ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47965

1888

ტიპი: ავტორობა

ქართული სათეატრო კომიტეტის გადაწყვეტილებით 1888 წლის მაისში წარმოადგენდნენ შემდეგ სპექტაკლებს: ივანე მაჩაბლის მიერ თარგმნილ „ოტელოს“, „მოგზაურობა დედამიწის გარშემო 80 დღის განმავლობაში“ და ავქსენტი ცაგარლის ოთხმოქმედებიან კომედიას „ციმბირელი“.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 3 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვლადიმერ აღნიაშვილს სურდა „ყარამანიანი“ გადაეკეთებინათ ქართულ სცენაზე წარმოსადგენად.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 3 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების კანცელარიის წიგნთსაწყობში იყიდებოდა მოსე ჯანაშვილის მიერ შედგენილი წიგნები: საქართველოს საეკლესიო ისტორია (ფასი 45კ.) და საქართველოს მოკლე ისტორია (ფასი 3 აბაზი).

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „თეატრის“ რედაქტორ ალექსანდრე ნებიერიძის განცხადებით, გაზეთი 1888 წლის 8 მაისს გამოვიდოდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის მაისში გურიის თავადაზნაურობამ და გლეხობამ თხოვნით მიმართა ქუთაისის სამხედრო გუბერნატორსა და საექიმო უწყების უფროსს იოსებ გორალევიჩს, რომ გურიაში ექიმად დაენიშნათ დიმიტრი ერისთავი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 თებერვლის „ერთობის“ ცნობით, გაზეთის რედაქციას ფრონტის ფონდისთვის თანხა გამოუგზავნეს: დავით იაგორის ძე კალანდაძემ და სილოვან ბაბუნაშვილმა 500-500 მანეთი, იოსებ თარალაშვილმა, აქვსენტი ჯანგველაძემ, იოსებ მელიქიშვილმა და დათიკო ვახტანგოვმა - 3000-3000 მანეთი, ხოლო თაბუაშვილმა - 2000 მანეთი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს სტეფანე ფეიქრიშვილმა სოფ. დიმის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს 2 მანეთი შესწირა, პავლე ჩხაიძემ და დათიკო ტყეშელაშვილმა თითო მანეთი გაიღეს.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ალექსანდრე დავითის ძე კეკელიას საექიმო კაბინეტი ჰქონდა გახსნილი მიხეილის გამზირის 116-ში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ალექსანდრე დავითის ძე კეკელია მკურნალობდა ერლიჰის პრეპარატებით.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ პავლე ალექსანდრეს ძე არდაზიანი იყო ექიმი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, პავლე ალექსანდრეს ძე არდაზიანი პაციენტებს იღებდა მელიქოვის ქუჩა N12-ში.

1802

ტიპი: ღონისძიება

1802 წელს პოდპოლკოვნიკმა ფრიდონ გიორგის ძე სიმონოვიჩმა ოსების წინააღმდეგ გაილაშქრა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 23 მარტს ქართულ თეატრში დავით მერაბის ძე გამყრელიძის ხელმძღვანელობით გაიმართებოდა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, ანდრონიკოვისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე მესხიევი, არჩილ ჯორჯაძე (საბუელი), ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი (მოხევე) და ალექსანდრე ნებიერიძე.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 22 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ე. მ. კასუმოვი პირველი გილდიის ვაჭარი იყო.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს ე. მ. კასუმოვმა ალექსანდროვის ყმაწვილთა თავშესაფარს ავლაბარში მდებარე 200 საჟენი ცარიელი მიწა შესწირა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 10 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ვახტანგ ვახტანგის ძე ორბელიანის ფელეტონი „ძეგლი“.

1886

ტიპი: სახელი

1886 წლის 10 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვახტანგ ვახტანგის ძე ორბელიანის ფსევდონიმი ვ. ო. იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 7 აპრილს დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე საარქეოლოგიო და საისტორიო საზოგადოების კრებაზე წაიკითხავდა მოხსენებას „ქრონიკა კავკასიის არქეოლოგიის“ შესახებ კავკასიის შტაბის სამხედრო რჩევის დარბაზში.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 6 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ რაფიელ დავითის ძე ერისთავის ფელეტონი „რძალ-დედამთილის ჩხუბი“ გამოქვეყნდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ალექსანდრე დავითის ძე კეკელია იყო ექიმი ვენეროლოგი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 6 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სამსონ გიორგის ძე ყიფიანი სენაკის სათავადაზნაურო სასწავლებლის ინსპექტორი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ელი ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რაფიელ დავითის ძე ერისთავი რუსულ-ქართული ლექსიკონის შედგენას გეგმავდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ელი ივლისის გაზეთ „ივერიაში“ პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელოვის ავტორობით IX საუკუნის ტყავზე ნაწერი „საგალობელი“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ლი ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ალექსანდრეს ძე ნასიძემ შეადგინა ქართული ენის სახელმძღვანელო რუსულენოვნებისთვის. ბევრ რუსს სურდა ქართული ენის შესწავლა და სახელმძღვანელოს არქონის გამო ვერ ახერხებდნენ, ზოგიერთ მათგანს კერძო მასწავლებელიც ჰყავდა და მისი დახმარებით სწავლობდა ენას.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიაში“ ალექსანდრე ივანეს ძე მირიანაშვილის ფელეტონი „ქალის მშვენიერების იდეალი“ გამოქვეყნდა.