ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46994

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 5 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა „გიორგი გვაზავას სიტყვა დამფუძნებელ კრებაში კონსტიტუციის პროექტის შესახებ (სტენოგრამა)“.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ გაცემული ხარჯები არჩილ ჯორჯაძემ და ნიკოლოზ ცხვედაძემ დაამტკიცეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ გაცემული ხარჯები იაკობ ღულაძემ, ექვთიმე თაყაიშვილმა, დავით კარიჭაშვილმა და სხვებმა დაამტკიცეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ გაცემული ხარჯები ივანე რატიშვილმა, ალექსანდრე სარაჯიშვილმა, კონსტანტინე ჯაფარიძემ და სხვებმა დაამტკიცეს.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წელს გაზეთ „მეურნეში" ვლადიმერ ჯანდიერმა გამოთქვა აზრი საგარეჯოში საზოგადო- სასოფლო ვენახის დაარსების შესახებ.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 12 თებერვალს ქართულ დრამატულ საზოგადოებას უნდა წარმოედგინა დავით ერისთავის „სამშობლო“.

1892

ტიპი: პირადი ურთიერთობა

გაზეთ „ივერიის" 1892 წლის 12 თებერვლის ნომერი იუწყება, რომ შიო ალექსის ძე ჩიტაძე იყო გრიგოლ ალექსის ძე ჩიტაძის ძმა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანტონ ნაკაშიძე გურიის მაზრის უფროსის თანაშემწე იყო.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 27 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ე. ი. ქართველიშვილმა ოქროს მედლით დაასრულა სასწავლებელი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 6 მაისს გოგოლის კომედიის „რევიზორის“ 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად აკაკი წერეთელი ლექსს წაიკითხავდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 6 მაისს ნიკოლოზ ვასილის ძე გოგოლის კომედიის „რევიზორის“ 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად ნიკოლოზ იაკობის ძე ავალიშვილი გოგოლის თხზულების მნიშვნელობაზე ისაუბრებდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ისააკ თომას ძე ნარიმანოვის თბილისში, ორთაჭალაში, მდებარე ორსართულიან სახლს ვენახითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ისააკ თომას ძე ნარიმანოვს თბილისში, ორთაჭალაში, ორსართულიანი სახლი ჰქონდა ვენახითა და მიწის ნაკვეთით.

1892

ტიპი: თანამდებობა

„ივერიის" 1892 წლის 12 თებერვლის ნომრის ცნობით გორის მაზრის უფროსად უნდა დაენიშნათ პოლკოვნიკი რევაზ შალვას ძე ერისთავი.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წლის 12 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ასლან ვახტანგის ძე წულუკიძე თავადი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 12 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ასლან ვახტანგის ძე წულუკიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირა კოსმოგრაფია „ქმნულების ცნობა“, რომელიც ვახტანგ მეექვსემ თარგმნა სპარსულიდან.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 12 დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ ნიკოლოზ თადეოზის ძე ხიზანიშვილის ფელეტონი „ეთნოგრაფიული წერილები“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 2 აგვისტოს არტისტი იაკოვლევი და პიანისტი გენადი ყორღანოვი ბორჯომში ჩავიდნენ და 2-ჯერ გამართეს კონცერტი, რომელსაც უამრავი ადამიანი დაესწრო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 7 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გრიგოლ თევდორეს ძე ყიფშიძის ავტორობით პოლ ბურჟეს რომანი „ცოდვა სიყვარულისა“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: გარდაცვალება

1886 წლის 25 აგვისტოს ე. ი. ქართველიშვილი დიდუბის სასაფლაოზე დაკრძალეს.

1886

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1886 წლის 27 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლევან ჯანდიერის შვილი სვიმონ ჯანდიერი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 27 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ე. ი. ქართველიშვილი ძალიან შრომისმოყვარე და საქმის მცოდნე ადამიანი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ე. ი. ქართველიშვილი საქალებო გიმნაზიაში მათემატიკის მასწავლებლად მუშაობდა.

1886

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფიო ბიძინას ასული ერისთავის ძმა მიხეილ ერისთავი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 ოქტომბერს არწუნისეულ თეატრში ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარელი სამმოქმედებიან კომედიაში „რას ვეძებდი და რა ვიპოვეში“ მაქთაღას როლს ითამაშებდა.