რეგისტრირებული ფაქტები51855
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 23 სექტემბერს, ღამის 12 საათზე, დაიწვა გერასიმე მაქსიმეს ძე ჯაშის საწყობი, რომელშიც იყო ფიცრები და თივა. ჯაშმა 200 მანეთამდე იზარალა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 2 თებერვალს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს „პოლიტპროსვეტის“ წინადადება საზოგადოების ახალი წესდების დაჩქარებით შესწორებისა და წარდგენის შესახებ. სხდომამ „პოლიტპროსვეტისთვის“ წესდების პროექტის წარდგენა ვარლამ ბურჯანაძეს დაავალა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ცნობით, ტრიფონ მიხეილის ძე ჯაფარიძის წერილები ახალ ათონში მოგზაურობის შესახებ, რომელიც „კოლხიდაში“ იბეჭდებოდა, ცალკე წიგნად გამოვიდა. წიგნი სამ შაურად უნდა გაყიდულიყო.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წელს 31 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს საზოგადოების წესდების შეცვლის საკითხი. ახალი წესდების პროექტის შემუშავება ვარლამ ბურჯანაძეს დაევალა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 31 იანვარს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ნინო ნაკაშიძე და ვარლამ ბურჯანაძე.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, რომლის თავმჯდომარე იასონ ლორთქიფანიძე იყო, წიგნების გამომცემელ და გამავრცელებელ საზოგადოებად იწოდებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 25 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ გორში მომხდარმა მიწისძვრამ 30 000 ადამიანი უსახლკაროდ დატოვა. სტიქიამ დაანგრია გორის ციხის გალავანიც. დიდი ზარალი მიადგა 47 სოფელს, მსხვერპლის რაოდენობა ყოველდღიურად იზრდებოდა, ხელისუფლება კი მოსახლეობის დასახმარებლად ღონისძიებებს არ ატარებდა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წელს თბილისის პირველი გიმნაზიის კრებამ პედაგოგიური საბჭოს ძირითადი ჯგუფის შესადგენად გამგე-კომიტეტთან ერთად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები: ი. გოგებაშვილი, ი. სიდამონ-ერისთავი, ა. მირიანაშვილი, პ. გოთუა, გ. რცხილაძე, ე. ხრამელაშვილი და მ. ლასხიშვილი მიიწვია.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 19 სექტემბერს ყოფილი მასწავლებელი ემელიანე ლომთათიძე დააპატიმრეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ემელიანე ლომთათიძე სოფელ ხიდისთავში ცხოვრობდა და ცოლ-შვილს კერძო გაკვეთილებით არჩენდა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 31 იანვარს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ნინო ნაკაშიძე და ვარლამ ბურჯანაძე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ საშუალებით, ფოთის მოსახლეობას სთხოვეს, არჩევნებში ეპისკოპოს ლეონიდესა და მიხეილ ესაკიასთვის მიეცათ ხმა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 22 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ივანე გიორგის ძე ავალიშვილი და სერგო დავითის ძე ჯაფარიძე მიწვეული წევრები იყვნენ.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 20 მარტს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: ივანე ელიაშვილი, ვარლამ ბურჯანაძე, ნინო ნაკაშიძე, პარმენ კახიანი და დავით კარიჭაშვილი.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 28 თებერვალს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გამგეობამ დაადგინა, რომ საზოგადოების მუზეუმს ხუთშაბათობით დაესვენა, ხოლო დანარჩენ დღეებში 3 საათამდე ემუშავა. დადგენილება ძალაში უნდა შესულიყო 6 მარტიდან.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 28 თებერვალს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვარლამ ბურჯანაძის წინადადება, დაეგირავებინათ 8 მილიონი მანეთის წიგნები კოოპერატიულ ბანკში და დაებეჭდათ„დედა ენის“ I ნაწილი 15 ეგზემპლარად, რადგან მას სახელმწიფო გამომცემლობა არ ბეჭდავდა. გამგეობამ ბანკთან მოლაპარაკება ვარლამ ბურჯანაძეს დაავალა.
1882
ტიპი: ავტორობა
1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N11; რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა სტატია 3 წლის წინ დაფუძნებულ ქართული თეატრის მნიშვნელობაზე. ავტორი აღნიშნავდა, რომ ქართული ენა აღარ ისმოდა ეკლესიებში, არ ისწავლებოდა სკოლებში. ასეთ სიტუაციაში ავტორს ქართული ენის გადარჩენის ერთადერთ ადგილად ქართული თეატრი მიაჩნდა.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის ჟურნალი „ივერია“ (N12) წერდა, რომ მომდევნო წელს ჟურნალში ითანამშრომლებდნენ იოსებ ბაქრაძე, ეკატერინე გაბაშვილი, გიორგი გაბაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, რაფიელ ერისთავი, გიორგი თუმანიშვილი და სხვ.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის ჟურნალ „ივერიის“ N12-ში დაიბეჭდა ინფორმაცია, რომ მომდევნო წელს ჟურნალში ითანამშრომლებდნენ ეგნატე იოსელიანი, ნიკო ლომოური, ალექსანდრე ყაზბეგი, ალექსანდრე ნანეიშვილი, თედო ჟორდანია, ნიკოლოზ ქანანოვი და სხვ.