ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46939

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 30 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ მიტარევსკი ოზურგეთის სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორობიდან გაათავისუფლეს.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 30 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ მიტარევსკი ზაქათალის სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორად დაინიშნა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 30 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით გულისაშვილი სიღნაღიდან ზაქათალის სამოქალაქო სასწავლებელში მასწავლებლად გადაიყვანეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა დიმიტრი გრიგოლის ძე ციციშვილისა და ელისაბედ გრიგოლის ასულ ციციშვილის ბულაჩაურში მდებარე 246 დესეტინასა და 420 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, საბაღე და საძოვარ ადგილებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს დიმიტრი გრიგოლის ძე ციციშვილსა და ელისაბედ გრიგოლის ასულ ციციშვილს ბულაჩაურში 246 დესეტინა და 420 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი, საბაღე ადგილები და საძოვრები ჰქონდათ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ივანე და ალექსანდრე დიმიტრის ძე აბაშიძეების ზიარში მდებარე 229 დესეტინასა და 30 კვადრატულ საჟენ სამოსახლო და საძოვარ ადგილებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ივანე და ალექსანდრე დიმიტრის ძე აბაშიძეებს ზიარში 229 დესეტინა და 30 კვადრატული საჟენი სამოსახლო ადგილები და საძოვრები ჰქონდათ.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904 წლის 20 მაისს კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე ცხრაწყაროს საეკლესიო სამრევლო სკოლის გამგედ დაინიშნა.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904 წლის 20 მაისს კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე შორაპნის მაზრის სასულიერო გამომძიებლად დაინიშნა.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904 წლის 20 მაისს მღვდელი კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე მარილისის სამრევლოდან ცხრაწყაროს სამრევლოში გადაიყვანეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იასონ გელოვანის ხელმძღვანელობით ქუთაისიდან ონამდე ახალი გზა დააგეს, რომელზეც ფოსტის სადგურები განათავსეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, 12 აგვისტოს ფილიმონ ქორიძემ, მარტვილის დაბა ნაოღალევში, მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო მოაწყო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წელს ვალერიან გუნიას რედაქტორობით გამოცემული „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ფოთის საქალაქო არჩევნები 8 სექტემბერს უნდა გამართულიყო.

1888

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ივერიაში“ თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის 1888 წლის 1-ელი ივლისის ბალანსი დაიბეჭდა, რომელსაც ხელს აწერენ: ილია ჭავჭავაძე, ალექსანდრე ჩოლოყაშვილი, ივანე მაჩაბელი და დიმიტრი ფავლენიშვილი.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904 წლის 20 მაისიდან 1917 წლის 15 ნოემბრამდე კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე ცხრაწყაროს საეკლესიო სამრევლო სკოლის რჯულის მასწავლებლად მუშაობდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 20 აგვისტოს განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილის მოხსენების შემდეგ მინისტრთა საბჭომ იმსჯელა არსებულ სპეციალურ სასწავლებლებზე და დაადგინა: მიწისმზომელთა და რკინიგზის საშუალო ტექნიკური სასწავლებლები  დარჩეს მთავრობის სასწავლებლად და გაეროვნდეს. ასევე დადგინდა თბილისის I და II კომერციული სასწავლებლების, თბილისის სავაჭრო, საფერშლო (ნავთლუღში და მიხეილის საავადმყოფოსთან), ქუთაისის კომერციული, ბორჯომის, სიონისა და ფოთის სახელოსონო სასწავლებელთა გაეროვნება, გორის სასულიერო სასწავლებლის საშუალო სამეურნეო სასწავლებლად გადაკეთება  და სხვ.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 28 ივლისის გაზეთ „ივერიაში“, „ქალების ეხლანდელი აღზრდა განათლების“ შესახებ ანასტასია თუმანიშვილის მოსაზრება დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 28 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლადო ალექსი-მესხიშვილის ხელმძღვანელობით ბათუმის დრამატული დასი რუსულ წარმოდგენებს მართავდა.

1888

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1888 წლის 28 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რაფიელ ერისთავის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 28 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ალექსანდრე მირიანაშვილის მოთხრობა „ორი დობილი“ დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 31 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია ალხაზაშვილმა წიგნი „საკმურნალო წამალთა სწავლა“ შეადგინა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 20 დეკემბრიდან 1902 წლის 20 ივნისამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ფოტოგრაფიის ქირა 1000 მანეთი უნდა გადაეხადა. ფაქტი ხელმოწერით დაადასტურეს: ნიკოლოზ ცხვედაძემ, ექვთიმე თაყაიშვილმა, დავით კარიჭაშვილმა და სხვა წევრებმა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 14 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოზურგეთში ლუკა კუპრაძემ, ილია შაინოვმა, ილარიონ ჭეიშვილმა და ლევან მიქელაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას თითო მანეთი შესწირეს, ივანე ჯაყელმა და მაქსიმე ნაკაიძემ – 20-20 კაპიკი.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 14 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნ. საძაგლიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უშაგონში ნაპოვნი ძველი ფულები შესწირა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს სერგო ზაალის ძე მეღვინეთუხუცესს ბაიხოსა და ალავერდში 31 დესეტინა და 560 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი და სამოსახლო ადგილები ჰქონდა.