ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51834

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 22 დეკემბერს ანემპოდისტე ვასილის ძე ჯაფარიძე, რაჟდენ გრიგოლის ძე ნანუკაშვილი, ლონგინოზ ილარიონის ძე კვიკვიძე, ელეფთერ ზაქარიას ძე ღვალაძე და კოტე დავითის ძე გოგოშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ონის განყოფილების დამაარსებელმა კრებამ ნამდვილ წევრებად აირჩია. 

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 22 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილების დამაარსებელმა კრებამ ნამდვილ წევრებად აირჩია: რაულ ფარნაოზის ძე ნიჟარაძე, ამბროსი მიხეილის ძე მეტრეველი, დავით სპირიდონის ძე სუხაშვილი, ილია გიორგის ძე გოგია, სერგო სიმონის ძე ბაქრაძე.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 22 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილების დამაარსებელმა კრებამ ნამდვილ წევრებად აირჩია: დავით რამაზის ძე გოცირიძე, ვალერიან სიკოს ძე ჯაფარიძე, ბიქტორ მაქსიმეს ძე ელიავა, გიორგი ქაიხოსროს ძე იაშვილი, ასლან გიორგის ძე გელოვანი, ამბროსი ვლადიმერის ძე გამყრელიძე და დარია ხოსროს ასული ჯანუაშვილი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 22 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ლეონ, პეტრე და იაკობ ზუბალაშვილები თბილისის გამგეობამ საპატიო წევრებად აირჩია და დადგენილება დასამტკიცებლად გუბერნატორს წარუდგინა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 20 დეკემბერს მუშაობა დაიწყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გუდაუთის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე იყო დიმიტრი ნადარეიშვილი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 19 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ნიკო ლომოურის „ქაჯანას“ ცალკე წიგნად გამოცემა გადაწყვიტა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 19 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, შავი ქვის მრეწველთა საბჭომ ალექსანდრე ვლადიმერის ძე წერეთლის წინადადებით საჩხერის ხიდის დამთავრება გადაწყვიტა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 19 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ავადმყოფობის გამო საგურამოს სკოლის მასწავლებლის, არისტოკლე რამინიშვილის სამსახურიდან გათავისუფლება გადაწყვიტა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 19 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ეკატერინე გაბაშვილის „ალის“ ცალკე წიგნად გამოშვება გადაწყვიტა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 19 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, აკაკი ჩხენკელმა სათათბიროს კათედრაზე განაცხადა, რომ ვარლამ გელოვანი დეპუტატად თავადებმა აირჩიეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 18 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ჟენევის ქართული სათვისტომო ვლადიმერ სარდიონის ძე მესხიშვილის ქართულ სცენაზე 30-წლიანი მოღვაწეობის აღნიშვნას აპირებდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 18 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ჯანსუღ დადეშქელიანმა ივანე შარაშიძის სახელზე დაარსებულ ფონდს 25 მანეთი შესწირა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 18 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, დავით ნიკოლოზის ძე ავალიანმა ქალაქის გამგეობის წევრთა კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 17 დეკემბერს აქვსენტი ფილიპეს ძე გამსახურდია ქართველთა შორს წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ბათუმში წიგნების საწყობის გახსნას და მთავარი გამგეობის გამოცემების მონოპოლიური უფლებით დათმობას სთხოვდა. სანაცვლოდ საზოგადოების ბათუმის განყოფილების ქართული სკოლა 10% საკომისიოს მიიღებდა.

1912

ტიპი: მფლობელობა

1912 წლის 17 დეკემბერს ქალაქის თვითმმართველობის მოხელემ, აქვსენტი ფილიპეს ძე გამსახურდიამ ბათუმში წიგნებისა და საკანცელარიო ნივთების მაღაზია გახსნა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 16 დეკემბრის გაზეთ „იმერეთში“ დაიბეჭდა ჯაჯუ ჯორჯიკიას მოთხრობა „დამბაჩის ტუჩთან“.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 16 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის სამოსამართლო პალატამ კონსტანტინე გოცირიძე გაამართლა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 16 დეკემბერს მოსკოვის სამომხმარებლო საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე დასასწრებად იასონ გაბილაიას გაგზავნა გადაწყვიტეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 15 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მღვდელმა სილიბისტრო ხუნდაძემ ფილიმონ ქორიძის მიერ შედგენილი ქართული გალობის გამოსაცემად 2 მანეთი გაიღო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 15 და 16 დეკემბერს ქუთაისის თეატრში ნიკოლოზ ივანეს ძე შიუკაშვილის ახალი პიესა „ციცინათელა“ უნდა წარმოედგინათ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 15 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ს. მ. კირაკოზოვსა და ბ. გ. ოგანოვს 7 დღით იაფი ვაჭრობა უნდა გაემართათ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 15 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მასწავლებელმა ვასილ ქობულიამ ბანკში მუშაობაზე უარი თქვა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, უთუ ბასილიას პრინცესა მიურატის სასახლეზე თავდასხმა ედებოდა ბრალად. ოლქის სასამართლოსგან მას ერთი წლით გამოსასწორებელ რაზმში გაგზავნა ჰქონდა მისჯილი.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, იოსებ ჯაფარიძე პრინცესა მიურატის ქონების მმართველი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ივანე ჯავახიშვილი და ნიკო მარი ყურადღებას აქცევდნენ პეტერბურგის ფსიქონევროლოგიური ინსტიტუტის ქართულ სამეცნიერო წრეს.