი და ზურაბ ნაცვლიშვილი; ჯუგაანში – ილია შანშიაშვილი, რაჟდენ კიკილაშვილი, ფიფო ალადაშვილი, ილიკო მენთეშაშვილი; ქვემო მაჩხაანში – ვასილ ნადირაშვილი, სოლომონ კურცხალია, ეგნატე მენთეშაშვილი, ბოქაული შაქრო გურამიშვილი; ზემო მაჩხაანში – ბლაღოჩინი კირილე ღვთისავრიშვილი, ელენე ბოსტაშვილი, გიო ბოსტაშვილი, გიორგი ბერიაშვილი; მირზაანში – გიგო ლაპიაშვილი, ილია ალადაშვილი, შაქრო პოპიაშვილი, შაქრო სარალიძე. აღნიშნულ პირთაგან მხოლოდ ზ. ნაცვლიშვილმა და ალ. თათარაშვილმა შეძლეს დავალების შესრულება.
1915
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის ფილიალის 1915 წლის გასავლის ნაწილში აღნიშნულია ეთნოგრაფიული საზოგადოებისთვის აკაკის ფონდში გადარიცხული 17 მან.,86 კაპ.(გამგეობის თავმჯდომარე – მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი, ხაზინადარი – სოლომონ კურცხალია, მდივანი – ალექსანდრა მჭედლიშვილი).
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის ფილიალში ისე გაჭირდა საწევროების გადახდის საქმე, რომ თავმჯდომარემ – მღვდელმა კონდრატე ნინიკაშვილმა და ხაზინადარმა სოლომონ კურცხალიამ თავად დაიარეს კარდაკარ ქვემო მაჩხაანი და ასე შეძლეს განყოფილების კუთვნილი ფულის შეგროვება.
1915
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის ფილიალის წარმოდგენა-სეირნობათა გასამართავად შექმნილმა კომისიამ მხოლოდ ერთი სალიტერატურო საღამო მოაწყო 1915 წლის 9 ივნისს აკაკი წერეთლის დაბადების დღის აღსანიშნავად (შემოსავალი – 17 მანეთი და 86 კაპიკი). განყოფილების ანგარიშის თანახმად, საომარი მდგომარეობით გამოწვეულ საზოგადო უხალისობას კომისიის მოთავეთა შორის უთანხმოებაც დაერთო და მეტი აღარც შეკრებილან (გამგეობის თავმჯდომარე – მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი, ხაზინადარი – სოლომონ კურცხალია, მდივანი – ალექსანდრა მჭედლიშვილი).
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის ბოლოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილებას შესაძლებლობა მიეცა გახსნილი ყულაბებიდან ამოღებული თანხით ფილიალის სამივე ბიბლიოთეკა მოემარაგებინა საჭირო გაზეთებით (გამგეობის თავმჯდომარე – მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი, ხაზინადარი – სოლომონ კურცხალია, მდივანი – ალექსანდრა მჭედლიშვილი).
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების 62 ნამდვილი წევრის საწევრო შემოსავალმა 129 მანეთი შეადგინა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების შემოსავალ-გასავალი 320 მანეთს შეადგენდა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიხაურის განყოფილებამ 7 სხდომა გამართა, განიხილეს 20 საქმე. (საზოგადოებას ნესტორ ეგნატეს ძე კონტრიძე ხელმძღვანელობდა).
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიხაურის განყოფილებას 42 წევრი ჰყავდა. ინახავდა ერთ ბიბლიოთეკას, შემოსავალი შეადგენდა 128 მანეთსა და 46 კაპიკს, გასავალი – 142 მანეთსა და 57 კაპიკს. (თავმჯდომარე ნესტორ ეგნატეს ძე კონტრიძე)
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიხაურის განყოფილების (თავმჯდომარე ნესტორ ეგნატეს ძე კონტრიძე) მიერ გამართულ ალილოზე 114 მანეთი და 45 კაპიკი შეგროვდა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილებამ (თავმჯდომარე ევსევი ლუკას ძე ავალიანი) 6 სხდომა ჩაატარა, გაირჩა 13 საქმე.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილებას (თავმჯდომარე ევსევი ლუკას ძე ავალიანი) მფლობელობაში ერთი სამკითხველო და ერთი წიგნის მაღაზია ჰქონდა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების (ხაზინადარი – ბიქტორ სპირიდონის ძე აბრამიძე) შემოსავალი 343 მანეთსა და 87 კაპიკს შეადგენდა, გასავალი – 80 მანეთსა და 10 კაპიკს.