ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50135

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 27 თებერვალს ნიკო ნიკოლაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრებს სთხოვა, რომ მისთვის საცავიდან 102-ე და 405-ე წიგნები ეთხოვებინათ. მისი თხოვნა დაკმაყოფილდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 9 დეკემბერს ქუთაისის საკრებულო დარბაზში გამართულ ღონისძიებაზე ქუთაისის ქართულ დრამატულ საზოგადოებას დ. ა. ნაზაროვმა, ვ. ნ. ავდეევმა, დ. კ. ნიჟარაძემ, დ. შ. ხელთუფლიშვილმა და ვ. კ. ალშიბაიამ 5-5 მანეთი შესწირეს.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის 29 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისში კავკასიის სოფლის მეურნეობის ინსპექტორი ი. კ. ვასილიევი გარდაიცვალა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ნიკიფორე დათეშიძე ჭიათურის შავი ქვის საბჭოში დარაჯად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს თბილისის სასამართლო პალატის თბილისის სამხარეო საქალაქო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ლევან კონსტანტინეს ძე კუჭუხიძე დაინიშნა ქუთაისის საქალაქო განყოფილების მოსამართლის დამხმარედ საგამოძიებო მიმართულებით.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 9 დეკემბერს ქუთაისის საკრებულო დარბაზში გამართულ ღონისძიებაზე დრამატულ საზოგადოებას ა. ი. სლავოჩინსკიმ 15 მანეთი შესწირა, ვ. ი. აბრამოვიჩმა – 10 მან., ა. ა. მაკაროვმა, ვ. ლ. გამრეკლიძემ და ლ. პ. კოკოჩაშვილმა – 5-5 მანეთი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს გარდაცვლილ ვარლამ სარდიონის ძე დალაქიშვილის მშობლებს ა. შევჩენკო, ი. რუსია, სერგო რობაქიძე და ს. ვარდანიძე თითო მანეთით დაეხმარნენ.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ი. კ. ვასილიევი კავკასიის სოფლის მეურნეობის ინსპექტორი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ლუარსაბ მიხეილის ძე ყრუაშვილი ფოთის გამგეობის წევრი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 29 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, „სახალხო გაზეთის“ რედაქციაში იაკობ გოგებაშვილის ფონდის დასახმარებლად 986. 2 მანეთი შეაგროვეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 6 ნოემბერს ფოთში ლუკა კუპრაძის სახლში გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობაში ქალაქის მოურავი ნიკო ნიკოლაძე და გამგეობის წევრი ლუარსაბ ყრუაშვილიც მონაწილეობდნენ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარე ევგენი გეგეჭკორი გენერალ ბარათოვისგან ითხოვდა განმარტებას, რატომ გაგზავნეს გილანის პროვინციაში კაზაკები. მათ გამო სპარსეთის ხელისუფლება უკმაყოფილებას გამოთქვამდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 19 იანვარს თბილისის სასახლის თეთრ დარბაზში გამართულ სხდომაზე ნოე რამიშვილმა ისაუბრა ფრონტის ხაზზე და ქვეყნის შიგნით არსებულ სამხედრო პრობლემებზე, მოითხოვა ჯარში გაეწვიათ 1899 წელს დაბადებული პირები, გაწვეულთა ასაკი გაზრდილიყო 25 წლამდე და გაეუქმებინათ შეღავათები მათთვის, ვინც სწავლობდა. შეთავაზებას არ დაეთანხმა ქარცივაძე, რადგან, მისი თქმით, ჯარში საჭირო ნივთების მარაგი რ არსებობდა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 29 დეკემბრის გაზეთ „იმერეთში“ კარპეზ იოსების ძე ბერიძემ დათიკო ჟღენტის თვითმკვლელობის შესახებ სტატია გამოაქვეყნა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ქუთაისის საგუბერნო მმართველობის მოხელე ჯანელიძესა და განჯის პოლიციის განყოფილების თანამშრომელ ქიქოძეს გუბერნიის მდივნის წოდება მიენიჭათ.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ქიქოძე განჯის პოლიციის განყოფილების თანამშრომელი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს გარდაცვლილ ვარლამ სარდიონის ძე დალაქიშვილის მშობლებს ლ. კ. მიქელაძე, გ. კირტავა, პ. დოტი და გ. კეპულაძე 3-3 მანეთით დაეხმარნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ სოფ. წინამძღვარიანთკარის სამეურნეო სკოლის გახსნა სამაგალითო საქმე იყო და ყველა ქართველს უნდა ეგრძნო პასუხისმგებლობა მის მოსავლელად. სკოლას ხელშეწყობა და დახმარება სჭირდებოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, სოფელ წინამძღვარიანთკარის მეურნეობის სკოლის გახსნა ქვეყნისთვის დიდი სარგებლის მომტანი იყო და იმედოვნებდა, რომ ქართველი ადამიანი მის დასახმარებლად შემოწირულობას არ დაიშურებდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე იაგორის ძე ფითოევი ივნისში ქუთაისში რამდენიმე წარმოდგენის გამართვას გეგმავდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 იანვარს თბილისის სასახლის თეთრ დარბაზში ჩატარდა სხდომა, რომლის თავმჯდომარე იყო ნოე ჟორდანია.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს გარდაცვლილ ვარლამ სარდიონის ძე დალაქიშვილის მშობლებს ი. კირტავა, ი. ი. ტერ-მოსესოვი, ი. ქველიაშვილი და ა. პ. მეტრეველი 5-5 მანეთით დაეხმარნენ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 26 დეკემბერს ქუთაისში ჭიჭიკო ვარდოსანიძის სავაჭროდან ნივთები და ფული მოიპარეს.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წელს ირაკლი ბაკურაძე, გრიგოლ ბარათაშვილი, ალექსანდრე ბეშკენაძე, ტრიფონ ბასილაძე, იაზონ ბაქრაძე, თეოფილე ბახტაძე, დიმიტრი ბახტაძე, სერგეი ბახტაძე და ელენე ბახტაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ. მათ საწევრო, 3-3 მანეთი, გადახდილი ჰქონდათ.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წელს ნიკოლოზ ბარძიმაშვილი, კონსტანტინე ბერეკაშვილი, ვუკოლ ბერიძე, ვასილ ბეჟანიშვილი, ივანე ბექაია, ბართლომე ბიბილეიშვილი, ოლღა ბოკერია, ბესარიონ ბოკუჩავა და სპირიდონ ბოლქვაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ. მათ საწევრო, 3-3 მანეთი, გადახდილი ჰქონდათ.