ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47990

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სამსონიძე ფოთის სახელოსნო სასწავლებელში მასწავლებლად მუშაობდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მასწავლებელთა ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა ვარლამ დავითის ძე ძიძიგური რკინიგზის სკოლიდან, რომელმაც განაცხადა, რომ რკინიგზის სკოლების მდგომარეობა ერობის მასწავლებლებთან შედარებით უკეთესია, დაცულია უფლებრივი და ეკონომიკური ინტერესები, სკოლები გაეროვნებულია, მთელ ხაზზე არის 200-მდე სკოლა, თითოეულ მასწავლებელს ჰყავს არა უმეტეს 40 მოწაფისა, ხელფასებს დროულად იღებენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მასწავლებელთა ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა პავლე ღუდუშაური თელავის მაზრიდან, რომელმაც განაცხადა, რომ მაზრაში არის 41 დაწყებითი სასწავლებელი, ქალაქისა და მაზრის 112 მასწავლებელი გაერთიანებულია კავშირში, სამაზრო ერობასთან დაარსებულია სასკოლო საბჭო, რომელიც განაგებს სასკოლო საქმეებს, საბჭომ მოაწყო ხატვა-ძერწვის კურსები.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, პავლე ღუდუშაური თელავის მაზრაში მასწავლებლად მუშაობდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში პავლე ღუდუშაური მასწავლებელთა ყრილობაში მონაწილეობდა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ვასილ პატარაშვილი გორის მაზრაში მასწავლებლად მუშაობდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მასწავლებელთა ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა ვასილ პატარაშვილი გორის მაზრიდან, რომელმაც შეადარა ძველი სახელმწიფო ინსპექტორებისა და ერობის ხანის მდგომარეობა. მისი აზრით, ძველ დროს სკოლისთვის არაფერი თვალსაჩინო გაკეთებულა, ხოლო ახლანდელი სასკოლო განყოფილების გამგის მეშვეობით მაზრაში გაიხსნა 47 ახალი სკოლა, მასწავლებლები უზრუნველყოფილნი არიან, თუმცა ძველი ინსპექტორების მიერ გაბნეული დოკუმენტების გამო მასწავლებლებს უფერხდებათ ხუთწლეულების მიღება.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში ვასილ პატარაშვილი მასწავლებელთა ყრილობაში მონაწილეობდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მასწავლებელთა ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა იაკობ კობიაშვილი დუშეთის მაზრიდან, რომელმაც განაცხადა, რომ მაზრაში არსებობს 35 სკოლა, მაგრამ მხოლოდ ქაღალდზე, რადგან დანიშნული მასწავლებლები ვერ ასრულებენ მოვალეობას, ნახევრად აცდენენ გაკვეთილებს, ბოლშევიკების მიერ განადგურებულ ინვენტართან დაკავშირებით ერობა მუშაობს, თუმცა მალე ვერ მოწესრიგდება მდგომარეობაო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იაკობ კობიაშვილი დუშეთის მაზრაში მასწავლებლად მუშაობდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში იაკობ კობიაშვილი მასწავლებელთა ყრილობაში მონაწილეობდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მასწავლებელთა ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა ნიკოლოზ დიმიტრის ძე ყაზბეგი სიღნაღის მაზრიდან, რომელმაც განაცხადა, რომ მაზრაში 100-მდე დაწყებითი სკოლაა, რომლებიც მოუწყობელია, კარგი მასწავლებლები არ მოდიან; კავშირი არსებობს, თუმცა ვერ იკრიბებიან ფილიალების სიშორის გამო; ერობა ხელფასებს დროულად არ გასცემს.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნიკოლოზ დიმიტრის ძე ყაზბეგი სიღნაღის მაზრაში მასწავლებლად მუშაობდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში ნიკოლოზ ყაზბეგი მასწავლებელთა ყრილობაში მონაწილეობდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მასწავლებელთა ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა ვარლამ ბურჯანაძე ახალქალაქისა და ბორჩალოს მაზრის შესახებ, რომელმაც განაცხადა, რომ მესხეთ-ჯავახეთში არ არის ფილიალი და მხოლოდ მაშინ ეწყობოდა. ბორჩალოს მაზრაში არის 5 დაწყებითი სასწავლებელი, მაზრაში არის 12 ქართული სოფელი, სადაც შესაძლებელია სკოლების გახსნა, მაგრამ ვერ პოულობენ მასწავლებლებს, მიუხედავად იმისა, რომ იქ მასწავლებლისთვის გაცილებით უკეთესი პირობებია სურსათის მხრივ; ყრილობაზე მესხეთ-ჯავახეთის მაზრიდან წარმომადგენელი არ არის.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ვარლამ ბურჯანაძე ახალქალაქი-ბორჩალოს მაზრის სკოლებს მეურვეობდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში ვარლამ ბურჯანაძე მასწავლებელთა ყრილობაში მონაწილეობდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მასწავლებელთა ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა ნინო ნაკაშიძე, „ნაკადულის“ რედაქტორი, რომელმაც ვრცელი მოხსენება წაიკითხა საბავშვო გამომცემლობაზე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მასწავლებელთა ყრილობაზე „ნაკადულის“ რედაქტორის, ნინო ნაკაშიძის ვრცელი მოხსენება საბავშვო გამომცემლობაზე ყრილობამ სრულებით გაიზიარა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ნინო იოსების ასული ნაკაშიძე საბავშვო ჟურნალ „ნაკადულის“ რედაქტორი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში ნინო ნაკაშიძე მასწავლებელთა ყრილობაში მონაწილეობდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მასწავლებელთა ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა დაბალი სკოლების მთავარი გამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე, რომელიც შეეხო აფხაზეთ-სამურზაყანოსა და მესხეთ-ჯავახეთის მაზრებს, საიდანაც წარმომადგენლები არ გამოცხადდნენ. აფხაზეთ-სამურზაყანოში არსებობს 135 დაწყებითი სკოლა, ახალციხეში – 5, ხოლო მაზრაში – 6, ახლახანს გაიხსნა 2, სკოლები არის ქართული, სომხური, აზრებაიჯანული, ყველაზე ნაკლები სკოლა ახალქალაქის მაზრაშია. მან განაცხადა, რომ არ შეიძლება ერობების მუშაობის მიმართ საყვედური, რადგან ჯერ არ განმტკიცებულან. მთავრობამ ბევრი იმუშავა სწავლა-განათლების საქმეში, დაბალი და უმაღლესი სკოლები თავისი კრედიტებით გადასცა თვითმმართველობებს, სკოლები გააეროვნა, გამოსცა დროებითი პროგრამები, დაუმტკიცებელი უმაღლესი სასწავლებლების შესახებ განმარტა, რომ მიზეზი მათი მოუმზადებლობაა, აღნიშნა, რომ 1917, 1918 და 1919 წლებთან შედარებით მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესებულია.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე დაბალი სკოლების მთავარგამგე იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში გიორგი ჭუმბურიძე მასწავლებელთა ყრილობაში მონაწილეობდა.

1888

ტიპი: მფლობელობა

1888 წლის 17 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით 10 წელი გავიდა, რაც თბილისში გაიხსნა პირველი ქართული წიგნების მაღაზია, რომლის მფლობელი გრიგოლ ჩარკვიანი იყო.