ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47965

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ მოსე ჯანაშვილი წერდა, რომ მისმა მეგობარმა, მეცნიერმა რობერტ ბლეიკმა ქუთაისის სიძველეთა საცავიდან ჩამოუტანა მეათე საუკუნის ხელნაწერის, „მაკარის ცხოვრების“ პალეოგრაფიული ხელით გადმოხატული ორი წარწერა, რომლებიც რთულად იკითხებოდა, მაგრამ იყო მეტად საყურადღებო, რადგან ნუსხურიდან მხედრულზე გადასვლის პერიოდს წარმოადგენდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 იანვარს ქალაქის საბჭოს სხდომაზე თავმჯდომარე ალექსანდრე ლომთათიძემ გადასახადთა მომატების განხილვის საკითხის საფინანსო კომისიისთვის გადაცემა მოითხოვა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 23-27 ნოემბერს გამართულ საქართველოს მევენახეთა და მეღვინეთა პირველ კონგრესზე მოხსენებები წაიკითხეს: ა. ა. ეგოროვმა, გიორგი ალექსანდრეს ძე წინამძღვრიშვილმა, ე. კაკულიამ და ვასილ ილიას ძე რცხილაძემ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე თავმჯდომარე პავლე დავითის ძე საყვარელიძის წინადადებით მომხსენებელმა ბიქტორ თევზაიამ მუხლობრივად წაიკითხა კანონპროექტი, რომლის ძალითაც სახელმწიფო მოხელეებს 1-ლი თებერვლიდან ემატებოდათ 30-60 პროცენტი ხელფასის ოდენობის მიხედვით (60 % – ვინც იღებდა 1 500 მან., 55 % – 1 800 მან., 50 % – 2 000 მან., 40 % – 2 400 მან., 35 % – 3 000 მან., და 30 % – 3000 მანეთზე მეტს). კანონი ვრცელდებოდა მინისტრებსა და დამფუძნებელი კრების წევრებზეც. სამოქალაქო და საზოგადო მოსამსახურეებს იგივე წესით ემატებოდათ 1-ლი იანვრიდან, რაც გამოიწვევდა დამატებით ხარჯს – 21 847 094 მანეთს. იგივე წესი გავრცელდებოდა გზათა უწყების მუშა-მოსამსახურეებზე, დამატებითი ხარჯი – 80 731 570 მან.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე, რომელზეც განიხილავდნენ მიწის დეკრეტს, სოციალ-ფედერალისტმა თევდორე ღლონტმა აღნიშნა, რომ რევოლუციის ერთ-ერთი მიზანი იყო კერძო საკუთრების მოსპობით გლეხებისთვის ეკონომიკური უფლებების მოპოვება, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა და ახლა ამას დაემატა მიწების თავისუფლად გაყიდვაც, რაც რევოლუციის დასამარება იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე გრიგოლ ვეშაპელმა მიწის დეკრეტის განხილვისას განაცხადა, რომ დამფუძნებელმა კრებამ მიიღო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის პროგრამა და ამიტომ გლეხებისთვის არ უნდა მიეცათ მიწის თავისუფლად ყიდვა-გაყიდვის უფლება.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე გრიგოლ ვეშაპელმა მიწის დეკრეტის განხილვის დროს აღნიშნა, რომ ამ კანონით ისარგებლებდნენ საქართველოში დამკვიდრებული უცხოელები, რომელთაც სურდათ მოქალაქეობის მიღება, ისინი ეცდებოდნენ მიწების დასაკუთრებას და დიდი ნაწილი მათ ხელში გადავიდოდა.

1898

ტიპი: მფლობელობა

1898 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, იოსებ მელიქიშვილს სასახლის ქუჩაზე შპალერების საწყობი ჰქონდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ბაბალოვი ივანე მაჩაბლის დაკარგვის ამბავს იძიებდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 12 იანვარს თბილისის ქართულ თეატრში უნდა წარმოედგინათ დავით გიორგის ძე ერისთავის მიერ რუსულიდან გადმოკეთებული 4-მოქმედებიანი პიესა „მეორედ გაყმაწვილება“.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის 10 მაისს ლევან დავითის ძე გურიელი გარდაიცვალა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 თებერვლის გაზეთ „ვაზი და ღვინოში“ გამოქვეყნდა ვასილ ილიას ძე რცხილაძის წერილი „რა გააკეთა მეღვინე-მევენახეთა კონგრესმა ამ დღეებში და რა უნდა მოხდეს შემდეგში“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 თებერვლის გაზეთ „ვაზი და ღვინოში“ გამოქვეყნდა გიორგი წინამძღვრიშვილის წერილი „საქართველოს მეღვინეთა და მევენახეთა პირველი კონგრესის დადგენილებანი“.

1884

ტიპი: გარდაცვალება

1884 წელს გარდაიცვალა ბარალეთის სკოლის პედაგოგი ტიმოთე ხმალაძე.

1888

ტიპი: ღონისძიება

ვასილ კოპტონაშვილის განცხადებით, 1888 წელს ბარალეთის სკოლას ადგილობრივი მოსახლეობა ინახავდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 15 აგვისტოს კოტე მესხის მონაწილეობით სურამში დივერტისმენტი გაიმართა. ღონისძიებას სვიმონ სვიმონიძე ხელმძღვანელობდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 13 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ იაკობ გოგებაშვილს ჩანაწერების რვეულში 96.91 მანეთი გადაუხადა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 12 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რედაქციაში მიიღეს არისტოტელე ქუთათელაძის მიერ შედგენილი ახალი ქართული წიგნი „პირველ-დაწყებითი ქართული გრამატიკა“, რომელიც გრიგოლ ჩარკვიანის სტამბაში იყო დაბეჭდილი და 2 აბაზი ღირდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 13 მარტს ანასტასია წერეთლის თხოვნის საფუძველზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა თბილისის მეორე სამკითხველოს 11 მანეთის წიგნები გაუგზავნეს. გადაწყვეტილება ხელმოწერით დაადასტურეს: ივანე რატიშვილმა, იაკობ გოგებაშვილმა და ექვთიმე თაყაიშვილმა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 3 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა დუტუ მეგრელის მოთხრობა „საცოდავნის“ I და II თავები.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 6 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა დუტუ მეგრელის მოთხრობა „საცოდავნის“ მე-3 თავი.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 11 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა დუტუ მეგრელის მოთხრობა „საცოდავნის“ მე-4 და მე-5 თავი.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 12 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა დუტუ მეგრელის მოთხრობა „საცოდავნის“ დასასრული.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 15 მაისს ქართული დრამატულ თეატრს უნდა წარმოედგინა ავქსენტი ცაგარლის ოთხმოქმედებიანი კომედია „ციმბირელი“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ: მარიამ საფაროვ-აბაშიძისა, ნატალია გაბუნია-ცაგარლისა, ლეონიძისა, თამაროვისა, კონსტანტინე ყიფიანი, ვასილ აბაშიძე, ავქსენტი ცაგარელი, კავთელი, კ. მ. მაქსიმიძე და სხვ.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 12 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, უნდა დაებეჭდათ იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილი „ბუნების კარის“ მე-7 გამოცემა.