ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46994

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლუკა ნიკოლოზის ძე ასათიანი ქუთაისის ქალაქისთავი იყო.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანტონ ნაკაშიძე თავადი იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 20 აპრილის „დროების“ ცნობით, რაფიელ ყაზბეგმა მარცვლეულის გასანიავებელი მანქანა შექმნა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ალექსანდრეს ძე ნასიძე გეგმავდა დავით გურამიშვილის რჩეული ტექსტები გამოეცა კრებულად.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ალექსანდრეს ძე ნასიძე გეგმავდა საუკეთესო ქართველი მწერლების გამორჩეული ნაწარმოებები დაებეჭდა. მას სურდა ტექსტებთან ერთად ავტორის ცხოვრების მოკლე აღწერა და მათ მიერ გამოყენებული რთული სიტყვების განმარტებები თან დაერთო კრებულისთვის. კრებულის სახელწოდება იქნებოდა „ქართველი მწერლები, ხელმძღვანელი წიგნი ქართული ენისა და ლიტერატურის შესწავლისათვის“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ალექსანდრეს ძე ნასიძემ დაბეჭდა წიგნი „საბა სულხან ორბელიანი“, რომელიც წინასიტყვაობას, ბიოგრაფიას, სიბრძნე-სიცრუიდან რჩეულ იგავ-არაკებსა და რთული სიტყვების განმარტებებს მოიცავდა. იგი 42 გვერდისაგან შედგებოდა და 3 შაური ღირდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვლადიმერ დიმიტრის ძე აღნიაშვილის მიერ დაარსებულ ქართულ ხოროს განზრახული ჰქონდა იოსებ ივანეს ძე რატილის დახმარებით შეესწავლათ საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხმები. ისინი მომავალში ბევრი კონცერტის ჩატარებას გეგმავდნენ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 ნოემბერს ვლადიმერ დიმიტრის ძე აღნიაშვილის მიერ დაარსებულმა ქართულმა ხორომ იოსებ ივანეს ძე რატილის ხელმძღვანელობით კონცერტი გამართა. საზოგადოებამ ძალიან ისიამოვნა სხვადასხვა სიმღერებით, განსაკუთრებით მოეწონათ „მუმლი და მუხასა“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 14 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე მოსკოვის საიმპერატორო არქეოლოგიურმა საზოგადოებამ წევრად აირჩია და გამოუგზავნა ნაშრომი „Древности“, რომლის მე-11 ტომში ქართული ენქერი იყო აღწერილი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 14 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ ბესარიონ ნიჟარაძის ფელეტონი „ოთხი დღე“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარიამ და ეკატერინე ანანიას ასული მანჟელეები დები იყვნენ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანანია ივანეს ძე მანჟელეი ჩვენებაში წერდა, რომ სტუმრად იმყოფებოდა თავის სიძესთან პავლე ჩუდეცკისთან თბილისის სასულიერო სემინარიაში. მან დაინახა თუ როგორ გამორბოდა ჩუდეცკი კაბინეტიდან, მას მისდევდნენ თავისი ქალიშვილები მარიამ და ეკატერინე მანჟელეები და ხანჯლით შეიარაღებული იოსებ ლაღიაშვილი. თავად ანანია მანჟელეი ხანჯლის დანახვაზე ადგილზევე გაშეშდა და შეშინდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეკატერინე ანანიას ასული მანჟელეი წმ. ნინოს სასწავლებლის პედაგოგი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარიამ ანანიას ასული მანჟელეი ჩვენებაში წერდა, რომ თავის დასთან ეკატერინე მანჟელეისთან ერთად ცდილობდა იოსებ იაკობის ძე ლაღიაშვილისაგან დაეცვათ პავლე ჩუდეცკი და დაჭრილი სასტუმრო ოთახში შეიყვანეს, თუმცა ლაღიაშვილი ძალით შეიჭრა მათთან, ჩუდეცკიმ ადგილიდან გარიდება სცადა, გავიდა აივანზე, სადაც დაედევნა ლაღიაშვილი და კვლავ თავს დაესხა. მარიამ მანჟელეის სურდა ხანჯლის წართმევა ლაღიაშვილისთვის, თუმცა ხელები დაეჭრა, სწორედ ამ დროს დასახმარელად მასწავლებლები ვიქტორ ლატოცკი და გიორგი ჩეტირკინი მივიდნენ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარიამ ანანიას ასული მანჟელეი ჩვენებაში წერდა, რომ თავისი მეუღლის პავლე ჩუდეცკის მკვლელობის დღეს იმყოფებოდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც იოსებ იაკობის ძე ლაღიაშვილი მივიდა და ელოდებოდა რექტორს. მანჟელეიმ ჩუდეცკის გადასცა, რომ მოსწავლე ელოდებოდა და იგი კაბინეტიდან გავიდა. რამდენიმე წამის შემდეგ მარიამ მანჟელეის და მის დას ეკატერინე მანჟელეის ჩუდეცკის განწირული ხმა შემოესმათ, გავიდნენ დეკანოზთან და ნახეს თუ როგორ მისდევდა ლაღიაშვილი ჩუდეცკის ხანჯლით.

1886

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეკატერინე ანანიას ასული მანჟელეი პავლე ივანეს ძე ჩუდეცკის ცოლის და იყო.

1886

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანანია მანჟელეის შვილები მარიამ და ეკატერინე მანჟელეები იყვნენ.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 16 ნოემბერს სამოქალაქო არჩევნებზე დიმიტრი იაგორის ძე თუმანიშვილი მეორე რიგის ხმოსნად აირჩიეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 24 მაისს თბილისის სასულიერო სემინარიაში ვიქტორ ლატოცკიმ, გიორგი ჩეტირკინმა და ნიკოლოზ მახათაძემ პავლე ივანეს ძე ჩუდეცკის მოსაკლავად მისულ იოსებ იაკობის ძე ლაღიაშვილს ხანჯალი წაართვეს და ინსპექტორის ოთახში გაიყვანეს, სადაც მას პოლიციელი სოკოლოვსკი დარაჯობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 24 მაისს თბილისის სასულიერო სემინარიაში გაკვეთილის მიმდინარეობისას ვიქტორ ლატოცკიმ და გიორგი ჩეტირკინმა შენიშნეს დაჭრილი პავლე ივანეს ძე ჩუდეცკი, რომელსაც მარიამ და ეკატერინე ანანიას ასული მანჟელეები იცავდნენ იოსებ ლაღიაშვილის თავდასხმისაგან.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი ჩეტირკინი თბილისის სასულიერო სემინარიის მე-2 და მე-3 კლასის მასწავლებელი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვიქტორ ლატოცკი თბილისის სასულიერო სემინარიის მე-2 და მე-3 კლასის მასწავლებელი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 16 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რაფიელ დავითის ძე ერისთავმა ქართულად თარგმნა ორმოქმედებიანი კომედია „ჯერ დაიხოცნენ, მერე დაქორწინდნენ“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 16 ნოემბერს არწუნისეულ თეატრში ქართული დრამატული დასი წარმოადგენდა ფრანგულიდან გადმოკეთებულ ორმოქმედებიან კომედიას „ჯერ დაიხოცნენ, მერე დაქორწინდნენ“, რომელშიც მონაწილეობდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, ნინა (ნინო) ივანეს ასული მელიქოვისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსეევ-მესხიევი, დავით მერაბის ძე გამყრელიძე, კ. მ. მაქსიმიძე, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე და ბარბარე ანდრიას ასული ავალოვისა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 16 ნოემბერს არწუნისეულ თეატრში ქართული დრამატული დასი წარმოადგენდა ფრანგულიდან გადმოკეთებულ სამმოქმედებიან დრამა-კომედიას „შეშლილს“, რომელშიც მონაწილეობდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, ნინა ივანეს ასული მელიქოვისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსეევ-მესხიევი, დავით მერაბის ძე გამყრელიძე, კ. მ. მაქსიმიძე, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე და ბარბარე ანდრიას ასული ავალოვისა.