ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46994

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სავარაუდო შემოსავალ-გასავალი დაამტკიცეს გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა, თავმჯდომარის მოადგილე დავით კარიჭაშვილმა, წევრებმა: გიორგი ლასხიშვილმა, შიო დედაბრიშვილმა, ლუარსაბ ბოცვაძემ, გრიგოლ რცხილაძემ, გიორგი ცინცაძემ, ნინო ანთაძე-ნაკაშიძემ. შემოსავალი იყო: საწევრო გადასახადი 1400 მანეთი, ყულაბებით შეგროვილი 100 მანეთი, სეირნობიდან და კონცერტიდან შემოსული 1000 მანეთი, განყოფილებათა შემოსავლის 20% – 600 მანეთი, თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურობიდან შემოსული 6000 მანეთი, თბილისის ქალაქის თვითმმართველობისაგან ნავთლუღის სკოლისათვის – 500 მანეთი, სოფელ წინარეხიდან ადგილობრივი სკოლისთვის – 80 მანეთი, ნავთლუღის სკოლის მოსწავლეებისგან სწავლის საფასური – 60 მანეთი, სხვადასხვა შემოწირულობებიდან – 1000 მანეთი, ფულის სარგებელი და ზუბალაშვილის სასტიპენდიო – 19676 მანეთი და 88 კაპიკი, წიგნის მაღაზიის შემოსავალი – 5100 მანეთი, წიგნების გამომცემლობიდან – 9600 მანეთი, ხახანაშვილის დასაფლავებისთვის გაწეული ხარჯი, რომელიც დააბრუნეს – 2398 მანეთი და 34 კაპიკი, 1914 წლის შემოსავლის ნაშთი – 4002 მანეთი და 09 კაპიკი, სულ – 51517 მანეთი და 31 კაპიკი.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების თავმჯდომარე იყო მაქსიმილიანე ზაქარიას ძე ჭავჭავაძე.

1915

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1915 საანგარიშო წლის განმავლობაში დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა სამუზეუმო სექციის გეგმის სრულად შესრულება ვერ შეძლო, რადგან საკმარისი დრო არ ჰქონდა და სამუშაოც ბევრი იყო. კარიჭაშვილის თქმით, მას სხვა დაეხმარა. სექციის მდივნის, იროდიონ თომას ძე სონღულაშვილის ცნობით, დავით კარიჭაშვილს შვილი, დავით დავითის ძე კარიჭაშვილი მიეხმარა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სავარაუდო შემოსავალ-გასავალი დაამტკიცეს გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა, თავმჯდომარის მოადგილე დავით კარიჭაშვილმა, წევრებმა: გიორგი ლასხიშვილმა, შიო დედაბრიშვილმა, ლუარსაბ ბოცვაძემ, გრიგოლ რცხილაძემ, გიორგი ცინცაძემ, ნინო ანთაძე-ნაკაშიძემ. სავარაუდო გასავალი იყო: კანცელარიის ბინის ქირისთვის 600 მანეთი; საკანცელარიო წიგნების, განათების, გათბობისა და სხვა წვრილმანებისთვის 500 მანეთი; წლიური ანგარიშის დასაბეჭდად 360 მანეთი; ნივთების შესაძენად 25 მანეთი; სარგებლიანი ქაღალდებისა და მომგებიანი ბილეთისთვის 350 მანეთი; ჟურნალ „განათლების“ დამატებისთვის 200 მანეთი; საქმის მწარმოებლის ხელფასისთვის 1625 მანეთი; ბუღალტერის ხელფასისთვის 1078 მანეთი; გადამწერის ხელფასისთვის 360 მანეთი; კანცელარიის მსახურის ხელფასისთვის 350 მანეთი; მაღაზიის გამგის ხელფასისთვის 924 მანეთი; მაღაზიის გამგის თანაშემწის ხელფასისთვის 560 მანეთი; მაღაზიის მსახურის ხელფასისთვის 350 მანეთი; მაღაზიის ბინის ქირისთვის 600 მანეთი; დაზღვევისთვის 205 მანეთი; სამრეწველო ბაჟისთვის 170 მანეთი; წიგნების საწყობებში თაროების მოსაწყობად 200 მანეთი.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტუაფსეს განყოფილების თავმჯდომარე იყო იპოლიტე ამბაკოს ძე მახარაძე.

1915

ტიპი: ავტორობა

ტუაფსეს განყოფილება სწერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომ უგზავნის 1915 წლის ანგარიშს და საპროცენტო გადასახადის სახით მხოლოდ ათ მანეთს, ვინაიდან განყოფილება ომის გამო კრიტიკულ მდგომარეობაშია. ხელს აწერს განყოფილების საპატიო წევრი სპირიდონ ოტიას ძე ბენდუქიძე.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო სექციის წევრები იყვნენ: დეკანოზი კორნელი კეკელიძე, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი, დავით გიორგის ძე ჯორჯაძე, იროდიონ თომას ძე სონღულაშვილი, ვასილ როსტომის ძე ყიფიანი, სექციის თავმჯდომარე − დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ეკატერინე მიხეილის ასული თამამშევა-ერისთავისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს დაარსებული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების არმავირის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ: სიმონ მიხეილის ძე კადიევი, გიორგი იაკობის ძე კაიშაური, დიმიტრი ნიკოლოზის ძე მიშელაშვილი და ალექსანდრე ლუკას ძე ქორქაშვილი.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს იოსებ პეტრეს ძე ბარახუსტოვი, ანდრია აბრამის ძე ზირაქოვი, არქიპო ივანეს ძე ჯვარშეიშვილი, დავით კონსტანტინეს ძე კალანდარაშვილი, ისაკ ლაზარეს ძე კელაპტაროვი, ქიტესა მიხეილის ძე კირვალიძე, პეტრე იაგორის ძე ნაცვალოვი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების არმავირის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს კონსტანტინე მიხეილის ძე გრიგოლაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების არმავირის განყოფილების ხაზინადარი იყო.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ნიკოლოზ ზაქარიას ძე გიორგობიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების არმავირის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე იყო.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს გიორგი ალექსანდრეს ძე გაგლოშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების არმავირის განყოფილების მდივანი იყო.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების არმავირის განყოფილება დაარსდა. ამ განყოფილების თავმჯდომარე ალექსანდრე იასონის ძე ყაველაშვილი იყო.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე იყო სოლომონ ვახტანგის ძე მაჩაბელი, 100 წევრი ჰყავდა.

1915

ტიპი: განათლება

ფატი სილოვანის ასულმა ხუნდაძემ წმ. ნინოს სასწავლებელში შესვლამდე ქალთა გიმნაზიის შვიდი კლასი დაამთავრა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე სოლომონ ვახტანგის ძე მაჩაბელი იყო, სკოლის გახსნა ომიანობისა და ქართველთა რიცხვის შემცირების გამო გადადო.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე იყო მარიამ ანჩაბაძე, სულ 5 სხდომა გამართა.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილების წევრები იყვნენ: ალექსანდრე დავითის ძე მაჩაბელი, ეფემია ანდრიას ასული მაჩაბელი, ზაალ იასეს ძე მაჩაბელი, ელისაბედ ზაალის ასული მაჩაბელი, ვასილ გიორგის ძე მაჩაბელი, ივანე გიორგის ძე მაისურაძე, ივანე პეტრეს ძე მაკარაშვილი, ნინო დურმიშხანის ასული მაკარაშვილი, ვასილ რაჟდენის ძე მძინარაშვილი და ანა ივანეს ასული მელიქიძე.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ: იოსებ ტოჩიას ძე ლოლუა, იუსტინე პავლეს ძე ჩიქოვანი, ნიკო გიგოს ძე ცეცხლაძე, სევერიან ილარიონის ძე კუხალეიშვილი და იასონ (იაკიმე) ლუარსაბის ძე გეგელაშვილი.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების წევრები იყვნენ: ელენე სიმონის ასული გაბუნია, ოლღა დიმიტრის ასული გოგრიჩიძე, ნინო ალექსანდრეს ასული თურქია, ნადეჟდა დიმიტრის ასული კაჭარავა, სალომე თეიმურაზის ასული ლოლუა, მარიამ დავითის ასული შერვაშიძე, ტიმოთე ივანეს ძე ანუა, ალექსანდრე ლუკას ძე გრიგოლია, გახუ პეტრეს ძე თურქია, ბეგლარ პეტრეს ძე თურქია, მიხეილ მერაბის ძე მაღლაკელიძე, გრიგოლ ამირანის ძე მახარაძე, თეოფილე შათირიშვილი, რაჟდენ თენგიზის ძე შენგელაია, ნიკოლოზ გიორგის ძე ჩიქოვანი, ალექსანდრე გიორგის ძე ჩხიკვაძე და ანთიმოზ ივანეს ძე ჯუღელი.

პირები
წყარო