რეგისტრირებული ფაქტები50191
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 10 აპრილს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე საზოგადოების 1923 წლის მუშაობის ანგარიში განიხილეს.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 10 აპრილს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამარყანდის ოლქში მცხოვრებ ქართველთა თხოვნა წიგნებით დახმარების შესახებ. გამგეობამ მათი თხოვნა დააკმაყოფილა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს ქუთაისის გამგეობის დარბაზში სიმონ ალექსის ძე ქვარიანი ვლადიმერ მიქელაძის პარტიის საორგანიზაციო კომისიის წევრად აირჩიეს, მაგრამ მან წევრობაზე უარი განაცხადა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 29 სექტემბერს კონსტანტინე ილიას ძე აბაშიძემ ბაქოში წაიკითხა ლექცია „რა გავლენა იქონია რუსულმა ლიტერატურამ ქართულ ლიტერატურაზე“.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს ქუთაისის გამგეობის დარბაზში სიმონ ალექსის ძე ქვარიანი ვლადიმერ მიქელაძის გამართულ საზოგადო კრებას დაესწრო.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 8 მაისს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: ივანე ელიაშვილი, ვარლამ ბურჯანაძე, ნინო ნაკაშიძე და პარმენ კახიანი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვლადიმერ მიქელაძეს რუსეთის საკრედიტო დაწესებულებები წლიურად 15 000 მანეთს უხდიდნენ. ეს ხელფასი მისთვის დეპუტატად ყოფნის დროსაც უნდა დაეტოვებინათ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვლადიმერ მიქელაძის მომხრეებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სიმონ ქვარიანი მათი ჯგუფის წევრი იყო. ქვარიანმა ეს ინფორმაცია უარყო.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 10 აპრილს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ დაადგინა, მწერალთა კავშირისთვის მიეწერა, რომ საზოგადოების წიგნსაცავისთვის თავისი გამოცემები გაეგზავნა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 8 მაისს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის დადგენილებით ელიოზიშვილის ნაანდერძევი 2 000 მანეთის განაღდების საკითხის მოგვარება არტემ ახნაზაროვს დაევალა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გიორგი ბეჟანის ძე გვაზავამ ბერძნულიდან ქართულად თარგმნა სოფოკლეს „ანტიგონე“.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისის მოურავი ილია მანუჩარის ძე ჩიქოვანი თბილისიდან ქუთაისში დაბრუნდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 10 იანვარს ქართულ თეატრში უნდა წარმოედგინათ რაფიელ ერისთავის ახალი ორმოქმედებიანი კომედია „ქაჩუა“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ კონსტანტინე ყიფიანი და ნატალია ცაგარელი.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალ „ივერიის“ N3-ში დაიბეჭდა დიმიტრი ბაქრაძის „შრომა ევროპიელთ მსწავლულთა, განსაკუთრებით ბროსსესი, ქართულის საისტორიო წყაროების გამოკვლევაში“, რომელშიც ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს შესახებ ევროპაში დაცულ მასალებს თავი მოუყარეს მარი ბროსემ და აზიურმა საზოგადოებამ.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალ „ივერიაში“ (N 3; რედაქტორები: ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი) დაბეჭდილი დ. ბაქრაძის სტატიის „შრომა ევროპიელთ მსწავლულთა, განსაკუთრებით ბროსსესი, ქართულის საისტორიო წყაროების გამოკვლევაში“ მიხედვით, ევროპაში საქართველოს შესახებ მასალები მოიპოვებოდა „ქართული გარამატიკის წინასიტყვაობაში“ (Elements de la Langue Georgienne; გამოიცა 1837 წელს პარიზში), რომლის ერთი ნაწილის ავტორი იყო ჰაინრიხ იულიუს კლაპროთი, ხოლო მეორესი – მარი ბროსე.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალ „ივერიაში“ (N 3; რედაქტორები: ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი) დაბეჭდილი დ. ბაქრაძის სტატიის „შრომა ევროპიელთ მსწავლულთა, განსაკუთრებით ბროსსესი, ქართულის საისტორიო წყაროების გამოკვლევაში“ მიხედვით, ევროპაში საქართველოს შესახებ მასალები მოიპოვებოდა ბროსეს მიერ შეკრებილ ქართლის ცხოვრების (1201-1755 წწ) მასალებში და ასევე მის მიერ 1838 წელს პეტერბურგის აკადემიაში წარმოთქმულ სიტყვაში(Discours prononce a l assemblee generale de l Academie des science de St-Pet.), როდესაც ის აკადემიის წევრად აირჩიეს.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N3; რედაქტორები: ილია ჭავჭავაძე, ივანე მაჩაბელი) დაბეჭდილ სტატიაში „შრომა ევროპიელთ მსწავლულთა, განსაკუთრებით ბროსსესი, ქართულის საისტორიო წყაროების გამოკვლევაში“ დიმიტრი ბაქრაძე წერდა, რომ ევროპაში ქართული ენის შესწავლის აზრი გაუჩნდა ფრანგ ლინგვისტ-ორიენტალისტ ანტუან სენ-მარტინს, რომელიც იკვლევდა სომხურ ენასა და ისტორიას. ის იყო დამფუძნებელი „აზიური საზოგადოებისა“ და „აზიური ჟურნალისა“, რომელშიც იბეჭდებოდა მასალები საქართველოს შესახებ.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 3; რედაქტორები: ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი) დაბეჭდილ სტატიაში „შრომა ევროპიელთ მსწავლულთა, განსაკუთრებით ბროსსესი, ქართულის საისტორიო წყაროების გამოკვლევაში“ დ. ბაქრაძე წერდა, რომ „აზიურმა საზოგადოებამ“ (დაფუძნდა პარიზში 1822 წელს, ანტუან სენ-მარტინის მიერ) ქართული ანბანის ჩამოსხმა და ლექსიკონის დაბეჭდვა გადაწყვიტა.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალ „ივერიაში“ (N 3; რედაქტორები: ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი) დაბეჭდილ სტატიაში „შრომა ევროპიელთ მსწავლულთა, განსაკუთრებით ბროსსესი, ქართულის საისტორიო წყაროების გამოკვლევაში“ დ. ბაქრაძე წერდა, რომ „აზიურმა საზოგადოებამ“ (დაფუძნდა პარიზში 1822 წელს, ანტუან სენ-მარტინის მიერ) 1808 წელს ჰაინრიხ კლაპროთის მიერ დაბეჭდილი ქართულ-ფრანგული და ფრანგულ-ქართული ლექსიკონი (შედგებოდა 4058 სიტყვისგან) თბილისში გააგზავნა.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალ „ივერიაში“ (N3; რედაქტორები: ილია ჭავჭავაძე, ივანე მაჩაბელი) დაბეჭდილ სტატიაში „შრომა ევროპიელთ მსწავლულთა, განსაკუთრებით ბროსსესი, ქართულის საისტორიო წყაროების გამოკვლევაში“ დ. ბაქრაძე წერდა, რომ 1832 წელს ჰაინრიხ კლაპროთმა ქართული გრამატიკის შედგენა დაიწყო (თავისივე გადმოცემით, ის იტალიელი მისიონერის ხელნაწერით ხელმძღვანელობდა). 1835 წელს მისი გარდაცვალების გამო გრამატიკის ბეჭდვა მარი ბროსეს მიენდო.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალ „ივერიაში“ (N 3; რედაქტორები: ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი) დაბეჭდილ სტატიაში „შრომა ევროპიელთ მსწავლულთა, განსაკუთრებით ბროსსესი, ქართულის საისტორიო წყაროების გამოკვლევაში“ დ. ბაქრაძე წერდა, რომ „აზიურ ჟურნალში“(დაფუძნდა პარიზში 1822 წელს, ანტუან სენ-მარტინის მიერ) 1827-1836 წლებში იბეჭდებოდა სენ-მარტინის, შულცეს, როტიეს, კლაპროთისა და ბროსეს სტატიები ქართული და მეგრული ენების თვისების, ისტორიისა და ქრონოლოგიის შესახებ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს ქუთაისში, ალექსანდრე თაბაგარის მაღაზიაში, გრამაფონები, ველოსიპედები, საქსოვი და საკერავი მანქანები და სხვა ნივთები იყიდებოდა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 22 მაისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ივანე ელიაშვილი, ვარლამ ბურჯანაძე და პარმენ კახიანი.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 8 მაისს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვარლამ ბურჯანაძის განცხადება ფულის მტკიცე კურსის შემოღების გამო საზოგადოების ანგარიშის ბონებით წარმოების შესახებ.