ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46994

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 11 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ფრანგი მწერალი კანდიანი-კოლონა ილია ჭავჭავაძის „განდეგილის“ შესახებ წერდა, რომ ეს პოემა საქართველოში გავრცელებული ძველებური თქმულება იყო, ლამაზად და ლექსად თქმული, რომელიც თავად ფრანგულ თარგმანში ცოტათი შეცვალა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 11 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ფრანგმა მწერალმა კანდიანი-კოლონამ ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“ თარგმნა ფრანგულად პროზის სახით.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის გაზეთ „PARIS-ის“ ოქტომბრის ნომერში ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 14 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ალექსანდრე მაისურაძე ილია მირიანის ძე ჭყონიას სთხოვდა, რომ ხელნაწერი „ბარამიანი“ დაებრუნებინა მფლობელ დავით ამირიძისთვის.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 14 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ალექსანდრე მაისურაძე წერდა, რომ ექვთიმე ივანეს ძე ხელაძე და ილია მირიანის ძე ჭყონია წაიყვანა დავით ამირიძესთან, რომლისგანაც ლექსად თქმული ხელნაწერები „ბარამიანი“ და „როსტომიანი“ ითხოვეს. 1 წლის შემდეგ „როსტომიანი“ დაუბრუნა ამირიძეს, „ბარამიანი“ კი ილია ჭყონიამ წაიღო და აღარ დაუბრუნა მფლობელს.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს ივანე დავითის ძე ორბელიანი თავადი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 26 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე იოსების ძე უმიკაშვილის რედაქტორობით მალე დაიბეჭდებოდა წიგნი „დასტულამა“, რომელიც ქართლის ცხოვრების ბევრ დაფარულ ნაწილს ნათელს მოჰფენდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 26 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ მიხეილის ძე თუმანიშვილი დრამატული საზოგადოებისთვის ცდილობდა ახალი დასი შეედგინა და წარმოდგენებში მონაწილეობის მისაღებად კოტე სიმონის ძე მესხსა და ეფემია სიმონის ასულ მესხს მოელაპარაკა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 26 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ მიხეილის ძე თუმანიშვილი დრამატული საზოგადოებისთვის ცდილობდა ახალი დასი შეედგინა და წარმოდგენებში მონაწილეობის მისაღებად კოტე დიმიტრის ძე ყიფიანს მოელაპარაკა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 11 მაისს მ. მ. მძინაროვისა ქართული დრამატული დასის დახმარებით წარმოადგენდა ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგის სამმოქმედებიან კომედიას „აღმზრდელებს“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიაში“ აკაკი წერეთლის ფელეტონი „ძველ მეგობარს“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: სახელი

1886 წლის 12 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ თადეოზის ძე ხიზანაშვილის ფსევდონიმი ნ. ურბნელი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 6 მაისს ნიკოლოზ ვასილის ძე გოგოლის კომედიის „რევიზორის“ 50 წლის იუბილის აღსანიშნავად ქართული დრამატული დასი წარმოადგენდა ამავე კომედიის მე-2 და მე-3 მოქმედებას, რომელშიც მონაწილეობდნენ: მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე, მ. მ. მძინაროვისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვალერიან ლევანის ძე გუნია, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი, ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი, მძინაროვი, ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარელი და სხვ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 12 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ნიკოლოზ თადეოზის ძე ხიზანაშვილის ფელეტონი „სატყეო საქმე ჩვენში“.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 28 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე იაკობის ძე ზუბალაშვილი თბილისის ქალაქის გამგეობის წევრი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 9 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე გიორგის ძე მაჩაბელს სასამართლოზე არ ჰყავდა დამცველი, მან თავის გასამართლებელი სიტყვა წარმოთქვა და რამდენიმე მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ვირუბოვის შეურაცხყოფა არ იგულისხმებოდა გაზეთ „დროებაში“. მაჩაბელი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 28 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის ქალაქის გამგეობის წევრმა მ. ი. თამამშოვმა საბჭოს სხდომაზე ალექსანდრე იაკობის ძე ზუბალაშვილს შეურაცხყოფა მიაყენა, რისთვისაც დააპატიმრეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 9 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, შეურაცხყოფის შესახებ ვირუბოვისა და ივანე გიორგის ძე მაჩაბლის დავის საქმეს ს. ს. გონჩაროვთან ერთად მიხეილ თეოდორეს ძე მიხაილოვი და ბულატნიკოვი განიხილავდნენ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 9 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ს. ს. გონჩაროვი ვირუბოვისა და ივანე გიორგის ძე მაჩაბლის დავის საქმეს ხელმძღვანელობდა.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის 5 იანვარს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ბათუმის სკოლაში მასწავლებლად მუშაობის მსურველთა სია განიხილეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 9 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვირუბოვმა ივანე მაჩაბლის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. იგი ირწმუნებოდა, რომ გაზეთ „დროების“ N 140-ში დაბეჭდილ ფელეტონში მას შეურაცხყოფა მიაყენება ივანე გიორგის ძე მაჩაბელმა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 9 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი გაზეთ „დროების“ რედაქტორი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 8 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მოსე გიორგის ძე ჯანაშვილმა შეადგინა წიგნი „ისტორია მართლმადიდებელი ეკლესიისა“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე გრიგოლის ძე მირიანაშვილმა კავკასიის მთავარ სამმართველოში განცხადება შეიტანა ახალი გაზეთის გამოცემის თაობაზე.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 28 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კ. პ. პობედენესცოვი წმინდა სინოდის ობერპროკურორი იყო.