ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47965

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 20 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „პროვინციის მოღვაწენი (ალექსანდრა ჩაჩანიძე-გაწერელიასი)“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 15 ივნისს სახალხო სახლში ვალერიან გუნიას რეჟისორობით წარმოადგინეს „ღალატი“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ტასო აბაშიძემ, ეფემია მესხმა, კოტე ყიფიანმა და სხვ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 6 ივნისს ხაშურ-გომის დრამატულმა წრემ ნიკო სიხარულიძის საიუბილეო საღამო გამართა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 6 ივნისს ხაშურში ნიკო სიხარულიძის საიუბილეო საღამოზე წარმოადგინეს ავქსენტი ცაგარლის „ოინბაზი“, დავით აწყურელის „ცოლ-ქმრობის წინააღმდეგი“ და ვალერიან გუნიას „მონადირე“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 14 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოსო მაჭავარიანის სტატია „სცენისმოყვარე ნაპოლეონი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 20 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია აბაშიძის წერილი სადგურ ჰაჯიყაბულის თეატრში 20 მაისს გამართული წარმოდგენების „ხორველობა“ და „უბედური დღე“ შესახებ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 2 აგვისტოს სურამის საკრებულოს ბაღში მსახიობმა იუზა ზარდალიშვილმა ხაშურის სცენისმოყვარეთა დახმარებით წარმოდგენა გამართა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 3 აგვისტოს სურამის საკრებულოს ბაღში გამართულ სალიტერატუროს საღამოზე იასონ ნიკოლაიშვილმა წაიკითხა მოთხრობა „ტუფლები“.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 14 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ისტორიკოსი თედო ჟორდანია ავად იყო.

1916

ტიპი: გარდაცვალება

ეკატერინე სარაჯიშვილი 1916 წლის 11 აგვისტოს დიდუბეში დაკრძალეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 27 ივლისს ახალ სენაკში წარმოადგინეს ნიკოლოზ ივანეს ძე შიუკაშვილის „მეგობრობა“ ვალერიან გუნიას მონაწილეობით.

1861

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ეკატერინე ივანეს ასული ფორაქაშვილი 1861 წლის 27 იანვარს თბილისში დაიბადა.

1916

ტიპი: განათლება

1916 წელს გიორგი სპირიდონის ძე ლომთათიძემ საკოოპერაციო კურსები დაამთავრა.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის პენსია, 350 მანეთი, იაკობ ფანცხავას უმცირეს მოთხოვნებსაც კი ვერ წვდებოდა მანეთის იმდროინდელი ღირებულების გამო.

1929

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1929 წელს პენსიაზე გასვლისას იაკობ ფანცხავას საპენსიო თანხა, 210 მანეთი, მთლიანად ფარავდა მის პირად ხარჯებს.

1943

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1943 წელს იაკობ ფანცხავას პენსია შეადგენდა 350 მანეთს.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წელს პენსიაზე გასული იაკობ ფანცხავას ანაზღაურება პასუხისმგებელი მუშაკის ანაზღაურების მიხედვით იცვლებოდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს იაკობ ფანცხავამ პირნათლად შეასრულა დაკისრებული მოვალეობა − ქუთაისისა და ქუთაისის გუბერნიის ბანკების სრული ლიკვიდაცია.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 31 ოქტომბერს გამართულ პურის ვაჭრობის მომწესრიგებელი კომისიის კრებას დაესწრნენ პ. ს. ღამბაროვი, ალექსანდრე ქალანთარი, გიორგი ჟურული და ივანე თაიროვი.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ქუთაისის ქალაქის საბჭოს თხოვნით მიმართა სააბრეშუმო სადგურის ინსტრუქტორმა იოსებ ქუთათელაძემ, მისთვის დაეთმოთ საღორიაში ქალაქის მიწა იმ პირობით, რა პირობითაც საბჭომ ბავშვთა მზრუნველ საზოგადოებას დაუთმო.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს იაკობ ფანცხავამ ქუთაისის ქალაქის თვითმართველობას წარუდგინა ვრცელი მოხსენება მისი გამუდმებული დაბეზღების შესახებ ჟანდარმერიაში, გუბერნატორსა და მეფისნაცვალთან.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის მაისში ჩხრეკის შედეგად ჩამორთმეული წიგნები ჟანდარმერიის სამმართველომ იაკობ ფანცხავას უკლებლივ დაუბრუნა, რადგან მას უფლება ჰქონდა ყველანაირი, თუნდაც სხვებისთვის აკრძალული წიგნიც კი შეეძინა თითო ეგზემპლარად.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის ნოემბერში იაკობ ფანცხავასთვის ქუთაისის ქალაქისთავად დანიშვნაზე უარის თქმის მიზეზი ჟანდარმერიის მიერ მისი ხელმეორედ გაჩხრეკა გახდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს იაკობ ფანცხავამ უარი თქვა თეოდოსიის სახბანკის განყოფილების კონტროლიორის თანაშემწედ დანიშვნაზე.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს ნიკოლაევის სახბანკის გამგემ იაკობ ფანცხავას ფინანსთა მინისტრის განკარგულება წარუდგინა, რომლის საფუძველზეც იგი ქალაქ თეოდოსიის სახბანკის განყოფილების კონტროლიორის თანაშემწედ ინიშნებოდა.