რეგისტრირებული ფაქტები50483
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ფილიმონ ქორიძემ ბორჯომში კონცერტი გამართა, რომელშიც მარიამ ძნელაძე მონაწილეობდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ფილიმონ ქორიძემ ქართველ მსმენელს გაუძვირა ქართული კონცერტი და ევროპული მუსიკის მოსმენა ქართულ ენაზე.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წელს მიხეილ მელიქოვი თელავში ნიკოლოზ ჩოლოყაშვილის მოსამსახურედ მუშაობდა.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 15 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რაფიელ დავითის ძე ერისთავი ქართული მწერლობის ცენზორად დანიშნეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 11 სექტემბერს გიორგი ლევანი ძე ქავთარაძე ახალი სენაკის ერთკლასიანი საქალებო სასწავლებლის სამზრუნველოს წევრად აირჩიეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 17 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ტირიუტინი თბილისის რეალური სასწავლებლის დირექტორი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 17 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თ. მიქელაძე თბილისის რეალური სასწავლებლის პედაგოგი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 20 დეკემბერს თბილისის კლუბის დარბაზში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ სამუსიკო-სალიტერატურო საღამო უნდა გამართულიყო. მონაწილეობას მიიღებდნენ: ვარვარა (ბარბარა) მ. ზარუდნაია, ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, მიხეილ მიხეილის ძე იპოლიტოვ-ივანოვი, გ. ო. ყორღანაშვილი, აკაკი როსტომის ძე წერეთელი, ვასილ მიხეილის ძე თუმანიშვილი, კოტე სიმონის ძე მესხი, კ. კ. გორსკი და ბ. პრიბიკი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 20 დეკემბერს თბილისის კლუბში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ კონცერტი გაიმართებოდა. ღონისძიებაში მონაწილეობდა ვარვარა ზარუდნაია-ივანოვა, რომელიც ქართულ ხმებს იმღერებდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 20 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ მიხეილის ძე იპოლიტოვ-ივანოვს პოლიევქტო და ვასილ გრიგოლის ძე კარბელაშვილების მუსიკალური კილო ნოტებზე გადაჰქონდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 20 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ მიხეილის ძე იპოლიტოვ-ივანოვს 250 საგალობელი ნოტებზე ჰქონდა გადატანილი და კიდევ 250 უნდა გადაეტანა, რაშიც გორის ეპისკოპოსი ალექსი დავითის ძე ოქროპირიძე გასამრჯელოს სახით 2000 მანეთს გადაუხდიდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 21 დეკემბერს არწუნისეულ თეატრში სამმოქმედებიან დრამას „შეშლილიას“ წარმოადგენდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე, ბარბარე ანდრიას ასული ავალიშვილი, თამაროვისა, კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანი, კოტე სიმონის ძე მესხი, დავით მერაბის ძე გამყრელიძე, კ. მ. მაქსიმიძე და სხვ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 21 დეკემბერს არწუნისეულ თეატრში ორმოქმედებიან კომედიას „ბაიყუშს“ წარმოადგენდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე, ბარბარე ანდრიას ასული ავალიშვილი, თამაროვისა, კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანი, კოტე სიმონის ძე მესხი, დავით მერაბის ძე გამყრელიძე, კ. მ. მაქსიმიძე და სხვ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 19 დეკემბერს პიესა „ჟან ბოდრი“-ში მარიამ მიხეილის ასულმა საფაროვა-აბაშიძემ, კოტე სიმონის ძე მესხმა და კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანმა მთავარი როლები შეასრულეს. საზოგადოება მათი შთამბეჭდავი შესრულებით მოიხიბლა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 2 სექტემბერს კავკასიის სწავლა-განათლების მზრუნველი კირილე პეტრეს ძე იანოვსკი და დროებით ეგზარქოსის შემცვლელი ეპისკოპოსი ალექსანდრე დავითის ძე ოქროპირიძე თბილისის ვაჟთა პროგიმნაზიის აქტს დაესწრნენ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 29 დეკემბერს ვლადიმერ დიმიტრის ძე აღნიაშვილის მიერ დაარსებული ხორო ქუთაისში კონცერტს გამართავდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 27 დეკემბერს ვლადიმერ დიმიტრის ძე აღნიაშვილის მიერ დაარსებული ხორო გორში კონცერტს გამართავდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 26 დეკემბერს ვლადიმერ დიმიტრის ძე აღნიაშვილის მიერ დაარსებული ხორო თბილისში მეორე კონცერტს გამართავდა. ხოროს წევრები ჩაიცმევდნენ ძველ ქართულ სამოსს ქულაჯს, რომელიც სპეციალურად შეაკერინეს და საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 დეკემბერს არწუნისეულ თეატრში ოთხმოქმედებიან კომედიას „ჟან-ბოდრის“ წარმოადგენდნენ: კოტე სიმონის ძე მესხი, კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანი, დავით მერაბის ძე გამყრელიძე, კ. მ. მაქსიმიძე, მ. ლეონიძისა, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე და სხვ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 11 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანი, კოტე სიმონის ძე მესხი და ეფემია სიმონის ასული მესხი ქუთაისიდან ჩამოდიოდნენ და თბილისში წარმოდგენებს გამართავდნენ.