ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50483

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 17 თებერვალს გორში ილია ჭავჭავაძის „დედა და შვილი“ წარმოადგინეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 1 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ყარსში მცხოვრებმა ქართველებმა – მ. დ. კოჭლაძემ, ნ. დ. გრიგოლაშვილმა და დ. ი. კიკნაძემ წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლას 2-2 მანეთი შესწირეს, ზ. ი. მაყაშვილმა — 1 მან.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ეკატერინე იაკობის ასულ ნიკოლაძისას ქუთაისში, ჰოსპიტლის ქუჩაზე, ერთსართულიანი სახლი ჰქონდა სარდაფით, ერთსართულიანი მიშენებითა და მიწის ნაკვეთით.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს გ. ა. კლიმოვსკი თბილისის პირველი გიმნაზიის მასწავლებელი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ლ. მამულაშვილი ამიერკავკასიის ორკლასიანი სკოლის მასწავლებლად დანიშნეს.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 1-ელი მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გ. ა. კლიმოვსკიმ დაწერა 5-მოქმედებიანი დრამა „ცოლის შერთვა დიდი საქმეა“.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ალექსანდრე როინაშვილის ქვრივს, ელისაბედ როინაშვილს 20 მანეთი გადასცა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ილია აგლაძეს თონეთის სკოლაში გაწეული სამსახურისთვის 40 მანეთი გადაუხადა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 18 ივნისს საქართველოს ეგზარხოსმა პალადიმ სიღნაღში წმ. ნინოს მონასტერი მოინახულა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 23 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მაქსიმე ჭანტურიამ განათლება ქუთაისში ალექსი ჭიჭინაძის შემწეობით მიიღო.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 23 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა პეტრე მირიანაშვილის სტატია ქართული გრამატიკის შესახებ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 22 ივნისს ვასილ პეტრიაშვილმა სტუდენტებთან ერთად ზაქარია ჯორჯაძის სარდაფი დაათვალიერა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ვლადიკავკაზის სკოლას 40 ცალი „ბუნების კარი“, 70 ცალი „დედაენა“ და 40 ცალი არითმეტიკული დაფა გაუგზავნა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 22 ივნისის გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით შილდის სკოლის პედადოგმა ვასილ სულხანიშვილმა მადლობა გადაუხადა ივანე ასაბაშვილს, რომელიც სკოლის მოსწავლეებს გალობას ასწავლიდა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 22 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ სულხანიშვილი შილდის სკოლაში პედაგოგად მუშაობდა.

1888

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1888 წლის 23 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ყაზბეგის დედა ელისაბედ ესტატეს ასული ყაზბეგი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 23 ივნისის გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით ალექსანდრე ყაზბეგი ნათესავებსა და მეგობრებს ატყობინებდა, რომ მის დედას, ელისაბედ ყაზბეგს, 26 ივნისს სტეფანწმინდაში დაკრძალავდნენ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 20 ივნისს გორში ავქსენტი ცაგარლის პიესა „ციმბირელის“ წარმოდგენა გაიმართა. სპექტაკლში მონაწილეობდნენ მსახიობები: კონსტანტინე ყიფიანი, ვასილ აბაშიძე, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, ს. მგალობლიშვილი, ბ. ყიფშიძისა, და ს. ციციშვილისა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ვლადიკავკაზის სკოლას 110 რუსული ენის, 500 ცალი ანბანის და 1100 ცალი ცალხაზიანი რვეულები გაუგზავნა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ვლადიკავკაზის სკოლას 600 ცალი უჯრიანი რვეული, 24 ყუთი კალამი და სხვა საკანცელარიო ნივთები გაუგზავნა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ვლადიკავკაზის სკოლას 186.70 მანეთის საკანცელარიო ნივთები გაუგზავნა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 4 მარტს თბილისის ბანკის თეატრში უნდა წარმოედგინათ გ. ა. კლიმოვსკის 5-მოქმედებიანი დრამა „ცოლის შერთვა დიდი საქმეა“.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 6 იანვარს თბილისის სათავადაზნაურო სკოლის ღარიბ მოსწავლეთა სასარგებლოდ მარიამ ვახტანგის ასულმა ორბელიანმა და მარიამ ალექსანდრეს ასულმა ორბელიანმა ბალი გამართეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 28 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე სულხანის ძე ჭავჭავაძემ თბილისის სათავადაზნაურო სკოლას 400 მანეთი შესწირა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 28 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია ოქრომჭედლიშვილი მოსკოვიდან თბილისში უნდა ჩამოსულიყო.