რეგისტრირებული ფაქტები50135
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ღოღობერიძის სახელობის სტიპენდიატ ილია ტოროშელიძეს საზოგადოების სასტიპენდიო ვალი 525 მანეთი ჰქონდა დარჩენილი, დავით ჩიქოვანს – 850.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 10; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა წერილი „რუსული სკოლის დასაწყისი ჩვენში“, რომელშიც ვკითხულობთ, რომ 1800 წელს, როდესაც საქართველო რუსეთს შეუერთდა ანტონ კათალიკოსი გენერალ კნორინგს სწერდა, რომ სასულიერო სემინარიაში გრამატიკას, რიტორიკას, ფილოსოფიას და ღვთისმეტყველებას ასწავლიდნენ.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N10; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაბეჭდილ წერილში „რუსული სკოლის დასაწყისი ჩვენში“ ნათქვამია, რომ 1800 წელს, როდესაც საქართველო რუსეთს შეუერთდა, ანტონ კათალიკოსი გენერალ კნორინგს სწერდა, რომ სამრევლო სკოლებსა და მონასტრებში ყმაწვილებს სემინარიაში შესასვლელად ამზადებდნენ.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N10; რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა წერილი „რუსული სკოლის დასაწყისი ჩვენში“, რომელშიც ვკითხულობთ, რომ 1802 წელს კოვალენსკის მიერ დაარსებულ თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში გაიხსნა პირველი კლასი 45 მოსწავლით. პედაგოგები იყვნენ პლეშჩევი და პოკროვსკი.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 10; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა წერილი „რუსული სკოლის დასაწყისი ჩვენში“, რომელშიც ვკითხულობთ, რომ 1802 წელს კოვალენსკის მიერ დაარსებულ თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში დირექტორად და ქართული ენის პედაგოგად კავკასიის გრენადერიის პოლკის მღვდელი ალექსი პეტრიაშვილი დაინიშნა.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 10; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა წერილი „რუსული სკოლის დასაწყისი ჩვენში“, რომელშიც ვკითხულობთ, რომ 1802 წელს დაარსებულ თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში დირექტორი (ა. პეტრიაშვილი) ისწავლებოდა: ქართული, რუსული, სომხური, აზერბაიჯანული, ფრანგული, არითმეტიკა, მოკლე კატეხიზმო, საღმრთო და საქალაქო ისტორია, საზოგადო გეოგრაფია, გეომეტრა და ხატვა. (იგეგმებოდა უმაღლესი მათემატიკის, არქიტექტურის, არტილერიის, მექანიკისა და ფიზიკის სწავლება).
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 10; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა წერილი „რუსული სკოლის დასაწყისი ჩვენში“, რომელშიც ვკითხულობთ, 1825 წელს თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელი (დირექტორი ალექსი პეტრიაშვილი) ყაზანის უნივერსიტეტის სამმართველოს უწყებაში გადავიდა, 1825 წლიდან კი ხარკოვის უნივერსიტეტს მიაწერეს.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 30 სექტემბერს გ. ბარაბაძე, მ. კვარაცხელია და მ. მანუკოვი ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოდან ხარკოვის საკატორღო ციხეში გადაიყვანეს.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N1) დაიბეჭდა პეტრე მირიანაშვილის პუბლიკაცია „არიელ ენათა ჯგუფი და საქართველო“, რომელშიც ავტორი აღნიშნავდა, რომ ფრანგი მეცნიერის, ფრანსუა ლენორმანის (იკვლევდა ასირიულ და მესოპოტამიურ დამწერლობასა და კულტურას) კვლევის მიხედვით, ვანის ლურსმული წარწერები ქართული აღმოჩნდა.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N1) დაიბეჭდა პეტრე მირიანაშვილის პუბლიკაცია „არიელ ენათა ჯგუფი და საქართველო“, რომელშიც ავტორი აღნიშნავს, რომ ევროპელი მეცნიერები იკვლევდნენ ქართულ ენას და ამტკიცებდნენ (ლაიბნიცი, ბროსე), რომ ის ინდოევროპული ენების ჯგუფს ეკუთვნოდა. მათ ეთანხმებოდა ქართველი მეცნიერი დავით ჩუბინაშვილი.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N1) დაიბეჭდა პეტრე მირიანაშვილის პუბლიკაცია „არიულ ენათა ჯგუფი და საქართველო“, რომელშიც ავტორი აღნიშნავდა, რომ გერმანელი მეცნიერი ფრანც ბოპპი, რომელიც ენათმეცნიერებაში შედარებითი მეთოდის დამაარსებლად ითვლებოდა, ამტკიცებდა, რომ ქართული ენა ინდოევროპული ენების ჯგუფს მიეკუთვნებოდა.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 1; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა პეტრე მირიანაშვილის პუბლიკაცია „არიელ ენათა ჯგუფი და საქართველო“, რომელშიც ავტორი აღნიშნავდა, რომ გერმანელი ლინგვისტი და მკვლევარი მაქს მიულერი ქართულ და მთელ კავკასიურ ენებს თურანის (აღმოსავლურ, კასპიის ზღვის აუზის ქვეყნები) ენათა ჯგუფს მიეკუთვნებდა.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 1; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა პეტრე მირიანაშვილის პუბლიკაცია „არიელ ენათა ჯგუფი და საქართველო“, რომელშიც ავტორი აღნიშნავდა, რომ გერმანელი მეცნიერი კლაპროთი ქართული ენის განსაკუთრებულობაზე საუბრობდა და მას კავკასიურ ენათა ჯგუფს მიაკუთვნებდა. კლაპროთის ვერსიას ეთანხმებოდა ქართველი მეცნიერი ალექსანდრე ცაგარელი.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N2) დაიბეჭდა თევდორე ჯორდანიას სტატია „მთავარეპისკოპოსი სამებელი და ქართული სტამბის საქმე მეთვრამეტე საუკუნეში“, რომელშიც ნათქვამია, რომ ეპისკოპოსი ვახტანგ VI-ს გაჰყვა რუსეთში და 1737 წელს უფლისწულ ბაქართან ერთად ნოვგოროდში ქართული სტამბა დააარსა, სადაც ქართული წიგნები იბეჭდებოდა.