რეგისტრირებული ფაქტები50191
სორტირება თარიღი კლებადობით
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 30 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წევრთა საგანგებო კრებაზე ივანე თევდორეს ძე სტურუა გამგეობის წევრად აირჩიეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, 29 და 30 სექტემბერს თბილისის დრამატულ დასს გიორგი გვაზავას მიერ თარგმნილი „ანტიგონე“ უნდა წარმოედგინა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 29 სექტემბერს კონსტანტინე ილიას ძე აბაშიძემ ბაქოში წაიკითხა ლექცია „რა გავლენა იქონია რუსულმა ლიტერატურამ ქართულ ლიტერატურაზე“.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვლადიმერ მიქელაძეს რუსეთის საკრედიტო დაწესებულებები წლიურად 15 000 მანეთს უხდიდნენ. ეს ხელფასი მისთვის დეპუტატად ყოფნის დროსაც უნდა დაეტოვებინათ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვლადიმერ მიქელაძის მომხრეებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სიმონ ქვარიანი მათი ჯგუფის წევრი იყო. ქვარიანმა ეს ინფორმაცია უარყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გიორგი ბეჟანის ძე გვაზავამ ბერძნულიდან ქართულად თარგმნა სოფოკლეს „ანტიგონე“.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისის მოურავი ილია მანუჩარის ძე ჩიქოვანი თბილისიდან ქუთაისში დაბრუნდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 სექტემბერს ზესტაფონში გამართულ წვრილ და მსხვილ მემამულეთა ამომრჩევლების კრებაზე ვლადიმერ მიქელაძის მომხრეებმა კანდიდატებად კალისტრატე ჩიკვაიძე და პავლე ჩხეიძე დაასახელეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სოფელ თუზში სამინისტრო სკოლას ადგილობრივმა თავადმა პლატონ ლუკას ძე აბაშიძემ მიწა შესწირა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ცნობით, ტრიფონ მიხეილის ძე ჯაფარიძის წერილები ახალ ათონში მოგზაურობის შესახებ, რომელიც „კოლხიდაში“ იბეჭდებოდა, ცალკე წიგნად გამოვიდა. წიგნი სამ შაურად უნდა გაყიდულიყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ემელიანე ლომთათიძე სოფელ ხიდისთავში ცხოვრობდა და ცოლ-შვილს კერძო გაკვეთილებით არჩენდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ საშუალებით, ფოთის მოსახლეობას სთხოვეს, არჩევნებში ეპისკოპოს ლეონიდესა და მიხეილ ესაკიასთვის მიეცათ ხმა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 სექტემბერს წვრილ და მსხვილ მემამულეთა წარმომადგენლების არჩევნებზე ვლადიმერ სიმონის ძე მიქელაძე გააშავეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 სექტემბერს ზესტაფონში გამართულ წვრილ და მსხვილ მემამულეთა ამომრჩევლების კრებაზე 71 მემამულე და ამომრჩეველი გამოცხადდა. ოთხი ამომრჩეველი უნდა დაესახელებინათ. კიტა აბაშიძის მომხრეებმა ოთხი კანდიდატი დაასახელეს, ვლადიმერ მიქელაძის მომხრეებმა – ორი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 სექტემბერს ონში დეპუტატობის კანდიდატებად აირჩიეს დიმიტრი ალექსანდრეს ძე ყიფიანი, ალექსანდრე იოსების ძე კვიტაშვილი და სიმონ ჯაფარიძე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 სექტემბერს ზესტაფონში გამართულ წვრილ და მსხვილ მემამულეთა ამომრჩევლების კრებაზე ამომრჩევლებად ალექსანდრე ზურაბის ძე წერეთელი, იოსებ ალექსანდრეს ძე გუნცაძე, ილია ზურაბის ძე აბაშიძე და ალექსანდრე ხახულის ძე აბაშიძე დაასახელეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 სექტემბერს ზესტაფონში წვრილ და მსხვილ მემამულეთა ამომრჩევლების კრებაზე ვლადიმერ მიქელაძის მომხრეებმა კანდიდატები დაასახელეს, მაგრამ მოგვიანებით თავიანთი კანდიდატები მოხსნეს, რადგან მიხვდნენ, რომ ვერ გაიმარჯვებდნენ.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 27 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საკითხი, თუ როგორ უნდა აღენიშნათ 27 ოქტომბერს ილიას 75 წლის იუბილე, რაზედაც გამგეობამ დაადგინა, რომ 4 ოქტომბერს უნდა მოეწვიათ განსაკუთრებული კრება, რომელსაც დაესწრებოდნენ გამგეობის დაწესებულებათა წარმომადგენლები. სხდომის ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე მდივანი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 27 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს სენაკის სკოლის საქმე, რომელსაც თან ერთვის ცნობა, რომ სენაკის სკოლა მდებარეობდა თავადი მინგრელსკის მიწაზე. რადგან სკოლის შენობა ჯერ კიდევ დასამთავრებელი იყო და მასწავლებლებსაც არ ჰქონდათ კუთვნილი ხელფასი მიღებული, გადაწყვიტეს, სკოლის მიწა და შენობა ბანკში დაეგირავებინათ, აღებული ფულით კი დაემთავრებინათ სკოლის შეკეთება და გადაეხადათ მასწავლებლების ხელფასი. ამისათვის საჭირო იყო მიწა დაემტკიცებინათ საზოგადოების სახელზე, რისთვისაც მამულის გამგე ვლადიმერ კონსტანტინეს ძე ალშიბაიამ საზოგადოებას მოსთხოვა ვალდებულების ქაღალდი, რომლის თანახმად, თუ ოდესმე სკოლა დაიხურებოდა, საზოგადოების ვალდებულება იქნებოდა თავადი მინგრელსკისათვის გადაეხადა 2500 მანეთი. გამგეობამ დაადგინა, რომ სასამართლო წესით ეცდებოდნენ დაემტკიცებინათ მამული საზოგადოების სახელზე, ხოლო მინგრელსკის მოურავს სთხოვეს, საზოგადოება გაეთავისუფლებინა 2500 მანეთის გადახდის ვალდებულებისაგან.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 27 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განგეობამ სერგი გორგაძეს წიგნების ანგარიშში გადასცა — 25.94 მან., იპოლიტე ვართაგავას თელავში წასასვლელად — 6.10 მან., იასონ კერესელიძეს — 190.50 მან., დოისიციანს — 8.55 მან., ასევე გადაიხადეს საზოგადოების სხვადასხვა ხარჯი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 27 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ორმოცდამეორე სხდომა ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: დავით კარიჭაშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, იპოლიტე ვართაგავა, ლუარსაბ ბოცვაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, გრიგოლ რცხილაძე, სერგი გორგაძე, შალვა მიქელაძე და ალექსანდრე ყიფშიძე.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 27 სექტემბერს ქშწკგ საზოგადოების მთავარმა გამგეობამ მოისმინა გამგეობის წევრ იპოლიტე ვართაგავას მოხსენება საზოგადოების თელავის განყოფილების სკოლის დათვალიერების შესახებ. მან მსმენელებს გააცნო პროგრამა, რომლითაც მასწავლებლები ხელმძღვანელობდნენ წლის განმავლობაში.წაიკითხეს შემდეგი ნაწარმოებები: ილია ჭავჭავაძის „სარჩობელაზედ“, „დედა და შვილი“, „სცენები“, „მეფე დიმიტრი თავდადებული“, „განდეგილი“, „აჩრდილი“, „კაკო ყაჩაღი“, „კაცია-ადამიანი“, „ოთარაანთ ქვრივი“, „მგზავრის წერილები“, „მათიკა და გიშერას“ თარგმანი, შმიდტის „სვიის გვირგვინი“, პოლ ბერის „ბუნების ცოდნა“, „ხუმარა სპილოების“ თარგმანი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 27 სექტემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ მოისმინა გამგეობის წევრ იპ. ვართაგავას მოხსენება საზოგადოების თელავის განყოფილების სკოლის დათვალიერების შესახებ. ვართაგავამ მოახსენა გამგეობას, რომ თელავის სკოლამ ჩაამთავრა 1911-1912 სასწავლო წელი. მისი დაკვირვებით, წერა-კითხვა ქართულ ენაზე მოსწავლეებმა ნაჩქარევად გაიარეს, შედეგად ბავშვები, მცირე გამონაკლისის გარდა, დამახინჯებულად სწერდნენ. ვართაგავას აზრით, ამის გამოსწორება უკვე სექტემბერშივე ადვილად შეიძლებოდა. თუმცა ამ ხარვეზს დადებითიც მოჰყვა. კერძოდ, რაც ნაკლებად აქცევდნენ ბავშვები ყურადღებას წერას, მით მეტი სერიოზულობით ეკიდებოდნენ კითხვას და მეტს იძენდნენ მასწავლებელთან გასაუბრებით. მაგალითად, ყველა ამბავსა და ლექსს გოგებაშვილის „დედა ენიდან", რომლის 69 გვერდიც მოსწავლეებს უკვე აეთვისებინათ, წინ უძღოდა მათი გასაუბრება მასწავლებელთან.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 27 სექტემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ მოისმინა გამგეობის წევრ იპ. ვართაგავას მოხსენება საზოგადოების თელავის განყოფილების სკოლის დათვალიერების შესახებ. ვართაგავამ მსმენელებს გააცნო პროგრამა, რომლითაც მასწავლებლები ხელმძღვანელობდნენ წლის განმავლობაში. ლიტერატურაში წაკითხულ იქნა შემდეგი ნაწარმოებები: „საწყალი ბაბუა“ ცახელის „გრდემლიდან“, ს. ყიფიანის სამი მოთხრობა და „ინდოურის თავგადასავალი“, ლომოურის „ქაჯანა“, „ალი“ და კრებული „მოლაღური“ (შემოკლებით), ეკ. გაბაშვილის „მაგდანას ლურჯა“, „ნინოს დედოფალი“, „საახალწლო სურათი“, ელიაშვილის „აკაკის საჩივარი“.