რეგისტრირებული ფაქტები50542
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 29 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას თავმჯდომარეობდნენ ნოე ჟორდანია და ნიკოლოზ ჩხეიძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 1-ელ ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე აირჩიეს სამხედრო კომისიის წევრები: ნოე ჟორდანია, ევგენი გეგეჭკორი, ვლადიმერ ჯუღელი, ბიქტორ თევზაია, ვლადიმერ გობეჩია, იოსებ გედევანიშვილი, შალვა მიქელაძე, დავით ვაჩნაძე და კონსტანტინე აფხაზი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 1-ელ ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე აირჩიეს იურიდიული კომისიის წევრები: გიორგი ანჯაფარიძე, რაჯდენ არსენიძე, კირილე ნინიძე, მელიტონ რუსია, ივანე გობეჩია, გრიგოლ რცხილაძე, იესე ბარათაშვილი, იოსებ მაჭავარიანი და რაფიელ ივანიცკი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 1-ელ ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე აირჩიეს აგრარული კომისიის წევრები: რაფიელ ჩიხლაძე, ვასილ ცაბაძე, კირილე ნინიძე, კონსტანტინე ანდრონიკაშვილი, კონსტანტინე ჯავრიშვილი, თევდორე ღლონტი, აკაკი პაპავა, მიხეილ მაჩაბელი და დავით ჩიქოვანი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 1-ელ ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე აირჩიეს მუშათა საკითხების კომისიის წევრები: ილია ბადრიძე, გიორგი ერაძე, მელიტონ რუსია, მინადორა ტოროშელიძე, ლეო შენგელაია, ერასტი ტოროტაძე და რევაზ გაბაშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 1-ელ ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე აირჩიეს სარეგლამენტო კომისიის წევრები: რაჟდენ არსენიძე, კონსტანტინე ანდრონიკაშვილი, კონსტანტინე მესხი, არჩილ ჯაჯანაშვილი და გრიგოლ ვეშაპელი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 1-ელ ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე იასონ ბაქრაძის ნაცვლად საბჭოს წევრად დაინიშნა აკაკი პაპავა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე. სხდომას ასევე ესწრებოდნენ პრეზიდიუმის წარმომადგენლები: იესე ბარათაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრების თავმჯდომარე იყო ნიკოლოზ ჩხეიძე, ესწრებოდნენ პრეზიდიუმის წარმომადგენლები: იესე ბარათაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე აირჩიეს ოსმალეთისა და საქართველოს დაზავების კომისიის წევრები: ნოე ჟორდანია, ევგენი გეგეჭკორი, მელიტონ რუსია, ვლადიმერ გობეჩია, იესე ბარათაშვილი, სამსონ ფირცხალავა, გრიგოლ ვეშაპელი, გერონტი ქიქოძე, პავლე საყვარეილძე, კონსტანტინე აფხაზი და დავით ჩიქოვანი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე აირჩიეს დამფუძნებელ კრების საარჩევნო კომისია: ალექსანდრე ლომთათიძე, ირაკლი წერეთელი, სილიბისტრო ჯიბლაძე, მიხეილ კლიმიაშვილი, ივანე გობეჩია, ალექსანდრე წერეთელი, შალვა ნუცუბიძე, სპირიდონ კეიდია და ალექსანდრე ახმეტელი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე აირჩიეს საკონსტიტუციო კომისია: ნოე ჟორდანია, სერგი ჯაფარიძე, რაჟდენ არსენიძე, პავლე საყვარელიძე, ივანე ჩერქეზიშვილი, გრიგოლ რცხილაძე, სამსონ დადიანი, გიორგი გვაზავა და კონსტანტინე მაყაშვილი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 29 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე თავმჯდომარედ აირჩიეს ნიკოლოზ ჩხეიძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველ კრებაზე იუსტიციის მინისტრად აირჩიეს შალვა მესხიშვილი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველ კრებაზე მიწათმოქმედების და შრომის მინისტრად აირჩიეს ნოე ხომერიკი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველ კრებაზე განათლების მინისტრად აირჩიეს გიორგი ლასხიშვილი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველ კრებაზე გიორგი ჟურული ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრად აირჩიეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველ კრებაზე სამხედრო მინისტრად აირჩიეს გრიგოლ გიორგაძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველ კრებაზე საგარეო საქმეთა მინისტრად აირჩიეს აკაკი ჩხენკელი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 მაისს მთავრობის თავმჯდომარედ და შინაგან საქმეთა მინისტრად აირჩიეს ნოე რამიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველ კრებაზე ნოე ჟორდანიამ გამოაცხადა მთავრობის შემადგენლობა, რომელიც ჩამოყალიბდა აღმასრულებელ კომიტეტსა და ფრაქციების წარმომადგენლებთან შეთანხმებით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველ კრებაზე გრიგოლ ვეშაპელმა წაიკითხა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი რუსულ ენაზე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველ კრებაზე ნოე ჟორდანიამ წაიკითხა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველი კრებას თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია; ესწრებოდნენ პრეზიდიუმის წევრები: გიორგი ლასხიშვილი, გრიგოლ ვეშაპელი და პავლე საყვარელიძე; მდივანი – ილია ზურაბიშვილი.